არქივი

ედგარ ალან პო – სული გზაგასაყარზე

fb795ab05449

ყოველთვის, როდესაც რაიმე ცუდსა და საშინელს ვხედავ, უბედური და ღმერთისგან მიტოვებული,გენიოსი ედგარ ალლან პო მახსენდება.

თავი 1: მთელი ცხოვრება საშინელებათა თეატრი

ედგარ ალლან პოს ცხოვრება ცუდი სიზმარის მსგავსად ავადმყოფურად მოჩვენებითი და ამავდროულად განსაცვიფრებლად ლიტერატურულია. თითქოს მან ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიგონა.
პოს მშობლები მსახიობები იყვნენ (მეცნიერები ძალიან ბევრს დაობენ პოს მშობლების ისტორიის შესახებ). იმ ეპოქაში კი მსახიობობა მამაკაცის შემთხვევაში ლოთის, ქალის შემთხვევაში კი მეძავის სტატუსის ტარებას ნიშნავდა. პო 2 წლის იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალა. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, თითქოს ლოთმა მამამ ეჭვიანობის ნიადაგზე იმ თეატრს წაუკიდა ცეცხლი, რომელშიც პოს დედა თამაშობდა და ორივენი ამ ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ აღნიშნული თეატრი პოს დედის, მშვენიერი ლაიზას გარდაცვალებიდან 2 კვირის შემდეგ დაიწვა. სინამდვილეში კი დედა ჭლექის მსხვერპლი გახდა, მამა კი ლოთობამ გადაიყოლა. 2 წლის მომხიბვლელი ყმაწვილი პო იმ დროისათის საკმაოდ წარმატებულმა ბიზნესმენმა, მეთამბაქოე ჯონ ალლანმა იშვილა და ფუფუნებას მოკლებულ ბავშვს შეიძლება ითქვას ზომაზე მეტადაც კი ანებივრებდა.
მომხიბვლელი, განათლებული, გამჭრიახი, მსუბუქი, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, საზოგადოების გული და სული – ასეთი იყო პო. ის ზღაპრულად კითხულობდა ლექსებს, როგორც თავისას, ისე სხვა ავტორებისასაც. პო ერთნაირად აჯადოებდა ქალებსაც და კაცებსაც. თუმცა საკმარისი იყო ალკოჰოლის მცირე დოზა და პუბლიკის „ლიუბიმჩიკი“ 180 გრადუსით იცვლებოდა. სიმთვრალის დამახასიათებელი ნიშნები არ ემჩნეოდა, უბრალოდ უსაზღვროდ დადებითი პიროვნებიდან ის უცებ მონსტრად გადაიქცეოდა ხოლმე – ბოროტი, ფეთქებადი და ყოველგვარი მუხრუჭების გარეშე! „მასში დემონი იღვიძებდა. შეშლილობის აურა კი მის ირგვლივ უკვე ხილვადი იყო“ – ასე აღწერა მისი სიმთვრალე პოს ერთერთმა მეგობარმა და ჟურნალის თანამშრომელმა პოსადმი მიძღვნილ ნეკროლოგში.
მთელი ცხოვრების განმავლობაში პო უამრავი მანიითა და ფობიით იყო შეპყრობილი. მაგალითისთვის შეპყრობილი იყო დევნის მანიით, აწუხებდა კლაუსტროფობია(და კიდევ ბევრი სხვა ფობიაც), დეპრესიები და ნევროზები. პოს მანიებსა და ფობიებს კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი სწრაფვა ალკოჰოლისადმი. სიცოცხლის ბოლოს კი ზოგიერთი ცნობებით პო ნარკომანიც გახდა.
თამამად შეიძლება ითქვას ისიც, რომ პოს ფსიქოსექსუალური აშლილობებიც აწუხებდა. ყველა მისი სასიყვარულო ისტორია იყო მცდელობა „ნორმასთან“ მიახლოებისა ან კიდევ „ნორმად“ მოჩვენების მცდელობა. თუმცა თვით მის ქორწინებასაც კი ვერ უწოდებ „ნორმალურს“: პომ ცოლად შეირთო მისი 13 წლის კუზინა ვირჯინია, რომელიც გონებრივ განვითარებას საკმაოდ ჩამორჩებოდა და გარდაცვალებამდე ბავშვურ ქცევებს ინარჩუნებდა.

თავი2: ბედისწერა

პო დაიბადა იმავე წელს (1809წ.), როდესაც დაიბადნენ შოპენი, ტენისონი, ლინკოლნი, დარვინი და გოგოლი. ამ თუ შეიძლება ითქვას „შესანიშნავ“ წელს იბადებოდნენ როგორც მისტიკოს-თეოლოგები, ასევე სკურპულოზური მკვლევარ-ნატურალისტები, თავისუფლების მოყვარული ლიდერები, პოლიტიკოსები და მხედართმთავრები. პოსაც ჰქონდა შანსი გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ის არა მხოლოდ ძალიან განათლებული და გონება გამჭრიახი, არამედ სასწაულად შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური და მიზანდასახული იყო. თავის დროზე პომ თითქმის მიიღო თანამდებობა ამერიკის პრეზიდენტის, ტაილერის ადმინისტრაციაში, თუმცა საქმეს აქაც მორიგმა ჭიქა ალკოჰოლმა შეუშალა ხელი. თეთრ სახლში პო დათქმულ დროზე ადრე მივიდა… დროის მოკვლის მიზნით ტრაქტირში ჩავიდა და… პრეზიდენტ ტაილერის წინაშე ტალახში ამოგანგლული და უკუღმა ჩაცმული ლაბადით გამოცხადდა, თანაც საკმაოდ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა თვით პრეზიდენტს და მთელ მის გარემოცვას. პოეტის ცხოვრებაზე დემონის გავლენის კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია..

a260e3dee017

სხვათაშორის ახალგაზრდობაში პო მშვენიერი ათლეტი იყო, არმიაში მსახურობდა და საკმაოდ წარმატებულ სამხედრო კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა…
ჯარში ის გაჭირვების გამო წავიდა. აპეკუნი, ჯონ ალლანი არ აძლევდა შვილობილს ფულს იმისათვის, რომ პოს დრო საყვარელი საქმისთვის, ლიტერატურისთვის დაეთმო და მისგან უფრო რესპექტაბელური პროფესიის არჩევას ითხოვდა. მისი მითითებით პომ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაშიც კი დაიწყო სწავლა, თუმცა ამ მომენტისათვის მამობილმა მეორე ცოლი შეირთო, რომელთანაც ჯონ ალლანს ვაჟი შეეძინა. ასე, რომ მემკვიდრეობის მიღების შანსი პოს უკვე აღარ ჰქონდა. ამიტომაც გენერლობაზე ოცნებამაც უკვე აზრი აზრი დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პომ კალმით ფულის შოვნა. „წერილი ბოთლში“ – ედგარ პოს პირველი მოთხრობაა (აქამდე ის მხოლოდ ლექსებს წერდა), რომელიც მან ფულის გამო დაწერა.
…გავრცელებული აზრით, პო აბსოლუტურად შეშლილი იყო, თუმცა ამავდროულად გათვლების, მათემატიკის, ლოგიკის გენიოსი და მოაზროვნე, კრიპტოგრაფი და უდიდესი დეტექტივი იყო. ყველაფერთან ერთად პო უმაღლესი კლასის ლიტერატორი იყო, რომელსაც შესწევდა ძალა და უნარი ყველაზე დიდი და ფართო აუდიტორია მოეჯადოვებინა და დაეპყრო. საკუთარი საკმაოდ ავადმყოფური და არაჯანსაღი ემოციები პომ მხატვრული შემოქმედების ინსტრუმენტებად აქცია.

თავი 3: ყველას უყვარდა, თუმცა ყველამ მიატოვა

უბედურება დაბადებიდან თან სდევდა პოს.
დაწყებით სკოლაში პატარა პოს თავისი თანაკლასელის დედა შეუყვარდა. კეთილ ქალბატონს ძალიან უყვარდა პატარა პო, სტუმრად ეპატიჟებოდა, ესაუბრებოდა და ზრუნავდა მასზე. თუმცა შემდეგ… შემდეგ მშვენიერი ელენა (ამ სახელით მოიხსენიებდა მას პო) ავად გახდა, შეიშალა და გარდაიცვალა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ პატარა პო თვეების განმავლობაში ღამით დადიოდა ელენას საფლავზე, რათა „სატრფოს“ სულს თავი მარტოდ არ ეგრძნო.

ee25e5427966

ასე თუ ისე ქალები ყოველთვის მიდიოდნენ მისგან: ელენა, დედობილი ფრენსის ალლანი, რომელიც მას როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლიდა(სხვათაშორის პოსაც სიგიჟემდე უყვარდა დედობილი), საყვარელი მეუღლე ვირჯინია – ყველანე ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ. სხვები კი უბრალოდ გარბოდნენ მისგან ეშინოდათ რა მისი „დემონური“ სიმთვრალით გამოწვეული ავადმყოფური ახირებებისა და მის ცხოვრებაზე ბედისწერის ასეთი წნეხის გამო.
ცოცხალ, ხორციელ და ვნებიან ქალებს როგორც ჩანს თავად პო გაურბოდა. ხორციელი სიამოვნებისადმი (страх перед женским лоном) სწორედ ამ შიშს უკავშირებენ ლიტერატურათმცოდნეები პოს შემოქმედებაში მრავლად არსებულ მორევებს. ეს გიგანტური მორევები, ოკეანის ჩამთრევი ტალღები სხვა არაფერია თუ არა სიკვდილი, ან უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილის კარიბჭე.
პო მკვდარს, ცივსა და უნაყოფოს რომანტიზირებასა და პოეტიზირებას ახდენს თავის შემოქმედებაში. ანიმეს მის ნაწარმოებებში მოჩვენებისა და ეფემერულობის ელფერი დაჰკრავს.
პოეტის ცხოვრებაც ამ ყველაფრის დასტური იყო. პოს პირველი სიყვარული (ელენა) სხვა არაფერია, თუ არა იდეალური ქალის სიყვარული – უპასუხო და ხორციელი სიამოვნების გარეშე. მეუღლე ვირჯინია ძალიან სათუთი და ავადმყოფურად მგრძნობიარე იყო. როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, „მას არ შეეძლო ცოლქმრული მოვალეობა ბოლომდე შეესრულებინა“.
შესაძლოა პოს ეს ლტოლვა ოცნებაში, იდეალურ, ან ხშირად პარალელურ სფეროში სწორედ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების არქონის გამო გადაჰქონდა. თუმცა სავსებით შესაძებელია, რომ ცხოვრების მწარე გაკვეთილების გამო მას უბრალოდ ეშინოდა „ცოცხლების“ სიყვარულისა. გარდაცვლილების სიყვარული კი დაკარგვის შიშის გარეშეა შესაძლებელი.

თავი 4: ჯოჯოხეთი ელოდა საკუთარ პოეტს

საერთოდ კი მას თვითონაც ერჩივნა გარდაცვლილების სიაში ყოფნა. სიცოცხლე მის სიუჟეტებში ყოველთვის სიკვდილში გადადის, ან პირიქით სიკვდილი სიცოცხლედ იქცევა. მის ერთ ერთ მოთხრობას სწორედ ასე ქვია: „სიკვდილში სიცოცხლეა“, ერთერთ გროტესკში კი გმირი მშვენივრად ცხოვრობს სუნთქვის გარეშე.
თუმცა იქ, სიცოცხლის ზღვარს მიღმა მხოლოდ მარადიულთან და ამაღლებულთან შერწყმა არაა. იქვეა უკუნში მყოფი გარდაცვლილის ტანჯვაც და ხრწნაც, სრული გახრწნა, საშიში და საშინელი, ქაოსისა და დემონის ზეობა… ჭიის ზეიმი…
სწორედ ასეთ საშინელ გარდაცვალებას ელოდა და ეშინოდა მისი პოეტს. ის თავს ჯოჯოხეთის კერძად და დაწყევლილად თვლიდა. მის ტექსტებში მთხრობელი ყოველთვის „დამძიმებულია“ ბრალეულობითა და ცოდვით: დამნაშავეც (“Сердце-обличитель”, “Бочонок амонтильядо”) თუ მსხვერპლიც (“Колодец и маятник”, “Ворон”).
ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს პომ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი რაღაც ცოდვის გამო. ამბობენ, რომ პატარა პოს დიდხანს სჯეროდა, რომ სიძულვილის ძალით მოკლა თავისი მშობელი მამა, დევიდ პო. პო მის სიკვდილს მართლაც ნატრობდა – ლოთი დევიდი ხშირად აწამებდა მშვენიერ და ნაზ ლაიზას, პოეტის დედას.
ეს ყველაფერი ლეგენდაა და ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ ყოველივე ეს სიმართლეა, თუმცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ედგარის სინდისზე შესაძლოა ყოფილიყო რეალური დანაშაულებიც. არსებობს ვერსია, რომ პომ მოკლა მარია როჯერსი, რომლის გაუჩინარების ამბავი მან თავის მოთხრობაში, „მარი როჟეს საიდუმლო“-ში აღწერა. პოლიციამ როჯერსის საქმის გახსნა მაინც ვერ შეძლო.
სხვათა შორის, ზოგიერთი მტკიცებულებებით პოს ტვინის ორგანული დაზიანებები ჰქონდა, რაც იწვევდა გადახრებს მის ქმედებებში.

თავი 5: წამოდი, მე აგიხსნი

ჰომუზია, ჰომუიოზია, პასსადო, ბუბასტიდა, ოლლაპოდ, ჰომეროს უმცროსი – ოდესმე მაინც თუ გსმენიათ მსგავსი სახელები? პოსთან ყველა გვერდზე შეიძლება აღმოაჩინო ათობით უცხო სიტყვა. ეს სწორედ გიგანტური ერუდიციის, ცოდნისადმი სწრაფვისა და მსოფლიო კულტურაში ჩართულობის შედეგი იყო. პოს ტექსტებში ძალიან ბევრი ლინკია წარსულის რეალიებისა დღევანდელ ბოროტებასთან და ეს რეალიები ფანტასტიკური მეთოდით ეხამება ფანტასტიკას ან აბსოლუტურ უაზრობას – ასე, მაგალითად კიკაპუსა და ბუგაბუს ომი (“Человек, которого изрубили в куски”), რომელთაგან პირველი რეალურად არსებული სისასტიკით გამორჩეული ინდიელთა ტომია, მეორე კი პირველის მიბაძვით გამოგონილი სიტყვაა „ბუას“ მნიშვნელობით.
განსაკუთრებული ყურადღება დეტალებისადმი, ზუსტი გათვლა, მაქსიმალური მსგავსება სიმართლესთან, სიუჟეტის ყველაზე ფანტასტიკური ელემენტების რეალურად ჩვენება – ეს ყველაფერიც პოს შემოქმედების მახასიათებელი ნიშანია.
ის აბსოლუტური სიზუსტით იწვევს მკითხველში საჭირო ემოციებს, უჩენს მათ საჭირო აზრებსა და განწყობასაც კი. პო არაა მისტიკოსი – ის ვიზიონერი და ანალიტიკოსია. ის ჯერ კვეთს და შემდეგ სწავლობს ანატომიას. მას მახვილი თვალი და კრიტიკული გონება აქვს, ის ეშმაკია დაუვიწყარი ქალაქის, შკოლკოფრემენის სამრეკლოზე. ბურუსით მოცული და საშიში გამოცანები მისთვის ის მათემატიკური განტოლებებია, რომლებშიც მან ყოველთვის იცის “X”-ის მნიშვნელობა.

1ebfff0b5ac6

თავის ფანტასტიკურ მოთხრობებში პო იწყებს თხრობას ერთი ჩამოყალიბებული აზრით, თუმცა შემდეგ ნაბიჯ ნაბიჯ ყირაზე აყენებს ლოგიკას და უკუაგდებს ბუნების ყველა კანონს და ამ ყველაფერს ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ წუნს ვერ იპოვი. ყველაფერი თითქოს დღესავით ნათელი და გასაგებია. ეს ისეთი სასწაულია, რომელთან მიახლობევისთვისაც კი თანამედროვე ტრილლერების შემქნელებს კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ.

თავი 6: მორალი? და რა არის ეს?

თავდაპირველ პო მკითხველმა გაიცნო როგორც მიმომხილველი და ლიტერატურული კრიტიკოსი. შემდეგ მან დაიწყო მოთხრობების წერა ჟურნალებისთვის და ლიტერატურული დამატებებისთვის. ასე მივიდა მკითხველამდე „ოქროს ხოჭოც“, „აშერთა სახლის დაცემაც“ და თითქმის ყველა მისი მოთხრობა.
პოს მამობილი, ჯონ ალლენი, მეთამბაქოეობის გარდა ამერიკაში ბრიტანული ჟურნალ გაზეთების გავრცელებითაც იყო დაკავებული და პატარა პოც ადრეული ასაკიდან ეცნობა ბრიტანული კულტურის მშვენიერ სამყაროს: გოთიკასაა და ფანტასტიკას, რომანტიკოსთა ნატიფ პოეზიას.

c87be300aa04

ფართო პუბლიკამ მწერალ ედგარ ალლან პოზე „ოქროს ხოჭოს“ შემდეგ დაიწყო საუბარი, ორი წლის შემდეგ კი მისმა უკვდავმმა ლექსმა, „ყორანი“, მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. პო პოეზიაშიც ვირტუოზი, სრულყოფილი მექანიკოსი და მათემატიკოსი იყო.ამასთან პო საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას პოეზიის და ზოგადად ლიტერატურის ეთიკურ მნიშვნელობას – თითქოს ის მისთვის არც არასდროს არსებობდა.
„მას საერთოდ არ ესმოდა რა არის მორალი“ – ასე წერდნენ მასზე მისი თანამედროვეები და მეგობრები. ალბათ იმიტომ, რომ მას არ ეშინოდა სიკვდილისა და ტანჯვის. სულის გადარჩენის იმედი მას უკვე აღარ ჰქონდა და თვლიდა, რომ სამუდამო ტანჯვისთვის იყო განწირული.
იქნებ მას უბრალოდ ესმოდა, რომ სამყაროს ესთეტიკურის გარდა სხვა განმარტება, ცხოვრებას კი არანაირი გამართლება არ ჰქონდა.

თავი 7: უკანასკნელი მცდელობა

ვირჯინია სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა, პოს მისი გადარჩენის ყველა იმედი გადაეწურა. ამ ფაქტს პომ თავისი ცნობილი ლექსი, „ანაბელ ლი“ მიუძღვნა („…ანგელოზთ ბევრად უბედურთ ცაში შევშურდით აქ მე და ის…“).
შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი წერილი, რომელიც პომ ვირჯინიას მისწერა: „ალბათ ყველანაირი იმედი დაკარგული მექნებოდა შენზე რომ არ ვფიქრობდე საყვარელო მეუღლევ…შენ ჩემი ერთადერთი და მთავარი სტიმული ხარ ამ ბოროტი, გაუსაძლისი და ამაო ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლაში…“
…შემდეგ სტიმული გაქრა – ვირჯინია 25 წლის ასაკში 1847 წელს გარდაიცვალა.
პოს ცხოვრება კი გრძელდებოდა. ორი წლის შემდეგ ის მშობლიურ რიჩმონდში აღმოჩნდა, მოინახულა ძველი ნაცნობ-მეგობრები და მათ გარემოცვაში საკმაოდ მშვიდად გაატარა იმ წლის ზაფხული. ის მეორედ დაინიშნა კიდეც ელმირა როისტერზე, იმ დროისათის უკვე შელდონის ქვრივზე. წარსულში, 16 წლის ასაკში მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, თუმცა ელმირას მამამ ის ნაჩქარევად სხვაზე გაათხოვა.
1849 წლის 27 სექტემბერს მომავალი ქორწინებით დამშვიდებული პო გემით რიჩმონდიდან ბალტიმორში გაემგზავრა. ბალტიმორიდან ის მატარებლით ფილადელფიაში აპირებდა ჩასვლას, თუმცა… თუმცა გემის ჩასვლასა და მატარებლის მოსვლას შორის რამდენიმე საათიანი სხვაობა იყო. სწორედ ამ რამდენიმე საათმა გადაწყვიტა პოეტის ბედიც.
ოქტომბრის დასაწყისში, ვინმე ბალტიმორელ ექიმს, რომელიც იცნობდა პოს, აცნობეს, რომ საკმაოდ ცუდად ჩაცმული „ჯენტლმენი“ მას დახმარებას სთხოვდა. პო ბალტიმორის ერთერთ მდაბიო ტრაქტირში შეურაცხად მდგომარეობაში იპოვეს. მას ჰალუცინაციები აწუხებდა და ხშირად ბოდავდა.

26b997cec1c1

…პოს ყველაზე მეტად აწუხებდა შიში ნაადრევად და ცოცხლად დამარხვისა, თუმცა ის უკვე სიცოცხლეშივე აღმოჩნდა ჯოჯოხეთში – 5 დღე, რომელიც მან ბალტიმორის საავადმყოფოში, სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა ყველაზე საშინელი ჰალუცინაციებისა და მოჩვენებების გარემოცვაში სწორედ ის ჯოჯოხეთი იყო.
5 დღის განმავლობაში პო მხოლოდ ერთხელ მოვიდა აზრზე. ექიმი იხმო თავისთან და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა გადარჩენის შანსი. ექიმმა უპასუხა, რომ შანსი ამისა არ იყო. პო შეაწყვეტინა ექიმს საუბარი: „მე სულ სხვა რამ მაქვს მხედველობაში: ააქვს თუ არა იმედი ჩემნაირ არარაობას?“
პო 1949 წლის 7 ოქტომბერს ღამის 3 საათზე გარდაიცვალა…
ნეტავ სად არის ახლა პოეტის სული?..

წყარო: www.lilubeso.blogspot.com

d1ea3ad154a0

Back to top button