ახალი ამბებიგამოგონება

შვეიცარიაში შექმნეს სუპერკომპიუტერი, რომელიც წყლით გრილდება


კორპორაციამ IBM უჩვეულო კომპიუტერი შექმნა. შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში დამზადებული Aquasa-ს უჩვეულობა მისი გაგრილების სისტემაა, რომელიც თბილ წყალზე მუშაობს.

IBM-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წყლის გამაგრილებელი სისტემის მქონე სუპერკომპიუტერი იშვიათი მოვლენაა, თუმცა სუპერკომპიუტერი თბილ წყალზე – ეს უმაღლეს ტექნოლოგიებში მართლაც უახლესი სიტყვაა.

შვეიცარიის ინსტიტუტში ამბობენ, რომ Aquasa გაგრილების უნიკალური სისტემის წყალობით, ჩვეულებრივზე 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამასთან, სუპერკომპიუტერი 85%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.

“წყალი გაცილებით უკეთესი თბოგამტარია, ვიდრე ჰაერი”, – მარტივად განმარტა ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა IBM-ის ერთ-ერთმა ინჟინერმა.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close