არქივი

იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია

i184905 qebaidadidebaizegliswera

ერთ-ერთ საიტზე შემთხვევით ვნახე ეს სტატია და საინტერესოდ მომეჩვენა. გადავწყვიტე აქაც დამედო…

იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა. ტექსტის კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტექნოლოგიაც, მაგრამ ასო-ნიშანთა ე.წ. სიხშირულმა ანალიზმა შედეგი არ მოიტანა. ვერ იქნა გახსნილი წერილის ვერც ერთი რიცხვული სიმბოლიკა, მაგ. “და სასწაულად ესე აქუს (ქართულს): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელ*ი სხვათა ენათა”; ან “მოწამედ წარმოგითხარ: ასი ესე წილი (წერილი) ანბანისაი”. ამდენადაც ისინი “ლაფსუსკალამად” მიიჩნიეს და შეეცადნენ მათ კორექტირებას. ასე, დაამახინჯეს ტექსტი (მაგალითად, 94 შეცვალეს 104-ით, “მისისა” “მესიი”-თ, გაშიფრეს ხელნაწერის ქარაგმები და ა.შ.). ამ დროს მეცნიერთა ყველა თაობა თახმდებოდა იმაზე, რომ ეს დაშიფრული გზავნილია. დაშიფრულ ტექსტში ქარაგმის გახსნაც არასწორი გამოდგა. მისწრაფებამ ყოველ მიზეზს გარეშე გაეშიფრათ უმთავრესი გზავნილი 94, ანუ წერილის კულმინაცია, ბევრ ცდომილებას დაუდო სათავე.

ჩატარებული კვლევებით მიღებულ არგუმენტირებულ შედეგებთან ერთად, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ:
იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანება მისი წერის სტილია და ა.შ.

“პირWელი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ალიკო ცინცაძესთან:

– ბატონო ალიკო, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გახსნას რა ღირებულებაც გააჩნია ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი, ამ შიფრის გახსნაზე დღესაც უამრავი მეცნიერი მუშაობს, მართლა გაიხსნა შიფრი….

– დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ შიფრის მექანიზმი სრულადაა გახსნილი და ეს მთელ საქართველოს და პირველ რიგში საპატრიარქოს მინდა მივულოცო.

– ეს სენსაციაა….

– ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შიფრი ნამდვილად გაიხსნა. მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში და საუბარი უნდა დავიწყო პირველ რიგში მადლობით ჩვენი მეცნიერებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მეცნიერსა და მკვლევარს, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნა ჩვენი კვლევისას. განსაკუთრებით, სამადლობელი მინდა ვთქვა დამოუკიდებელი მკვლევარის, ბატონ რაულ მამალაძის მიმართ, რომლის წინადადებითაც ხელი მოვკიდე ამ ხელნაწერზე მუშაობას და იმ ეტაპზე მასთან ერთად სწორ კვალზე დავდექი.

– შედეგი…. ანუ რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ? მეცნიერთა გარკვეული წრე თანხმდებოდა იმაზე, რომ წერილი დაშიფრულია, ისინიც და თქვენ მაინც საიდან მიხვედით აქამდე?

– იოანე-ზოსიმე თვითონვე წერს ამაზე, როცა სიტყვა “მარაგს” ახსენებს. ეს კი სულხან-საბას მიხედვით ამოსაშიფრი სიტყვაა. მეორეც, იგი შიფრის რიცხვული მექანიზმის დასაცავად თვალშისაცემ შეცდომებზე მიდის. მაგალითად, ერთგან “დამარხულ”-ის ნაცვლად “დამარხუ”-ს წერს, მეორეგან “დღემმმდე”-ში სამ “მ”-ს, შეგნებულად უხვევს მართლმადიდებლური დოგმატიდან და ა.შ. მეტი რა უნდა ექნა, რომ ჩვენ შიფრი შეგვემჩნია?! საერთოდაც, წერილს იმიტომაც შიფრავენ, რომ გარეშე თვალიდან ანუ არაკეთილმოსურნიდან დაფარონ. მან ასეც გააკეთა, მაგრამ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვემჩნია გზავნილი. ავდექით და ცუდი მოქართულეობა დავაბრალეთ… ამ დროს ქართველ გენიოსთან გვაქვს საქმე. აბა, ერთი ნახეთ სხვა ხელნაწერებში თუ უშვებს შეცდომებს… არა! როგორც კვლევით აღმოჩნდა ეს შიფრია და მერე როგორი, ხელის ხლებაც, რომ არ შეიძლებოდა ისეთი.

-კერძოდ, რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ხელნაწერთან მიმართებაში?

– მაგალითად არასწორია მუხლებად ახლებური დაყოფა, დაშორებული სტრიქონები შიფრით ზოგჯერ ერთმანეთს ებმიან და ახალ წინადადებას გვაძლევენ, ახლებურად დამუხვლვა არღვევს ამას. Mმეორეც, არ შეიძლებოდა ქარაგმების გახსნა, რადგან ამან შიფრი დაარღვია და ა.შ. შიფრია ტექსტის საერთო რიცხვ-ნიშანთა ჯამიც, შიფრია ხელნაწერის შესამოსელიც (თავი და ბოლო). მოკლედ არცოდნა კია არცოდვა, მაგრამ… ეს ძეგლი ხელთუქმნელია…

– და რას გვეუბნება ეს შიფრი?

– შიფრის მექანიზმსაც იოანე ზოსიმე თვითონ იძლევა. ჯერ ერთი თვალშისაცემად ორჯერ გვიმეორებს 4000-ს. ერთხელ ლაზარეს 4 დღის სიკვდილითა და თითო დღის, როგორც 1000 წლის ფასდადებით, მეორედ, როცა “წილი” (წერილი) გადაჰყავს 4000-ში. ანუ ასო-ნიშანი გადაჰყავს რიცხვ-ნიშანში. ეს ხომ გემატრიაა (ჰემატრია), ბიბლიის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ძირითადად, იოანე-ზოსიმე ბიბლიის ამოკითხვის მეთოდებიდან: ნოტარიკონი, თემურა და ჰემატრია, ამ უკანასკნელს იყენებს და იყენებს დიდებულად. თანაც “ქართული ჰემატრია” მარტივია, სადა და ცხადი, ისევე როგორც ყველაფერი ქართული და დიდებული… ყველაფერთან ერთად, ეს ხელნაწერი ქართული ჰემატრიის ფუძემდებლური ძეგლი აღმოჩნდა.

– მაინც რა შედეგი იქნა ამოკითხული?

– ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ. ვისაუბროთ ხელნაწერის კულმინაციაზე: “და სასწაულად ესე აქუს (ქართულ ენას): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელი, უმეტეის სხათა ენათა, ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” (აქ ჩვენც გავხსენით ქარაგმა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არაფერს აფუჭებს). მეცნიერთა ერთი ჯგუფი, რადგან სტრიქონში ფრაზა: “ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” გვქონდა, სწორად მიხვდა, რომ აქ კალენდარზე იყო საუბარი. მაგრამ რომელ კალენდარზე და რით უკავშირდებოდა იგი 94-ს? ეს იყო მთავარი კითხვა.

რამაზ პატარიძემ თავის დროზე ქართულ ანბანში ამოიკითხა ე.წ. ქართული (უზუსტესი) კალენდარი, რომელიც ყოველ 128 წელიწადში თვითონ კორექტირდება და ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში 1 წმ.-ის სხვაობას იძლევა, მას მხოლოდ 86400 წელში ერთხელ დასჭირდება კორექტირება (ჩვენი დღევანდელი კალენდარი, რომელსაც ვიყენებთ ყოველ 128 წელში ერთდღიან კორექტირებას ითხოვს). “ასეთი სიზუსტის კალენდარს არ იცნობს კაცობრიობა” _ ასე შეაფასა პატარიძემ იგი. ამ კალენდრის მთელ რიცხვულ სტრუქტურას, ძირითადად, ქართული ანბანის ერთი, მზის ღვთაების აღმნიშვნელი ასო-ნიშანი “დ” და მისი სახელდება “დონ”-ი (ნაწილობრივ “წილი”) იძლეოდა (რ. პატარიძე, “ქართული ასომთავრული”). რადგან იგი მხოლოდ რიცხვულ ლოგიკასა და ასომთავრულის გრაფიკულ აღნიშვნებზე იყო დაფუძნებული, ადვილი გამოდგა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ასეც მოხდა. ახლა ჩვენ შევძელით იოანე ზოსიმეს წერილის შიფრით იგივე კალენდრის რიცხვული არსის უკვე ქართულ სიტყვაში მიგნება, თანაც არა უბრალოდ სიტყვაში, არამედ წელთაღრიცხვის ერთეულში. წარმოიდგინეთ არქაული პერიოდის ქართველი სწავლული, რომელიც აკვირდება ცას და ქმნის კალენდარს და მის ერთეულად მიღებულ სიტყვაში დებს კალენდრის მთელ რიცხვულ არსს. ეს დიდებულია! აქ უკვე სიტყვასთან ერთად აზრობრივი დატვირთვაც ხდება ქმედითი და ძნელდება წინააღმდეგობა. მაგრამ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იოანე-ზოსიმეს?

– სწორედ ეგ უნდა მეკითხა…

– საქმე იმაშია, რომ იოანე-ზოსიმესეული “ქართული ენის სასწაული _ 94”, ზემოხსენებული კალენდრის შიფრია (რამაზ პატარიძის ანბანში და ჩვენგან სიტყვაში მიგნებული კალენდრის). ისევე, როგორც მთელი ხელნაწერის რიცხვ-ნიშნების მთლიანი ჯამია, ისევ იმ კალენდრის რიცხვული მტკიცება… თანაც დამტკიცდა, რომ ქართულ ლექსიკაში ეს ამოცანის ერთადერთი ამოხსნაა (!). გესმით, სხვა ამონახსნი არ არსებობს. მოკლედ ამ ვარიანტში “სასწაული” ეს ქართული კალენდარია. ფიგურალურად თუ ვიტყვით, სამად გაჭრილი ნახატიდან, რომლიდანაც ერთს რამაზ პატარიძემ მიაგნო, მეორე იოანე-ზოსიმემ მოგვცა, მე ხელთ შემრჩა შუა ნაწილი, რომელიც ორგანულად მოერგო ორივეს და აღადგინა მთელი სურათი… აქ ყველაფერი ცხადია და სკეპტიკოსთა წინააღმდეგობა ამაო ხდება. ნახსენები სურათი იმდენად ლამაზი და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, გაოცდებით… არ მიკვირს მისი ღვთიურობა. ამაზე მეტს საპატრიარქოს რეაქციამდე ვერაფერს მოგახსენებთ… რადგან ხელნაწერის სასწაულები აქ კი არ მთავრდება, პირიქით აქ იწყება…

– კიდევ ერთი არგუმენტი გვითხარით, ბატონო ალეკო.

– ნახატზე გამახსენდა… იოანე-ზოსიმეს ნახატი მართლაც დარჩა და როგორც კვლევის ბეჭედი, იგი მთელი შიფრის მამტკიცებელი ინფორმაციის შემცველია… მეტი რა გითხრათ. დასრულებულია და გამოცემის სტადიაში 200 გვერდიანი წიგნი სათაურით: “მოელის დღეს მას მეორედ მოსვლასა… (იოანე-ზოსიმეს გაცხადებული საიდუმლო და … საქართველო)”. ჩვენ უამრავ ფაქტობრივ არგუმენტზე ვერ ვისაუბრეთ. ხელნაწერი და აქედან გამომდინარე წიგნი, არქაული პერიოდის სარწმუნოებრივად ახალ, მნიშვნელოვან პასაჟებს წარმოაჩენს და ის ორგანულად, მშვენივრად ეწერება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაში. წიგნი ახალ და გასათვალისწინებელ ასპექტებს იძლევა ქართულ სიტყვასთან, ჟამთაღრიცხვასა და ანბანმცოდნეობასთან მიმართებაშიც.

– ბატონო ალიკო, უფრო მკაფიოდ ვუთხრათ საზოგადოებას, რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ და რა გაიხსნა.

– იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი იმდენად მრავალწახნაგოვანია, ძნელია ორიოდე სიტყვით თქმა. როგორც კი ვკონკრეტდები, უკმარისობის გრძნობა მიჩნდება. მაინც ვცდი. წიგნში დამტკიცებულია: იოანე-ზოსიმემ ქართულ სიტყვაში მიაგნო ქართულ კალენდარს, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება, ანუ ნახა სწავლულთა მიერ ხელოვნურად შექმნილი ქართული სიტყვები, სავარაუდოდ არაერთი (ქურუმთა საიდუმლო ენის ნაშთები?!) და დაწერა: “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.” მან ქართულ ანბანსა და სახარებაში მიაკვლია ლაზარეს აღდგინების ანალოგიურ სიუჟეტებს და გვითხრა: “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.” ანუ გააჩინა ლაზარესავით მისი გარდაუვალი აღდგინების იმედი. მისი ხელნაწერის შიფრის, ე.წ. ქართული ჰემატრიის შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და ქართული ლექსიკის გარკვეულ არეალს მოიცავს…

წყარო: iberiana.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button