არქივი

last word … ბოლო სიტყვა …

a 30c47683fc7f

ეს არის თემა , რომელიც დაწერა ჩემმა დაქალმა… მე ის ძალიან მომეწონა და მომინდა ,რომ ბევრისთვის მენახებინა… იმედი მაქვს მოგეწონებათ…

last word … ბოლო სიტყვა …

როცა მოვა მუზა, ვწერ…. ოცნებას კალმით ვხატავ და მერე ჩემივე ნაფიქრალით ვგიჟდები.სიტყვები არეულად მაწვება და არ ვიცი როგორ დავიწყო…
სიკვდილმა გააუფერულა გზები.თოვლი გააწითლა, წყალი გააშავა, ღიმილი აატირა… მან გადარეცხა გულიდან სითბო და ობოლი ბავშვივით მიატოვა უხმო იმედი…
ნუ ტირი, ის აღარასოდეს გაგახსენებს თავს…. არც იმაზე იფიქრო, რომ ვეღარასოდეს ნახავ, ის ხომ შენს გულშია… ნუ დაივიწყებ და არ დაკარგავ.სათუთად შეინახე გულში მისი სახე, სუნთქვა, ნატვრა, მზერა… ნუ გაუწყრები რომ მიგატოვა, მას არ უნდოდა…
ადამიანის გულის ტკენა ადვილია, მოლბობა რთული.თუკი ოდნავ მაინც გიყვარს, ეცადე მთელი გულით შეიყვარო და რაც მთავარია, შენი გრძნობის გამოხატვას მისცე ფართო გზა, მას ხომ შეიძლება ბოლოჯერ ხედავ.ნუ ენდობი ყველას… არ აყვე უაზრო ჭორებს და მედგრად იდექი გზათა გასაყარზე.თუკი ნიავი დაუბერავს , ზურგი შეაქციე და საპირისპირო მხარეს გაუყევი, იქ გზა აუცილებლად დაგხვდება და თუ ოდესმე ნაპრალს მიადექი უკან გამობრუნდი… უკან დასახევი გზა ყოველთვის არის… ნუ გაიხსენებ ყოველ ავსა და ავაზაკს, იბრძოლე არ შედრკე , სიკეთე ყოველთვის იმარკვებს… გჯეროდეს მზე მუდამ ამოვა…
ყოველთვის ეცადე გაუღიმო ცას… შუბლი არ შეიკრა, მაშინაც კი თუ რამე გტკივა. გახსოვდეს, რომ სადღაც შორს შენთვის ჩუმად ვიღაც ლოცულობს და გული გაგითბება, დამიჯერე.არასოდეს თქვა,რომ გტკივა, ტკივილს თავად ტკივილი იწვევს, მთავარია გაიღიმო…
ნუ დაიღლები ამის უფლება არავის ჰქონია.არ შეისვენო გზაზე, თორემ ბოლო წუთებში დაგენანება ის დრო , დასვენებისას რომ გალიე…
იტირე, თუ გეტირება, მხოლოდ ხმამაღლა, დაე ყველამ დაინახოს რა ლამაზი თვალები გაქვს, მაშინაც კი , როცა ცრემლით გაივსება…
გული არ დაიბერო … ცას შეხედე, მზეს გაუღიმე , წყალში არ გადახტე , თორემ გაშრობა გაგიჭირდება… ტკივილი არ მიაყენო საკუთარ თავს, განსაცდელში არ ჩააგდო “მე” თორემ ტკივილიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია.
ტირი?გული გაითბე და მზეს შეხედე, შენ რა უფლება გაქვს იტირო მაშინ როცა ცა ირიმის, გახსოვდეს, რომ იქ სორეულ დასალიერში შენი ანალოგი შენთვის ლექსებს წერს და ჩუმად გიმღერის…
ყოველთვის იცხოვრე უკანასკნელი დღის შიშით… ის ხომ აქვეა, ჩვენს წინ, უბრალოდ არ ვიცით როდის გამოიწევა ჩვენსკენ, შეიძლება დღეს ვართ , ხვალ კი აღარ,,, ამიტომ ეცადე არავინ დატოვო ნაწყენი.გულში არ ჩაიტოვო დარდები, თორემ დაგენანება, რომ ვერ მოასწარი თქმა იმ ყველაფრის, რაც გსურდა.
იცხოვრე მშვიდად და ამავდროულად გიჟურად, იცოდე, ეს შენი უკანასკნელი შანსია და ამის მერე აღარ გამეორდება ეს ყოველივე… იგრძენი გიჟური სიყვარული, ილოცე სხვებისთვის, გაიღიმე და თქვი, რომ შენ ბედნიერი ხარ…

დასასრული…

ავტორი : ანუკი ხარებაშვილი

ეს გოგო არ მომკვდარა, ის ცოცხალია და იმის ჯერა რასაც წერს… ჩემი აზრით ანუკი სიმართლეს წერს… მართალია ის ფრაზა რომ არ უნდა შეისვენო გზაზე, იმიტომ რომ მართლაც ბოლო წუთებში დაგენანება ის დრო რომელიც დასვენებისას დალიე… ეს უბრალო ცხოვრებისეული სცენაა… აქ ყველაფერი ცხოვრებისეულია… ბოლო დღე მართლაც ახლოს არის და უბრალოდ არ ვიცით როდის მოვა… ჩვენი ბოლო სიტყვაც არ ვიცით რა იქნება… შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყოს, შეიძლება სულაც ბალიში ვთქვათ ან რაიმე ასეთი სისულელე , მაგრამ ბოლო სიტყვას ყველა იმახსოვრებს… უკანასკნელი დღის შიში მეც მაქ… მეშინია, რომ ხვალ ან ზეგ მე აღარ ვიქნები ცოცხალი…
ჩემი აზრით არაჩვეულებრივი თემაა და ასეთი მეორე აღარ დაიწერება…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button