გასართობიზღაპრებისაკითხავი

უილიამ შექსპირი – სონეტები (ნაწ.4)

ვხედავ ძალიან არ დაგაინტერესათ მაგრამ დაწყებულს დავამთავრებ მაინც …


71
არ დამიტირო, ამ ქვეყნიდან თუკი წავედი,
თუკი ამცნობენ დედამიწას გლოვის ზარბი,
რომ სამყოფელად ავირჩიე ბნელი შავეთი
და მივატოვე სააქაო შესაზარები.
და თუკი მერე გადიკითხავ შენ ამ სტრიქონებს,
პოეტის ბედზე არ დაღვარო ცრემლი მდუღარე,
მე მირჩევნია, ნურასოდეს ნუ მომიგონებ,
თუ ჩემზე ფიქრი აგატირებს და გამწუხარებს,
ო, მოიგონე ამ ტანჯული ლექსის მუდარა,
იქნებ მე მაშინ იკვ ნაცრად ვიყო ქცეული,
როცა ჩემს სხეულს გადაფარავს ღამის სუდარა,
შენს სიყვარულსაც მიაყარე მიწა წყეული.
თორემ ნაღველი შენს სახეზე ღარებს გააჩენს
და მაგ ტრფობისთვის გამოგიტანს ხალხი განაჩენს.

72
რომ არ მოგიხდეს ქვეყანაზე თავის მართლება:
რატომ გიყვარდი, ტრფობის ღირსი ჩემში რა იყო,
შენ ნუ მიგლოვებ, დამიტირონ კუბოს სანთლებმა,
შენი ჩემდამი სიყვარული მიწამ წაიღოს.
რადგან ღირსებებს მოკლებულა ჩემი არსება,
ჩემს ქებას მხოლოდ ტყუილით თუ გაიადვილებ,
მხოლოდ სიცრუე თუ შეიძლებს ჩემს დაფასებას,
თორემ სიმართლე ძუნწად ეტყვის ხალხს სინამდვილეს.
და თუ იფიქრებ, რომ ტყუილით სიყვარულს იცავ,
სიმართლეს აღარ გათქმევინებს შენი ნაღვლი,
სხეულთან ერთად ჩემი ხსოვნაც მიეცი მიწას,
რომ ასე ურცხვად არ შებღალოს შენი საახელი.
არარა ვიყავ და გამკიცხავს ყველა თაობა,
შენც გაგკიცხავენ, რომ გიყვარდა არარაობა.

73
შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ:
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მოუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ,
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისისვე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ, – სააქაოს თითქმის არღა ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად

74
როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრამ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.
ვიცი,ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა,
რადგან შენშია ჩემი ლექსი – ჩემი ქონბა,
მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა,
სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად,
შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია – ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისიმოგონება არც გეკადრება.
სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,
მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.

75
სულის მალამოდ გადამექცა შენი ზმანება,
როგორც ბუნებას გაზაფხულის წვიმა შხაპუნა,
მე შენთვის თავი შესარისხად არ მენენება,
მე ის ძუნწი ვარ, ქონებამ რომ დააძაბუნა.
ხან მემეტება ჩემი განძი გამოსაჩენად,
ხან ვშიშობ, – მძარცველ დროისგან ვერვინ დამიცავს,
ხან მინდა შენთან, საგანძურო, მარტო დარჩენა,
ხან მინდა შენით თვალი მოვჭრა მთელს დედამიწას.
ხან შენი ცქერით სული სავსე ზღვას ედარება,
ხან კი მონატრულს უშენობა ცცხლად მედება
და მე არა მსურს ქვეყანაზე სხვა ნეტარება,
გარდა იმისა, რაიც ჩემთვის გაგემეტება.
ხან მეზმანები, ხან გულგრილად თვალსაც გარიდებ,
ხან ღატაკი ვარ, ხან ვერ ვითვლი თვალ – მარგალიტებს.

76
დღეს ჩემმა ლექსმა განახლება რად არ ინება
რად ვერ ვახერხბ მოულოდნელ შმობრუნბას?
მხარი მც რატომ ვერ ავუბი ახალ დინებას,
რად ვრ ვისესხე უცხოური ლექსის ბუნება?
რატომ ვუმღერი დღენიადაგ მხოლოდ ერთ სახელს,
ჩემს შთაგონბას ძვლმანები რად ვერ გავხადე?
ალბათ ჩემს სახელს ყვლა ჩემი სტრიქონი ამხელს
და ყველას ამცნობს რომ შენა ხარ ჩემი სახატე.
შენ და ტრფიალი გადამექეცით მუდმივ განცდებაად,
შენზედ ნათქვამი ძველი სიტყვა არ იფიტება,
განმორბით ძვლი განცდა თურმ არ ცვდება.
მზეც ბებერია, მაგრამ მიწას მუდამ დაჰხარის,
ჩემი ტრფიალიც ძვლია და მუდამ ახალი.

77
სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს,
დაკარგულ წუთბს – საათების ქორონიკონი,
მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს,
ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი.
სარკეში იგრძნობ, რომ ღარები სახეს ფარავენ
და სილამაზეც სასაფლაოს მიებარება.
ისარი გეტყვის, რომ საათში დრო შემპარავი,
მარადისობის ქვეყანაში მიიპარება.
კარგო, ვის ძალუძს ყოვლივეს დამახსოვრება?
მეხსიერებას ეფინება შავი ჩრდილები,
ქაღალდის ფურცელს თუ გაანდე შენი შვილები.
გადაგეშლება წარსულ დღთა სარკე მთლიანი,
და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი.

78
ემი კალამი რადგან მუდამ ქებით გმოსავდა,
ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ,
შენს დიდებაში ამყვა გუნდი სხვა კალმოსანთა,
ფიანდაზობა შენი ვისაც სურდა ესოდენ.
მუნჯიც ამღერდა და არ უწყის, მის თავს რა ხდება,
ფრენენ ბრიყვებიც შენი ეშხის გადამკიდენი,
მაგ სილამაზით ფრთაშესხმული სიბრძნეც ლაღდება,
და მშვენდებიან ხელოვნების ცათა კიდენი.
მაგრამ ჩემსავით ვინ დახატა შენი სახება?
რამ მოგაწონოს სხვის სიტყვა ჩემთან შენაყარს?
სხვა თუ ახერხბს შენით ლექსის მოვარაყებას,
ჩემი სტრიქონი, შენსმიერი, თავად შენა ხარ!
შენ თუ მირწმუნებ, გზიდან ყვლა ჩამომეცლბა
და შენც უმაღლეს სიბრძნედ აქცევ ჩემს უმეცრებას!

79
წინათ ჩემს გარდა სხვა არავინ გთხოვდა წყალობას
და მხოლოდ ჩემს ლექსს ანათებდა მზე სხივოსანი,
დღეს სნეულ რითმას აღარ ძალუძს შენზე გალობა,
შენს დიდებაში შემეცილა უცხო მგოსანი.
მჯერა, რომ მართლაც იმსახურებ მაღალ სტრიქონებს,
მაგრამ, ძვირფასო, მინდა მაინც კარგად იცოდე,
რომ შენს სახოტბოდ ახალს სხვაც ვერ გამოიგონებს,
მოვა, გაგქურდავს და ნაქურდალს გამოგიწოდებს.
ლექსით თუ გაქო, ეგ არ არის დამსახურება,
სიკეთე შენი ხომ ისედაც იქცა არაკად,
ლექსმა კი არა, სილამაზე მოგცა ბუნებამ,
რა მადლი გიქო, რაიც გულში უხვად არა გაქვს.
შენც მადლობელი ნუ იქნები მისი ლექსების,
რადგან მის სიტყვას ეშხი შენგან აქვს ნასესხები.

80
შენზე წერის დროს მე ყოველთვის შიში მერევა,
რადგანაც, ვიცი, ჩემზე დიდი სული გიგალობს,
აღტაცებული სახელს გიმკობს ნაირფერებად,
რომ შენს საქებრად ჩემმა ლექსმა ვერ იგრიგალოს.
თუ შენი სულის ოკეანე ხომალდსაც იტევს,
ჩემი პატარა ნაავით როგორ დაიტვირთები,
თუკი მეტოქე სიმღერებით დღედაღამ გიტევს,
ჩემს თავხედ ლექსსაც გაუძლებენ შენი ზვირთები,
ვიცი, გადვიტაან სტიქიონის ყველა ქარტეხილს,
თუკი, ძვირფასო, ოდნავ მაინც წამეშვლელები,
ანდა გამრიყავს შენი ტალღა, ანძაგატეხილს,
ის ხომალდი კი, ნაპირს გავა თავის მშვენებით.
და თუ მეტოქეს შენი ზვირთი არსად ჩასძინავს,
ვიტყვი, რომ თურმე დასაღუპად ტრფობამ გამწირა.

81
გინდ შენ მოესწრო ჩემი ცხედრის გამოსვენებას,
გინდ მე მომიხდეს შენს საფლავზე გლოვა-გოდება,
მაინც არასდროს არ მოკვდება შენი ხსენება,
ჩემი სული კი აღარავის მოაგონდება.
შენ თვით სიკვდილი უკვდავებას დაგადგამს დაფნად,
მე კი მოვკვდები და არავინ აღაარ მინატრებს,
მე ეს ცხოვრება მომიზომავს უბრალო საფლავს,
შენ ხალხის გულში საუკუნოდ დაიბინადრებ.
მე შენ ძეგლს გიდგამ ჩემი ლექსის უკვდავი სიტყვით
და როს მე და შენ ამა ქვეყნად აღარ ვიქნებით
შენს სადიდებელს მომავალი თააობაც იტყვის,
გადაეცემა შთამომავალს შენი ფიქრები.
რადგან შენს პოეტს უკვდავების ლექსები უთქვამს,
ყველა სულდგმულის ბაგეებზე დარჩები სუნთქვად.

82
შენ ჩემს მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი,
სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება,
მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი,
როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარსს ეძალება.
გონიერებაც მოუცია შენთვის განგებას
და შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება,
ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა,
რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.
მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება,
ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მaშინებს,
მალე მიხვდები ამ უბრალო ლექსის დიდებას
და ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.
მჯერა სიყალბის მოყვარულად შენ რომ არ ივლი,
რადგან მაგ ღაწვებს არ სჭირდება ფერუმარილი.

83
რადგან ხოტბა მაგ სიტურფეს არა სჭირდება,
ნაზი ლექსებით არ მიქია შენი არსება;
ვიცი, იმდენად ლამაზიაა შენი დიდება,
რომ არ სჭირდება პოეტების შელამაზება.
შენი სიტურფე მომეფინა გულზე მალამოდ
და მის საქებრად უძლურია ლექსის ღაღადი,
მაგ მშვენებისთვის დღევანდელი მოცვდა ყალამი:
ვინ გადმოხატოს შენი სახე – ღმერთის ნახატი?!
შენ ეს სიჩუმე თურმე ცოდვად გაქვს მიჩნეული,
მე კი ცოდვების გამართლება იმ ცოდვით მინდა,
რომ შენს დიდებას არ ვაკადრე ლექსი სნეული
და სიმახინჯეს ავაშორე მშვენება წმინდა
შენი უბრალო გამოხედვა უფრო მეტია,
ვიდრე ის ქება, პოეტებს რომ გაუბედიათ.

84
შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს,
თუკი იტყვის, რომ „შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ“
ამ ამაღლებეულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს,
რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.
თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს,
მისი კალამი უსუსრი არც ღირს შენახვად.
შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს,
თუკი იტყვის, რომ: „შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხაარ“!
საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება,
არ დაგაკნინოს შენ, ბუნების დიდო გვირგვინო!
მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება,
მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგვირგვინოს.
და მე მაკვირვეს ქებისადმი შენი განწყობა,
შენი ქება ხომ არისს შენივ შეურაცხოფა!

85
დადუმებული ჩემი მუზა ვერ გესალმება,
სხვევი კი, ამ დროს, შენი ქებით გალაღებულან,
გადაქცეულან მელექსენი ოქროს კალმებად,
ხან ძველებურად გიმღეროიან, ხან ახლებურად.
მე მუნჯადა ვარ, ულექსობას ვითმენ და ვითმენ,
სხვები კი სწერენ ჩინებულად ლექსებს მაცდურებს,
მეც მათ ჰიმნებზე „ამინს“ ვამბობ, ვით მედავითნე
და შენს საქებრად ნათქვამ სიტყვას სხვას ვუდასტურებ.
სხვა როს გადიდებს, მე ყოველთვის მას ვეთანხმები,
თუნდ მეცოტაოს მისი სიტყვ ხოტბად დანთქმული,
მე გულში გაქებ, უხილავი შენი თანმხლები,
რამეთუ შენ ხარ ჩემი ლექსი, ჩემგან ართქმული.
რადგან სიტყვისთვის მეხოტბეებს წყალობ აქამდე,
მეც შემიწყალე, თუ უსიტყვოდ აზრი გაგანდე!

86
როს ტყვედ მიყვები მისი ლექსის გაშლილ იალქნებს,
როცა მის სიტყვას მონუსხული გულში იკონებ,
შიშით ვიბნევი და ფიქრსაც ვატან ნიავქარს,
კვირტშივე დამჭკნარს ვმარხავ ჩემი ლექსის სტრიქონებს.
ჯადოქრებისგან თუ ისწავლა შემოქმედება,,
თორემ მოკვდავის ნამღერს არ ჰგავს მისი გალობა,
ვფიქრობ და სულებს უსამართლო ბრალად ედება
ჩემი შიში და ჩემი ლექსის უგზოკვალობა.
ჩემს მეტოქეს და მის ჯადოქრებს ნუ ეგონება,
რომ ნაღამური პოეზიით ცრემლი მედინა,
მე შიშმა როდი ამირია ჭკუა-გონება,
სიმღერა ჩემი სხვა მიზეზმა გამაწყვეტინა.
მან თავის ლექსში მოგცა ბინა. მუნჯად მიტომ ვარ,
რომ სადიდებლად შენი ჩრდილიც არ დამიტოვა.

87
ემშვიდობები, საგანძურო, მივხვდი, ვინა ხარ,
მე შენი ფასი მეშლებოდა თურმე ხანდახან,
ახლა კი ვიცი, მაგ საუნჯეს ვერ შევინახავ
და შენს სიყვარულს უნდა ავხსნა ჩემი ყადაღა.
შენს მიჯნურობას საჩუქრად თუ ვეღირსებოდი,
თორემ არარას ვინ მომცემდა განძის სამყაროს,
ნება ხომ მომეც, შენს სიყვარულს შევხიზნებოდი,
მაგრამ მე მინდა თავს უფლება თვითონ ავყარო.
განძს რომ მჩუქნიდი, მისი ფასი შენ არ იცოდი,
ან ჩემი ფასი შეგეშალა ტრფობით დაქანცულს,
შენი საუნჯით ვნეტარებდი, შენით ვიწვოდი,
მაგრამ უკანვე დაგიბრუნებ ქვეყნის საგანძურს.
ტრფობის სიზმარში მე გვირგვინი მედგა მეფისა,
შენც და სამეფოც დამეკატგეთ გაღვიძებისას.

88
როდესაც შენი სიყვარული ისე ჩაცხრება,
რომ შეიძულებ, რაც გიყვარდა ჩემში ამდენხანს,
მეც მოგემხრობი ჩემივ თავის დასამარცხებლად
და არ გავამხელ, რაც იკადრე ფიცის გამტეხმა.
არავინ უწყის ჩემზე უკეთ ჩემი ცოდვები
და თუ საქვეყნოდ ვაღიარე, რასაც ვმალავდი,
მიტოვებული აღარავის შევეცოდები
და შენც ღირსებად ჩაგეთვლება ჩემი ღალატი.
შენი მოგება როდი ნიშნავს ჩემთვის წაგებას,
მე ხომ დღედაღამ შენს სახელზე ვლოცულობ სანთლით
და თუ დიდებას მოგანიჭებს ჩემი ძაგება,
მე შენს დიდებას ჩემს საკუთარ დიდებად ჩავთვლი.
ჩვენი ტრფიალი საუკუნოდ კვლავ მეწამება
და ნეტარებას მომანიჭებს შენთვის წამება.

89
რადგან დამტოვე, სთქვი, ჰქონდა – თქო დანაშაული
და მეც ვიცრუებ, რომ დავკარგე ტრფობის უნარი,
სთქვი, კოჭლია – თქო და კოჭლობით ქუჩას ჩავუვლი,
რომ ყველასათვის დარჩეს მარად გაუმტყუნარი,
ძვირფასო, შენი ორგულობის გასამართლებლად
მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის,
გაგეცლები და ტრფობასაც გულში დასმარდება,
სატრფო კი არა, არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც;
არ წამოსცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,
გადვიკარგები და სიცოცხლეს შხამით ამივსებ,
ვეღარასოდე ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი,
შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.
ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება:-
ვინც შენ შეგძულდა, ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება.

90
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე,
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი,
უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტივეს,
თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე,
არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი,
ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ,
ახლავ მომიზღვე შხამი ჩემი დასატანჯავი.
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო,
რომ ვერ მოვასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება,
დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო,
დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ.
შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება
და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება.

91
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.
ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია.
ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,
მე კი, ამქვეყნად, სიხარულის სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განწირვით,
წევრით გართული მონადირეც შემეცოდება
და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.
მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო.
გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო.

92
რაგინდ ეცადო, ჩემგან თავს ვერ გაინაპირებ,
ვერ შეგელევი, ალბათ, სულის ამოხდომამდე,
რადგან სიცოცხლეს უტრფიალოდ მე არ ვაპირებ,
საფრთხე არ ელის იმ სიყვარულს შენ რომ მომანდე.
დიდი მზაკვრობის გამოჩენა არა გვჭირდება,
რამეთუ შენგან მცირე წყენაც მომკლავს მაშინვე,
მკვდარი სული კი, ვიცი, ვეღარ დადუხჭირდება
და უკვე შენი თავნებობაც ვერ შემაშინებს.
რადგან შენს ღალატს მე უჟამო სიკვდილს ვადარებ,
შენი ღალატით ვეღარ ვიგრძნობ ნაღველს სრულებით,
ბედად მივიჩნევ, თუ სიცოცხლე ტრფობით ვატარე
და თუ იმავე სიყვარულით აღვესრულები.
ვნუგეშობ, თითქოს ასეთ ყისმათს ღაღადი შველის,
მაგრამ, ვაითუ, ვერც შევიტყო ღალატი შენი.

93
სამარადისო დავიჯერებ შენს ერთგულებას,
მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან,
მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება,
თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან,
მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ,
შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია,
მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება:
შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად,
ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ,
თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება,
ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.

94
ვისაც ძალა აქვს ავი იქმბას, მაგრამ ავს არ იქმნს,
ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ,
სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი
და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს,
მისია მიწის საგანძური დამარჯნებული,
სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე,
ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი.
თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს,
მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი,
ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული,
დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.

95
თუმც ალამაზებ შენს ცოდვიან ზნეს და ქმედებას,
თუმცა მშვენებაც გარეგნულად გრჩება უცვლელი,
ცოდვა ყოველი სამარცხვინო ლაქად გედება,
რადგანაც ჭიას ვერ გაუძლებს ვარდის ფურცელი.
შენს გასაჭორად ზოგჯერ თავს რომ გამოიდებენ,
შენვე მაქებრად გარდიქცევა შენი მძახველი,
და უნებურად ყველა მღერის შენს სადიდებელს,
ვინმემ შემთხვევით თუ ახსენა შენი სახელი.
და დაებადა სილამაზეს ცოდვის ტარება,
სასახლედ შენ რომ აგირჩია მანკიერებამ,
მაგრამ ვერავინ იგრძნო შენი გადაგვარება,
რადგან მშვენების შემხედვარეთ ბანგი ერევა.
არ გათამამნე, გიჯობს ჩემთვის ყურის დაგდება:
უდერობით უბასრესი ხმალიც ბლაგვდება.

96
ზოგიერთები სიყმაწვილეს გითვლიან ცოდვად,
სხვებმა კი მთელი შენი ყოფა ცოდვად დასახეს,
და ბოლოს მაინც შენდა ქებად იწყებენ ბოდვას,
რადგან, მაცდურო, ღირსებებად ცოდვებს ასაღებ.
დედოფლის თითზე რიყის კენჭიც ალმასად ბრწყინავს,
ცოდვები ლაქად შენც ვერასდროს ვერ მოგედება,
ცოდვას დღევანდელს, ანდა ურცხვად ჩადენილს წინათ,
ბოლოს ხომ მაინც დაერქმევა ქველმოქმედება.
ო, რამდენ ბატკანს შეიწირავს ცბიერი მგელი,
სხეული მისი ბატკნის ქურქში თუ გაიმართა,
ცხოვრების გზაზე შენც რამდენნი ზვარაკი გელის,
შენი მშვენების ჯადოქრობას თუკი მიმართავ.
ეცადე, თავი შეიკავო ამდენ ავიდან,
რადგან, ძვირფასო, შენს დაცემას მე ვერ ავიტან.

97
ო, მაშინ თითქოს სუსხიანი იდგა ზამთარი,
რადგან უშენოდ ზამთარსა ჰგავდა ჩემი ცხოვრება,
ყველგან სიცივე, სიბნელე და ყველგან ავდარი,
ყველგან დეკემბრის სიშიშვლე და გამათხოვრება.
ეს იყო მაშინ, როცა დაჭკნა ტურფა ზაფხული,
და შემოდგომას დახუნძლული ხეთა რტოებით
დაჰქონდა ტვირთი, გაზაფხულის მზით ჩასახული,
ვით ქვრივის საშოს ტვირთი ქმრისგან დანატოვები.
იდგა ეს უხვი მოსავალი, მაგრამ ბუნება
დაობლებეული იყო თითქოს და გაქურდული,
შენ თუ არა ხარ, გაზაფხულის მზეც იბურება,
შენ თუ არა ხარ, აღარ ისმის ფრინველთ ჟღურტული.
ან თუ მოისმის, სიმღერა ჰგავს სევდას და წუხილს
და თრთიან, ზამთრის სიახლოვით, ფოთლები რუხი.

98
უშენოდ ვიყავ, როს გვესტუმრა ცით გაზააფხული,
როცა აპრილმა მოიხურა სიჭრელე ფერთა,
ამღერდა მიწა, ზამთრის სუსხით გადაზაფრული.
მძიმე კრონოსიც ათამაშდა აპრილთან ერთად.
სურნელში თვლემდნენ ყვავილები გადაბურული,
არ მიზიდავდა მათ საკრეფად ხატულა ფარჩა,
თუმცა ჩიტებიც აყრუებდნენ მიწას ჟღურტულით,
საგაზაფხულო სტრიქონები უთქმელი დამრჩა.
აღარ მხიბლავდა სილამაზე თეთრ ზამბახების,
ლექსით ვერ ვაქე მეწამული ვარდის თასები,
მე უშენობას ვერ მივსებდნენ მწვანე ბაღები
და ყვავილები შენი შუქით ნალამაზები:
ჩემთვის ზამთარი იდგა მაინც სუსხით და სევდით,
და ვით შენს აჩრდილს, მე გაზაფხულს მინდვერბში ვსდევდი.

99
დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
იამ სურნელად ჩემი აატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკვლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიაან სურნელებად დამდნარს, იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწით ლევს.
სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.

100
სადა ხარ, მუზავ, ამდენი ხნით რამ დაგამუნჯა,
რატომ დასტოვე უმღერალი შენი სახატე?!
ვაი თუ, ნამდვილ ტრფიალებას იგდებ აბუჩად,
და ვინმე უღირსს გატაცებით შენც შეჰღაღადებ!
დაბრუნდი მუზავ, ცოდვიანი თავი დახარე,
ხოტბა შეასხი შენი სატრფოს ქალურ ქალობას,
მას უგალობე შენი ნიჭის ნერგს ვინც ახარებს,
მას უგალობე, ვისაც ესმის შენი გალობა!
მაშინ აღსდექი, როს სანატრელ სახეს დახედავ!
და იმ სახეზე ნაოჭები მოგეჩვენება!
დროის სახნისმა მის ღაწვებზე თუ ითავხედა,
მრისხანე ლექსით მიუსაჯე დროს შეჩვენება!
სატრფოს დიდებას ღირსეულად თუკი გალექსავ,
დროს მოდრეკილი, თავის დაშნას ვეღარ გალესავს!

მოგვიანებით დავამატებ დარჩენილ 54 სონეტს და ამით მორჩება საგა …

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close