ყველაზე ძვირი კოსტიუმი
მხოლოდ მათთვის ვისაც ფული დარჩა! ამ კოსტუმზე ამის თქმა ნამდვილად შეიძლება იმიტომ რომ წარმოუდგენლად ძვირი ღირს, იგი ოფიციალურად აღიარეს ყველაზე ძვირ კოსტუმად მსოფლიოში. დიზაინერი ალექსანდერ ამოზუ-ს ეს შედევრი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ $101,860 ღირს. დიზაინერი ამბობს : “მე მიუხედავად ამ ეკონომიკური კრიზისისა მჯერა რომ დარჩნენ ადამიანები რომლებიც ჯერ კიდევ ითხოვენ უკომპრომისო ხარისხს.” მის დამზადებაზე დაიხარჯა დაახლოებით 80 საათი, დამზადდა vicuña-სგან, ეს გახლავთ იშვიათი აქლემის მსგავსი სამხრეთ ამერიკული ცხოველის შალი, ასევე შერეული აქვს qiviuk მსოფლიოში ყველაზე ძვირი შალის ნაჭერი, მასზე დატანილია დაახლოებით 5,000 ინდივიდუალური ამონაქარგი თითოს დამზადება დაახლოებით $20 ჯდებოდა. კოსტუმზე დატანილია 9, 18 კარატიანი ღილაკი, რომლებიც მოკირწყლულია საუკეთესო ხარისხის ბრილიანტით. ეს კოსტუმი გასაყიდად გამოიტანეს ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო მაღაზიაში და რამოდენიმე საათში გაიყიდა კიდევოც :D ზემოთ ხსენებულ ფასად.