არქივი

SMS-გზავნილების მოყვარულები ახალი დაავადებით – ”ტესქტოფრენიით” ავადდებიან

d7fc7d6ba03e
თანამედროვე ახალგაზრდა თაობას ახალი ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება, რისი მიზეზიც მობილური ტელეფონია. როგორც მეცნიერები ამბობენ, მოზარდებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მესიჯს აგზავნიან, საავადმყოფოში მოხვედრის დიდი შანსი აქვთ.

ავსტრალიელი მკვლევარების განცხადებით, SMS-ის მოყვარულებს შესაძლოა შიშები, არასრულფასოვნების კომპლექსი და მაჯის გვირაბის სინდრომი განუვითარდეთ.

ახალ დაავადებებს საკმაოდ ექსტრავაგანტური სახელწოდებები აქვს. მაგალითად “ტექსტოფრენია”, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია, რომ შეტყობინება მოვიდა. ამ დროს პაციენტი ვიბრაციას გრძნობს ან სიგნალი ჩაესმის.

ახალი დაავადებაა “ტექსტოდაუკმაყოფილებლობაც” – პაციენტს შფოთვა მაშინ ეწყება, როცა SMS-ის გაგზავნას, ან მიღებას ვერ ახერხებს.

მოზარდები, რომლებიც დაავადებულნი არიან “პოსტტრავმული ტექსტური აშლილობით”, ქუჩაში სიარულის დროსაც კი გართულნი არიან შეტყობინების ტექსტის წერით და სრულიად ვერ აღიქვამენ რეალობას, ეჯახებიან გამვლელებს.

უკანასკნელი მონაცემებით, მოზარდთა მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში 89%-ით გაიზარდა. ერთ-ერთმა მოზარდმა აღიარა, რომ დღეში საშუალოდ 450 SMS-ს გზავნის.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button