საკითხავისამხედრო

მოსადისა და სეირეტ მატკალის გახმაურებული ოპერაციები

ისრაელის თანამედროვე სპეცსამსახურებიდან რამდენიმეა ცნობილი.ესენია,მოსადი,ამანი,შინ ბეთი კვლევისა და დაგეგმარების ცენტრი და სეირეტ მატკალი.აქედან მოსადი და შინ ბეთი უშუალოდ ექვემდებარება პრემიერ მინისტრს,ხოლო დანარჩენი კი საგარეო და თავდეაცვის სამონისტროს.ეს ისრაელის უშიშროების სამსახურებს სულაც არ უშლის ხელს კოორდინირებულ მოქმედებაში თითოეული მათგანისთვის ზუსტად არის განსაზღვრული უფლება მოვალეობები,ხოლო უშიშროების მთლიანი სისტემის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით მათი ეფექტური მუშაობა გარანტირებულია.ბოლოს და ბოლოს რას წარმოადგენს ისრაელის სპეცსამსახურები?

მოსადი-ღვთის რისხვა.ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან სამი წლის შემდეგ,1950 წელს,ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა,დავიდ ბენგურიონმა მანამდე არსებულიიატაკქვეშა სადაზვერვო სამსახურის,ჰაგანის რეორგანიზაციით შექმნა ახალი სპეცსამსახური,დაზვერვისა და და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი მოსადი.

თითქმის ორმოცდაჩვიდმეტი წელია მოსადი მთელ მსოფლიოში უბადლო ჯაშუშთა რეპუტაციით სარგებლობს და ისრაელის გადარჩენისთვის ღიად აწარმოებს ომს.მიუხედავად ამისა,მოსადი ამოუცნობი რჩება მსოფლიოს წამყვანი სადაზვერვო სამსახურებისთვის,მათ შორის-როგორც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვოსა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურებისთვის.

მითები მოსადზე-ეს არის როგორც ბრწყინვალე გამარჯვებები,ისე მწარე მარცხი,როგორც თავგანწირვის,ისე ღალატის ფურცლები.
მოსადის აგენტები არ არიან მარტო ებრაელები.იგი თავის ქსელში ითვლის როგორგ პლანეტის ულამაზეს ქალებს,ასევე მომხიბვლელ და გონიერ მამაკაცებს.თითოეულ მათგანს მტრის ტერიტორიაზე დაუჯერებელი საგმმირო საქმეები ჩაუდენიათ,მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეცდომაც დაუშვიათ,რომელსაც ფართო მაშტაბიანი ომი გამოუწვევია.მაგრამ მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი ჯაშუშური ორგანიზაცია,რომელსაც ამგვარი გავლენა მოეხდინოს დაზვერვის ხელოვნების განვითრებაზე.

მოსადის აგენტები მეორე მსოფლიო ომის დროსნაცისტი დამნაშავეების მოძიებასა და ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.1972 წლის 5 სექტემბერს ტერორისტულმა ორგანიზაციმ შავი სექტემბერი,აღმოსაველეთი გერმანიის შტაბის დახმარებით მძევლად აიყვანეს ისრაელის ოლიმპიური გუნდის რამდენიმე სპორტსმენი.რამდენიმე საათის შემდეგ,მიუნხენის აეროპორტში 11 მძევალი მოკლეს.მსოფლიო საზოგადოება შეძრა ამ ფაქტმა.ისრაელს შური უნდა ეძია.პრესა წერდა,რომ ტერორისტების განადგურების ბრძანება უშუალოდ პრემიერ მინისტრმა გოლდა მეიერმა გასცა.მოგვიანებით,სპეცდანიშნულების ჯგუფმა ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში გაბნეული შავი სექტემბრის ტერორისტული ბუდეები სრულიად გაანადგურა,ხოლო ამ ორგანიზაციის რეზიდენტმა რომში,ვაელ ცვაიტერმა ბერეტას 12 ტყვია მიიღო.
P.S 1979 წელს მოსადის აგენტებმა ერთ-ერთი ფრანგული ფირმის სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყის მიერ დაკვეთილი ორი ატომური რეაქტორი.

იმედია მოგეწონათ :) .თუ გინდათ დავდებ ისრაელის სხვა ორგანიზაციების სპეცოპერაციების შესახებაც ინფორმაციებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close