ახალი ამბებისაკითხავი

აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი ქალაქი

არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თანამედროვე გვატემალას ტერიტორიაზე, ჯუნგლებში, მათ შეძლეს მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდი ქალაქის ნანგრვევების აღმოჩენა. ეს ქალაქი სულ ცოტა 2000 წლის უკან ჯერ კიდევ ყვაოდა.

წინასწარი მონაცემებით, ეს ქალაქი 10 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მისი მოსახლეობა კი 80-100 ათას ადამიანს შეადგენდა. ქალაქი კულტურული და რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს პირამიდების ნარჩენები. ასეთი რაოდენობის პირამიდები დღემდე არც ერთ ძველ ქალაქში არ ყოფილა. სავარაუდოდ, თითოეულ ამ პირამიდაზე გარკვეული ღვთაებისადმი მიძღვნილი რიტუალები სრულდებოდა.

არქეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ეს ქალაქი, შესაძლოა, მაიას ცივილიზაციის დედაქალაქი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. აქ მიმდინარე გათხრები, ალბათ, ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close