საკითხავი

12 წელი ჰერმეტულად დახურულ, პლასტიკურ ბურთში

ამბავს, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, არის ძალიან ტრაგიკული და გულისამაჩუყებელი. მე მინდა გიამბოთ პატარა ბავშვზე, რომლის ცხოვრება ხანმოკლე და ძალიან ტრაგიკული იყო…მან მთელი თავისი ცხოვრება, სულ ღაღაც 12 წელი სტერილურ, ჰერმეტულად დახურულ, პლასტიკურ ბურთში გაატარა… გთხოვთ არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ…    :(

ბავშვს რომელსაც ახლა სურათზე ხედავთ, ერქვა დევიდ ვეტერი.  მძიმე კომბინირებულმა იმუნოდეფიციტის სინდრომმა, რომელიც ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს გამოუვლინდა,  მიიყვანა იქამდე, რომ პირდაპირ დედის საშვილოსნოდან მოხვდა იზოლირებულ, ჰერმეტულად დახურულ, პლასტიკურ ბურთში, სადაც მან 12 წელი გაატარა…

დევიდის მშობლებს პირველი შვილი გარდაეცვალათ 7 თვის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი იყო თიმუსის დისფუნქცია, სადაც ხდება იმუნური სისტემის,  T-უჯრედის მომწიფება, დიფერენციაცია და იმუნოლოგიური შესწავლა. ასეთი დისფუნქციის მიზეზი იყო მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი (STKI). შემდეგი ბავშვის, ანუ დევიდის ამავე სინდრომით დაავადების შანსი 50 % იყო. ექიმებმა ამ შემთხვევაში დევიდის მშობლებს ურჩიეს დაბადებისთანავე მოეთავსებინათ სტერილურ იზოლატორში, რათა გარკვეული დროის შემდეგ გადაენერგათ ძვლის ტვინი. დონორი უნდა ყოფილიყო ვეტერების ქალიშვილი კატრინი.

ოჯახურ წყვილს ძალიან სურდათ ყოლოდათ მემკვიდრე და გადაწყვიტეს კიდევ ერთი ორსულობა, რადგან სჯეროდათ, რომ ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ მათი შვილი დაუბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას. დევიდი დაიბადა. დაბადების შემდეგ, არანაკლებ 10 წამში ის მოთავსებული იქნა სტერილურ, სუფთა წყალში.

თუმცა დევიდის დაბადების შემდეგ გაირკვა, რომ კატრინი არ იყო შესაფერისი დონორი და ძვლის ტვინის გადანერგვა შეუძლებელი იყო.  იზოლირებული ბურთი, რომელიც დევიდის დროებით გამოსავლად ითვლებოდა, მისთვის სახლად იქცა.

წყალი, ჰაერი, საკვები, ტანსაცმელი – გადიოდა სპეციალურ დამუშავებას, სანამ დევიდთან, ბურთში მოხვდებოდა…

ექიმები და მშობლები ცდილობდნენ, რომ დევიდის ცხოვრება ნორმალური გამხდარიყო: ის სწავლობდა, უყურებდა ტელევიზორს… მაგრამ დევიდი ცდილობდა თვითონ გამხდარიყო იმ მსოფლიოს ნაწილი, რომელსაც ის ფანჯარაში და ტელევიზორში ხედავდა. ერთხელ მან თქვა: „ყველაფერი რაც უნდა გავაკეთო, ჩემს მაგივრად სხვები წყვეტენ… რატომ უნდა ვისწავლო? რატომ უნდა ვიკითხო? ყოველ შემთხვევაში მე არაფრის გაკეთება შემიძლია? რატომ არის ყველაფერი ასე? :cry:

როდესაც დევიდი 3 წლის იყო, შეეძლო 2-3 კვირის მანძილზე ყოფილიყო მშობლების ბინაში, სპეციალურად დამონტაჟებულ ბურთში. მას და მის დას ერთ ოთახში ეძინათ. ისინი ჩვეულებრივი და-ძმასავით იყვნენ… წარმოიდგინეთ, ჩხუბობდნენ კიდევაც ერთმანეთთან, ოღონდ სპეციალური ხელთათმანებით. :( ერთხელ დევიდმა თავის დას დაარტყა, მისი და გაბრაზდა და დაემუქრა ამ „ბურთის“ გამორთვით, ეს რამდენჯერმე განმეორდა… იმ შემთხვევაში, თუ მთავარი „ბურთი“ გაფუჭდებოდა, დევიდს ჰქონდა მცირე, შიდა „ბურთი“ ყოველი შემთხვევისთვის…

4 წლის ასაკში დევიდმა აღმოაჩინა, რომ, შპრიცით,რომელიც შემთხვევით ექიმებს დარჩათ „ბურთში“ შეეძლო პატარა ნახვრეტები გაეკეთებინა  „ბურთისთვის“ . მაშინ, ექიმები იძულებულნი იყვნენ დევიდისთვის მოეთხროთ ბაქტერიებისა და მისი დაავადების შესახებ…5 წლის ასაკში დევიდმა სრულად გააცნობიერა, თუ რა სჭირდა და რა მომავალი ელოდა…

მიუხედავად იმისა, რომ მასმედიაში მოჩვენებითად, დევიდისთვის შეიქმნა სრულიად ჯანმრთელი ბავშვის სურათი, რომელიც სპეციალურ „ბურთში“ ცხოვრობს, დევიდის ფსიქიკა მაინც არასტაბილური იყო, რისი მიზეზიც იყოს ის, რომ მან თავისი უიმედო მდგომარეობს შესახებ ყველაფერი იცოდა. 1974 წელს „NASA”-მ, სპეციალურად დევიდისთვის შექმნა სპეციალური კოსტიუმი, რომელიც მას შანსს მისცემდა გაესეირნა ქუჩაში. როდესაც დევიდს ეს კოსტიუმი ჩაცმა შესთავაზეს, მან უარი განაცხადა ეს პრესის თანხლებით გაეკეთებინა.  როდესაც ჟურნალისტები წავიდნენ, დევიდმა კოსტიუმი ჩაიცვა და მხოლოდ 6 ნაბიჯის გადადგმა მოახერხა.  ამის შემდეგ დევიდი კოსტიუმს მიეჩვია და მას შემდეგ მხოლოდ 7 ჯერ ეცვა, სანამ არ დაუპატარავდა. ნასამ ახლიდან დაუმზადა იგივენაირი კოსტიუმი, უფრო დიდი, მაგრამ დევიდს ის არასდროს არ ჩაუცვამს.

დრო გადიოდა, სიტუაცია რთულდებოდა… იმის შანსი, რომ დევიდს უმკურნალებდნენ არ იზრდებოდა… ექიმებს ეშინოდათ,რომ ზრდასთან ერთად უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდებოდა . ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა, გამოეყო გარკვეული ფინანსები, დაახლოებით 1,3 მილიონი დოლარი ბავშვის სამკურნალოდ, მაგრამ არც ამან გამოიღო სასურველი შედეგი…

1983 წელს, როცა დევიდი 12 წლის იყო, იმავე სამმა ექიმმა შესთვაზა მის მშობლებს, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი – დევიდისთვის გადაენერგათ არასრულად თავსებადი დონორის ძვლის ტვინი… რადგან სრულად თავსებადი დონორი არადა არ გამოჩნდა, თან გასულ წლებში გადანერგვის ოპერაციებმა დიდი პროგრესი განიცადა. დონორი მისი და კატრინი იყო.

ოპერაციამ კარგად ჩაიარა…  რამდენიმე თვის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ დევიდი საბოლოოდ დატოვებდა „ბურთს“. ერთხელ დევიდი ავად გახდა – დაეწყო დიარეა, ცხელება, ღებინება და შინაგანი სისხლდენა. როგორც გაირკვა, კატრინის ძვლის ტვინი შეიცავდა Epstein-Barr-ის  ვირუსს. ეს ვირუსი დევიდის სხეულში სწრაფად გავრცელდა და ასობით სიმსივნე წარმოიქმნა.  სიმპტომები ისეთი ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა მისი „ბურთიდან“ გამოყვანა სამკურნალოდ. როდესაც მამამ კითხა დევიდს, სურდა თუ არა „ბურთის“ დატოვება, მან უპასუხა, რომ ყველაფერზე თანახმა იყო, რაც მისთვის უკეთესი იქნებოდა…  „ბურთს“ გარეთ მისი მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. სწორედ ამ მომენტში დედამ პირველად შეძლო შეხებოდა და მოფერებოდა თავის შვილს.  დევიდი 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა, 1984 წლის 22 თებერვალს. ის 12 წლის იყო…

P.S. მედიცინაში დიდად ვერ ვერკვევი და თუ რამე შეცდომა იყო მითხარით და შევასწორებ … და მადლობა ყველას ვინც წაიკითხა :yvavili:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close