კულტურა

მზის ბატარეებიან თვითმფრინავს 24 სთ-იან ფრენაში ცდიან

60afaa87756b

7 ივლისს მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავი 24 საათიანი ფრენისთვის გაუშვეს, – იტყობინება Associated Press.

საფრენმა აპარატმა Solar Impulse, რომელსაც ერთი პილოტი მართავს, სტარტი შვეიცარიის ქალაქ პაერენედან აიღო.

გეგმის თანახმად, თვითმფრინავი 8,5 ათას მეტრ სიმაღლეზე იფრენს, დღის განმავლობაში მზის ენერგიით დატენილი ბატარეები კი ღამით 7-8 სთ-იანი ფრენის განმავლობაში უნდა ეყოს.

აქამდე Solar Impulse-მა რამდენიმე ათეული საცდელი გაფრენა განახორციელა, რომელთაგან ყველაზე ხანგრძლივი 14 საათს გაგრძელდა. თანაც, მაშინ საცდელი ფრენები ზაფხულის პერიოდში, დღის სინათლეზე ტარდებოდა.

თვითმფრინავი 12 ათასი მზის ელემენტითაა აღჭურვილი, რომელთა მასა 500 კგ-ის შეადგენს.

წყარო :  ambebi.ge

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button