გართობაუცნაური

ცენტრალია – ქალაქი მოჩვენება

3b9871c7ee9e

ალბათ ბევრს გინახავთ ფილმი Silent Hill… ეს ფილმი დაფუძნებულია ამ ქალაქის, ცენტრალიის ნამდვილ ამბავზე. ოდესღაც ცენტრალია საკმაოდ აყვავებული პატარა ქალაქი იყო, მაგრამ ახლა ის სრულიად მიტოვებულია – ამ ადგილს რუკაზეც ვერ ნახავთ.

882f61a2b4fd

ცენტრალია მდებარეობს აშშ-ში, პენსილვანიაში…ის დაარსდა 1866 წელს… მალე ამ ქალაქში გამოჩნდა კომპანია Locust Mountain Coal and Iron Company, რომელმაც გახსნა ქვანახშირის შახტი. დროთა განმავლობაში ქვანახშირის წარმოება გახდა ამ ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი – თითქმის ყველა მაცხოვრებელი დასაქმებული იყო ამ შახტში.

b6aed5d5c0da

1962 წელს, ერთ-ერთ მიტოვებულ შახტს, სადაც მაცხოვრებლები ნაგავს ყრიდნენ, მერიის ბრძანებით ცეცხლი მოუკიდეს… და გაჩნდა ხანძარი, რომელიც დღემდე ანთია. მალე მიწისქვეშა სისტემა, ფართობით 2000 კვ. კმ დაიწვა როგორც ასანთის ღერი. რამდენიმე ადგილას ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ სრულად ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა. სიტუაცია რთულდებოდა… ქვანახშირის წვისას გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებები საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას. 1980 წელს ქალაქის მაცხოვრებლებმა ზედაპირი დანამეს , მაგრამ მიწისქვეშა ტემპერატურა მაინც იზრდებოდა…

da3dce3af036

ერთხელ, ერთმა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა შეამოწმა ბენზინის მიწისქვეშა მარაგის ტემპერატურა და გაოგნებული დარჩა… ბენზინის ტემპერატურა 82 გრადუსს აღწევდა და ნებისმიერ წამს შესაძლებელი იყო აფეთქებულიყო.

b71de3e118eb

1981 წელს 12 წლის ბავშვი კინაღამ მოკვდა, როცა მის ფეხებქვეშ მიწას დიდი ბზარი გაუჩნდა… ამ ბზარის სიღრმე რამდენიმე მეტრს აღწევდა და იქიდან კვამლი ამოდიოდა. ეს ფაქტი იყო იმის ნიშანი, რომ ცენტრალიაში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლებოდა. ცენტრალიის მაცხოვრებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისთვის 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მაგრამ რამოდენიმე ოჯახმა მაინც გადაწყვითა ქალაქში დარჩენა.

1981 წელს, გადასახლებამდე ცენტრალიაში 1000 ადამიანი ცხოვრობდა… 2007 წლიდან აქ 9 ადამიანი ცხოვრობს

db3221f6ad56

სურათზე: ქალაქი ცენტრალია 1962 წლამდე (მარცხნივ) და დღეს (მარჯვნივ)

ახლა კი ცენტრალიის სურათები…

5da6ef474326

8acb68f8b0f8

1fe2fb344c7e

cec6cfc0f440

e4ff7dacf7c7

6987ea0e0d11

9481b87770e6

af1fd320de47

609701a0df14

21f2a491f279

4dc52f17ddf1

3684aab09fd9

1fc082554af0

e1d898a37726

dbf55f7bcce5

83ed3985f6e2

71c68d79435b

f6448d3bbd71

<img src="http://s55.radikal.ru/i150/1007/42/35ce2f0327cc.jpg" alt="" /

მსგავსი ამბები

Back to top button