არქივი

გამოიგონეს ელემენტები რომელიც ვიბრაციით იტენება


იაპონურმა კომპანიამ Brother Industries-მა ვიბრაციული ენერგიის გენერატორი, რომელიც შეიძლება დღესდღეობით არსებული ტექონოლოგიებით დამზადებული ელემენტების შემცვლელად მოგვევლინოს.

მაგალითისთვის, თუ Vibration-powered Generating Battery-ის ჩავდებთ ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტში (ან თუნდაც მუსიკალური ცენტრის), გამოყენებამდე საკმარისი იქნება მხოლოდ მისი გაქნევა რომ ელემენტები დაიტენება და ჩვენ მის გამოყენებას შევძლებთ. გამოთქმა “თითქმის მუდმივი”, ცოტა არაკორექტული და სასაცილოცაა, მაგრამ ამ კონტექსტში მისი ხმარება ნამდვილად გამართლებულია. კიდევ ერთი პლიუსი ამ ელემენტებისა ისაა, რომ მას აქვს მინიმალური ენერგიის ხარჯი.

მინუსი — გენერატორი ეფექტურია დისკრეტულ ან იმ მოწყობილობებში რომლელიც ცოტა ენერგიას მოიხმარს.

კორპუსის შიგნეულობით ის არაფრით არ განსხვავდება AA- და AAA- ელემენტებისაგან. AA გენერატორის საშუალო სიმძლავრეა — 10–180მვტ, სიხშირე — 4–8მც. შექმნილია ასევე მოდელი ორი კორპუსისაგან, : გენერატორი და კონდენსატორი ცალცალკე. AA- ვარიანტის შემთხვევაში კონდენსატორში წარმოიქმნება 1,6ვ. ამ ორ კორპუსს აქვს ასეთი მაჩვენებლები: 3,2 და 2,7ვ ( AA და AAAშესაბამისად).

Brother Industries Vibration-powered Generating Battery-ის პრეზენტაციას ჩაატარებს გამოფენა Techno-frontier 2010-ზე, რომელიც ჩატარდება ტოკიოში 21-დან 23 ივლისამდე. კომპანია წარმოაადგენს პულტებს და შუქტიოდიან ფანრებს ამ კვების ელემენტებით.

წყარო:Hi-Tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button