კულტურა

აღმოჩენილია უძველესი ვეშაპის თავის ქალა

539dc687d3d2

პალეონტოლოგისტების საერთაშორისო ჯგუფმა, პერუს სამხრეთით, აღმოაჩინა კაშალოტის სამმეტრიანი თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენს 12–13 მლნ წელს.

ახალმა სახეობამ მიიღო სახელწოდება Leviathan melvillei, «მობი დიკის» ავტორის, ჰერმან მელვილის (Herman Melville) საპატივცემლოდ.

უძველესი კაშალოტის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 13,5–17,5 მეტრს, რომელიც შეესაბამება მამრობით სქესის დღემდე მოღწეულ Physeter macrocephalus–ის ოჯახის წარმომადგენელს. ძუძუმწოვარს ჰქონდა ძალიან დიდი კბილები — დიამეტრი 12 და სიგრძე 36 სმ (P. macrocephalus–ის კბილების უდიდესი ნიმუში დაახლოებით 10 სმ–ზე მოკლეა), რომელიც განლაგებულია ყბის ორივე მხარეს. ეს განასხვავებს L. melvillei–ის თანამედროვე კაშალოტებისგან, რომლებსაც ზედა ყბის კბილების ფუნქციონირება დაკარგული აქვთ; ალბათ «ლევიაფანი» არ იყო ნაკლებად საშიში, ვიდრე მკვლელი ვეშაპი Orcinus orca.

«ასეთ კაშალოტს თავისუფლად შეეძლო “ულვაშა ვეშაპებზე” ნადირობა, რომლების მაშინ ძალიან ბევრი იყო, — აცხადებს კვლევის ერთ–ერთი მონაწილე ოლივე ლამბერი (Olivier Lambert) ბელგიის სამეფო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. — ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თავს ესხმოდა საშუალო ზომის ვეშაპებს რვიდან ცხრა მეტრამდე».

აღმოჩენილი თავის ქალის შესწავლით შეიძლება გაიცეს პასუხი იმ კითხვას, თუ რატომ აქვთ ვეშაპებს ასეთი არაპროპორციულად დიდი თავი. მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დიდი თავი ეხმარება ვეშაპს, საჭმლის საპოვნელად, ღრმად ჩაყვინთვაში, თუმცა ახალი მონაცემები ამ ჰიპოტეზას უარყოფს: “ულვაშა ვეშაპები”, რომლებზეც სავარაუდოდ ნადირობდა L. melvillei, ცხოვრობს წყლის ზედაპირზე.

«გარდა ამისა, თავიანთი დიდი თავებით შესაძლებელია ვეშაპები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, გამრავლების დროს, მდედრის “დასაპატრონებლად”», — აზრი გამოთქვა იუტის უნივერსიტეტის თანამშრომელმა დევიდ კერიერმა (David Carrier).

hi-tech.ge

a3c8c3d416fd

94a6fcd25f33

a3b0527f9b6b

d49a63ba9d4e

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button