კულტურა

ლეიკემია

465461d83c1d
ლეიკემია უკურნებელი აღარ არის

თუ წლების წინ ლეიკემია ფატალურ დაავადებათა რიგს განეკუთვნებოდა, დღეს ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. არსებობს ბევრი ხელშემწყობი პირობა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართალია, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არსებობს, მაგრამ დღეს განკურნების დიდი პროცენტია. მთავარია, გვახსოვდეს, რომ პატარა ჩივილის შემთხვევაშიც საჭიროა, ადამიანს გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა ექიმს არაფერი გამოეპაროს, რადგან ამ დაავადების სიმპტომატიკა მრავალფეროვანია.

“ლეიკემია არ არის დღეს მეტად გავრცელებული დაავადება. ითქვა, რომ ჩერნობილის აფეთქების შემდეგ იმატა შემთხვევებმა, მაგრამ რაოდენობრივად იგევეა რაც 15-20 წლის წინ იყო. წელიწადში მოდის მწვავე ლეიკემიის 70 ახალი შემთხვევა და ქრონიკულიც ასევეა. ამასთან, ჰემატოლოგიის კუთხით ექიმების განათლების დონის გაზრდის კვალდაკვალ, რაც სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მოხდა და მკურნალობის შეღავათიანი პროგრამების ფუნქციონირების ხარჯზე გაიზარდა მომართვიანობა და ადამიანები სამკურნალოდ უფრო გაბედულადაც მოდიან” – აღნიშნა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელმა,მანანა ღირდალაძემ.

ციური კერესელიძე: “ნინოს 5 წლის ასაკში პნევმონიაზე ვუმკურნალეთ. გვეგონა, ამით ყველაფერი დამთავრდა. ამ დროს კი თურმე ორგანიზმში ლეიკემიის პროცესი მიმდინარეობდა და დაავადებამ მოგვიანებით დაბინძურებული ჰაერის ფონზე, რთული ფორმებით იჩინა თავი. ინტოქსიკაციამ დაავადების გართულება გამოიწვია და ბავშვი დამძიმდა. ჩემი შვილი მაშინ 10 წლის იყო და მისი გადარჩენა ოპერატიული მაღალკვალიფიციური მკურნალობით გახდა შესაძლებელი. მას ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის კურსი. მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ კი დადებითი ანალიზები მივიღეთ. ბავშვის სისხლიდან გაქრა ბლასტები.
ამჟამად პაციენტი სრულად განკურნებულია, მაგრამ საჭიროებს მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. რეკომენდირებულია თვეში ერთხელ სრული გამოკვლევა”.

“ამბიონი” ლეიკემიის შესახებ თსსუ-ს სრულ პროფესორს, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელს, მანანა ღირდალაძეს გაესაუბრა.

მანანა ღირდალაძე: ლეიკემია არის ჰემოპოეზის, ანუ ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ლეიკემიის დროს ძვლის ტვინში, ანუ იქ სადაც გამომუშავდება სისხლის უჯრედები (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები), ვრცელდება ავთვისებიანი უჯრედები, იკავებენ ნორმალური უჯრედების ადგილს და ხდება მათი გამრავლება ძვლის ტვინში. შემდეგ ეს უჯრედები დათრგუნავენ კარგი უჯრედების გამომუშავებას ძვლის ტვინში და ხდებიან დომინანტები, ანუ მთავარი უჯრედები.

არსებობს ორი ტიპის ლეიკემია: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლეიკემიის დროს, ძვლის ტვინში გამომუშავებული ცუდი უჯრედები არიან უმწიფარი უჯრედები. ქრონიკული ლეიკემია კი ნიშნავს რომ ძვლის ტვინში და პერიფერიულ სისხლში გადმოდიან მწიფადი უჯრედები, ესენიც ავთვისებიანები არიან, მაგრამ შედარებით მწიფე.

მწვავე ლეიკემია ადამიანს შეიძლება დაბადებიდან ჰქონდეს, არსებობს მისი ორი ფორმა: ლიმფოიდური და მიელოიდური. ბავშვებში 16-წლამდე არის ლიმფოიდური ვარიანტი, რომელიც შედარებით კეთილთვისებიანია, თანამედროვე მკურნალობით მიღწეულია ორწლიანი 85%-იანი რემისია (ავადმყოფობის დროებითი შესუსტება ან სრული გაქრობა).

რა შეიძლება იყოს ლეიკემიის გამომწვევი მიზეზი და რა გამოხატულება შეიძლება ახლდეს მას?

დედამიწის ზურგზე არავინ იცის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს იმუნოლოგიური მიზეზები, გენეტიკა, რადიაცია, ეკოლოგიური პირობები… ანუ არის ბევრი რამ, რაც მოქმდებს ორგანიზმზე და არავინ იცის, რა ხდება. ყველა უჯრედს აქვს მომწიფების და გამრავლების უნარი. მწვავე ლეიკემიის დროს კი ერთი ცალი უჯრედი გადაგვარდება და იძენს არნახულ თვისებას, რომ გამრავლდეს. შესაბამისად, ძვლის ტვინში მრავლდება ეს საშინელი უჯრედები. ძირითადი დებულება არის ის რომ, ადგილი აქვს ამ უჯრედების მეტასტაზირებას და იმფილტრაციას სხვადასხვა ორგანოებში. ხდება ნორმალური გემოპოეზის დათრგუნვა, ანუ ფერხდება ნორმალური უჯრედების წარმოქმნა და ცუდი უჯრედები სარეველასავით მრავლდება.

ნორმალური უჯრედების განვითარების დათრგუნვის შემდეგ გამოვლინდება ანემია, თრომბოციტოპენია (მიმდინარეობს სისხლდენა), ან გამოვლინდება ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტები მონაწილეობენ ინფექციების დათრგუნვაში, შესაბამისად იქნება ხშირი გაციება). ადამიანი გარეგნულად შეიძლება ვერ მიხვდეს ამ დაავადებას, რადგან შეიძლება გამოვლინდეს ორი ან სამივე თვისებით ერთდროულად, გააჩნია რომელი შტო დაითრგუნა. ანუ სისუსტეს, ჩვენთვის გარედან უმიზეზო სისხლდენას, ანთებებს, ბაქტერიულ დაავადებებს შეიძლება დაემატოს ტემპერატურის მომატებაც.

ადამიანს ამ დაავადების კლინიკური გამოვლინება, ანუ რაღაც ჩივილი არ ექნება მანამდე სანამ ამ უჯრედების რაოდენობა არ გახდება 10-ის 12 ხარისხი, ანუ არ იქნება 1კგ – 1 კვადრატზე. ანუ გარკვეულ ზღვრულამდე მიდის ორგანიზმში ამ უჯრედების რაოდენობა და შემდეგ გამოვლინდება. ეს უჯრედები ნელა ან ნორმალურად მრავლდება, მაგრამ არ კვდება. ყველა ნორმალურ უჯრედს აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა, უკვე გადაგვარებულ უჯრედებს კი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ჯერ მეტი აქვს.

როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი?

ლეიკემიის მთავარ მკურნალობის მეთოდს ქიმიოთერაპია წარმოადგენს. არსებობს 3 ვარიანტი: პირველ შემთხვევაში – ამ უჯრედებს ვხოცავთ და ყველაფერი აღდგება, მეორე შემთხვეავში ვხოცავთ ცუდ უჯრედებს, თითქოს, ყველაფერი სუფთავდება, მაგრამ ცუდი უჯრედები ისევ მოდის და მესამე შემთხევაში ვხოცავთ მაგრამ არ კვდებიან ეს უჯრედები.

პირველ შემთხვევაში, ვღებულობთ სრულ ჰემატოლოგიურ რემისიას, ანუ ყველაფერი სუფთავდება და ანალზის აღების შემდეგ ვერც კი მიხვდები საერთოდ რა გაწუხედება. ეს ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა, 16-წლამდე უფრო ხშირია 2 წლიანი 85%-იანი რემისია, 65-70%-მდე კი არის 5 წლიანი რემისია. ბავშვებში განკურნების დიდი პროცენტია. ასევე დიდების. უნდა ითქვას, რომ ლეიკემია დღეს აღარ არის ფატალური დაავადება, როგორც ეს 10 წლის წინ იყო. ამერიკელები მიიჩნევენ, თუ ადამიანს მეექვსე წელს იგივე დაემართა ეს უკვე ახალი დაავადებაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰემატოლოგიაში მოხდა სრული რევოლუცია. გამოგონებულია თანამედროვე პრეპარატები, არსებობს ქიმიოთერაპიული პროგრამები, რომელიც ყოველწლიური კონგრესების შედეგად დგება, სადაც შეკრებილია მსოფლიოს წამყვანი ჰემატოლოგები და შედგენილი პროგრამის მიხედვით ხდება ყველგან, მათ შორის საქართველოშიც დიაგნოსტირება და მკურნალობა.

თანამედროვე პრეპარატებიდან, წამალი ატრა, დიდებში იწვევს 5 წლიან 85 %-იან რემისიას, ასევე ქრონიკული ლეიკემიის დროს მნიშვნელოვანი წამალია–გლივეკი, ეს პრეპარატი ქრონიკული ლეიკოზების დროს არის ძვლის ტვინის გადანერვის ალტერნატივა.

რა თანხები არის საჭირო ამ დავადების მკურნალობისთვის და როგორ მუშაობს ამ კუთხით სახელმწიფო პროგრამა?

მთელ მსოფლიოში ქიმიოთერაპია ყველაზე ძვირია. თუმცა, რა თანხები შეიძლება დაჯდეს ცალკეული მკურნალობა, ამის თქმა ძნელია, რადგან ქიმიოთერაპიისას, ქიმიოპრეპარატები ვერ არჩევენ და ცუდ უჯრედებთან ერთად ნორმალურ უჯრედებსაც ხოცავენ. შესაბამისად, ძვლის ტვინში ყველაფერი მკვდარია და წინასწარ იმის თქმა რა სიღრმის იქნება აპლაზია (თანდაყოლილი ორგანოს არქონა) და რამდენ ხანს გაგრძელდება ამის თქმაც ძნელია.

თუმცა, დღესდღეობით სადაზღვეო კომპანიები, სახელმწიფო პროგრამები კარგად მუშაობენ და თუ რამდენიმე წლის წინ ადამიანები ახლობლების დახმარებით ცდილობდნენ მკურნალობას, დღეს უსახსრობის გამო მკურნალობის პრობლემა აღარ არსებობს. 60 წლის ზევით ეს ავადმყოფები სრუალიად უფასოდ წევნან და გადიან მკურნალობას. წამლები აქვთ 50%-აინი შეღავათით. შესაბამისად, ადამიანები სამკურნალოდ უფრო გაბედულადაც მოდიან.

სადაზღვეო კომპანიები აფინანსებენ ისეთ წამლებს რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. ქრონიკული ლეიკემიის სამკურნალო პრეპარატი – გლივეკი, წელიწადში 35 000$ ჯდება და ამერიკელების პროგრამის დახმარებით მეათე წელი იქნება რაც ჩვენს ავადმყოფებს უფასოდ გადაეცემათ.

ამგვარად, ლეიკემია აღარ არის საშიში დაავადება და გამოჯანმრთელების დიდი პროცენტი აქვთ პაციენტებს.

წყარო: ambioni.ge

მსგავსი ამბები

Back to top button