უცნაური

ექტოპლაზმა

ed11f4fba88d

ექტოპლაზმა – ცოცხალის მსგავსი, მყარი ან აირული სუბსტანცია, რომელიც თითქოსდა გამოიყოფა მედიუმის სხეულიდან

ტერმინი “ექტოპლაზმა” მოიგონა ფრანგმა ფსიქოლოგმა შარლ რიშემ 1894 წელს, იმისათვის, რომ აეხსნა ევზაპი პალადინოს სხეულიდან გამოსული უცნაური მესამე ხელი, ან ფსევდოპოდი. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ექტოს” და “პლაზმა”, რომლებიც განსხეულებულ ნივთიერებას აღნიშნავს. მანამდე ექტოპლაზმის მსგავსი რამ სერ უილიამ კრუქსმაც ნახა დ. ც. ჰოუმის ირგვლივ. შემონახულია მედიუმ მადამ დ’ესნარანსის აღწერილობა, რომელიც იფარებოდა მანათობელი ქსელით, რომელიც შემდეგ ცოცხალ ორგანიზმად იქცეოდა ხოლმე. უფრო ადრე, მე–17 საუკუნეში, ფილოსოფოსმა ვონმა აღწერა სუბსტანცია, რომელსაც ის “საწყისს” ან “ვერცხლისწყალს” უწოდებდა, რაც სავარაუდოდ ექტოპლაზმა იყო.

ეს გამონაყოფები ხშირად თბილია, წონა აქვთ, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, ჩნდებიან მედიუმის სხეულიდან და მასშივე ქრებიან. მაგრამ ისინი შეიძლება ასევე იყვნენ ცივიც და წელვადებიც, ან ცომის მაგვარები შესახედავად. გამონაყოფი ჩვეულებისამებრ სხეულზე არსებული ნახვრეტებიდან ჩნდება. ყველაზე ხშირად, ყურებიდან, პირიდან და ცხვირიდან, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყოს თვალებიდან, ჭიპიდან,და ა.შ. ექტოპლაზმა ფორმის მიხედვით შეიძება იყოს ყველანაირი. ის მთლიანად ქრება სინათლეზე. ძირითადად ჩნდება წითელ შუქზე, ან სიბლელეში. თუ უცბათ სუქზე გავიტანთ, ექტოპლაზმა მაშინვე შიგნით შედის. ამავდროულად, სუბსტანციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მედიუმს ან გარშემომყოფბს. გამონაყოფები არიან მსუბუქები, ჰაეროვნები როგორც ბოლი, ან კიდევ წებოვნები და წელვადები. ისევე როგორც სხვა ფიზიკური გამოვლინებები, ექტოპლაზმაც უფრო ხშირად რწმენის ატმოსფეროში ვლინდება და არა სკეპტიციზმის.
ექტოპლაზმა თითქოსდა ჯერ უნდა გამოიყოს მედიუმის სხეულიდან და მხოლოდ ამოს შემდეგ ხდება მისი მატერიალიზაცია. გიუსტავ გელეიმ, რომელიც პარიზში მეთანფსიქიკის ინსტიტუსტს (Institute Metanpsychique) ხელმძღვანელობს, ექტოპლაზმა აღწერა, როგორც დეცენტრალიზებული ენერგია, რომელიც მყარ, თხევად, ან აირად მდგომარეობაში გვევლინება.

დეცენტრალიზაცია მოიხმარს დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ენერგიას, რაც ვლინდება კაკუნში, ფოსფორეცირებაში, ტელეკინეზში და ექტოპლაზმის გამოყოფაში.

უილიამ ჯ. კროუფორდი, ბალფასტის სამეფო უნივერსიტეტიდან ექტოპლაზმას თვლის ყველა ფსიქიკური მოვლენის საფუძვლად, რომელიც კონსისტენციას აძლევს ყველა ფსიქიკურ სტრუქტურას სეანსის დროს. ეს საშუალებას აძლევს მათ შევიდნენ კონტაქტში მატერიის ჩვეულებრივ ფორმებთან და წარმოქმნან ხელები და სახეები. კროუფორდმა ასევე აღმოაჩინა რომ ექტოპლაზმა “პირდაპირი ხმის” ფენომენის საფუძველს წარმოადგენს.

მამა რობერტ ჩეინიმ, რომელიც მედიუმიც იყო, ექტოპლაზმა აღწერა როგორც პროტოპლაზმის (ბოტანიკის წიგნი გადაიკითხეთ) სულიერი ორეული. ის თვლიდა, რომ მედიუმის ექტოპლაზმური სხეული არსებობს ფიზიკური სხეულის უჯრედთშორის სივრცეში და ვიბრირებს ფიზიკურ და სულიერ ფორმებს შორის. სულების მატერიალიზაციისათვის, მედიუმი გარეთ გამოისვრის ექტოპლაზმას და ასევე მაგნიტურად იზიდავს მას დაჰიპნოზებულების სხეულებიდან. ამ შემთხვევაში, სული იმოსება ამ ასტრალურ სუბსტანციაში და ისე გვევლინება. თუ ტრანსფორმაცია არასრულია, მედიუმი თვითონ იღებს სულის ფორმას. ასეთ პროცესს სახეცვლილება ეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ პალადინოს ფსევდოპოდები გაოცებას იწვევდნენ, ექტოპლაზმურ მანიფესტაციებში ნამდვილი სპეციალისტები მაინც მარტა ბერო (ცნობილი როგორც ევა ს) და მინა სტინსონ კრენდონი (ცნობილი როგორც მარჯერი) იყვნენ. კიდევ ერთი მედიუმი, რომელიც ექტოპლაზმას გამოყოფდა, იყო კეტლინ გოლაიერი.

ექსპერიმენტებში, რომლებიც მე–20 საუკუნის დასაწყისში ტარდებოდა ბეროს კოლეგის _ ჟულიეტ ბესონის, და შემდეგ კი გერმანელი ექიმის ალბერტ ფონ შრენკ–ნოცინგომის თანდასწრებით, ბერო უშვებდა თეთრი ან რუხი ფერის ამორფულ მასებს. მას გულდასმით ათვალიერებდნენ ყოველი სეანსის დაწყების წინ. ამ დროს მას მხოლოდ საცვლები და შარვალი ეცვა ხოლმე.

შრენკ–ნოცინგმა ბეროს ექტოპლაზმა აღწერა, როგორც წებოვანი ლოლოები, რომლებიც მისი პირიდან, ყურებიდან, თვალებიდან, პირიდან და ცხვირიდან გადმოდიოდნენ ნიკაპზე და მკერდზე. თუ ახლოს თითს ან შუქს მიიტანდით, ექტოპლაზმა იკლაკნებოდა და სხეულში ქრებოდა და ამ დროს რვაფეხის საცეცებს წააგავდა. ექიმმა შეამჩნია, რომ ექტოპლაზმას ქსოვილში გავლა შეეძლო ისე რომ კვალს არ ტოვებდა. ფორმირების შემდეგ, სუბსტანცია გადაიქცეოდა სახეებად ან გამოსახულებად, რომლებიც ცოტათი პრეზიდენტ ვილსონს ან მთავრობის სხვა პოპულარულ წევრებს ან ისტორიულ პიროვნებებს ჰგავდა.

1917 წლიდან 1920 წლამდე კროუფორდი აკვირდებოდა გოლაიერის ოჯახს, განსაკუთრებით კი მათ ქალიშვილ კეტლინს. მკვლევარი დარწმუნებული იყო, რომ კეტლინს, ფსევდოპოდების გამოყენებით, ან იმით რასაც ის ფსიქიკურ სტრუქტურას ან ჯოხს ეძახდა, შეეძლო მაგიდების ტრიალი. კროუფორდის სამუშაოთი დაინტერესდა დოქროტი ლერუა კრენდონა, ქირურგი ბოსტონიდან, რომელმაც ექსპერიმენტების ჩატარება თავის ცოლთან _ მინასთან ერთად დაიწყო.

მინა კერდონის მედიუმური ნიჭი მალე გამოვლინდა ექტოპლაზმის გამოყოფიანად. ცნობილ სურათებზე ჩანს ექტოპლაზმის ბოჭკოები, რომლების ჭიპლარს გვანან და მისი ყურებიდან პირიდან და ცხვირიდან გამოდიან . სხვა გამონაყოფები გამოედინებოდა მისი საშოდან. ფსიქიკური მოვლენების მკვლევარმა ერიკ ჯ. დონგოლმა ივარაუდა, რომ კერდონი ექტოპლაზმას მალავდა საშოში და მას კუნთების დაძაბვის მეშვეობით გამოყოფდა. მაგრამ მარჯერიმ წარმოქმნა უხეშად ფორმირებული ხელი თავისი ჭიპიდან.

ექტოპლაზმის ანალიზებმა გამოიწვიეს ეჭვები. რამდენიმე კრიტიკოსმა განაცხადა, რომ სუბსტანცია ან დაღეჭილი ქაღალდი, მარლა, ან სხვა ქსოვილი იყო, ან საერთოდაც ცხოველების ქსოვილები… ბეროს ექტოპლაზმა ალბათ უფრო ქაღალდი იყო. ჰარვარდის ბიოლოგებმა კი აღმოაჩინეს, რომ კრენდონის ფსევდოპოდი იყო ცხოველის ფილტვი, რომელიც ისე იყო ამოჭრილი, რომ ხელს ჰგავდა.

მაგმა ჰარი ჰუდინიმ, რომელიც ცდილობდა აფერისტების გამოვლენას, ერთხელ შენიშნა, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ ღმერთი დაუშვებდა ესეთი ამაზრზენი სუბსტანციის გამოდინებას ადამიანის სხეულიდან.

მე–20 საუკუნეში ექტოპლაზმას დაწვრილებით სწავლობდნენ პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი სპეციალისტები. ცნობილია, რომ აფერისტი მედიუმები გამოყოფდნენ მუსლინის, საპნის, ჟელატინის და კვერცხის ცილის ნარევით გაკეთებულ ექტოპლაზმას. მეცნიერების ინტერესი ექტოპლაზმის მიმართ დაკავშირებულია ფიზიკური სპირიტიზმის პრაქტიკასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ თანამედროვე მედიუმს შეუძლია ექტოპლაზმის გამოყოფა.

წყარო : http://zorbeg.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button