არქივი

სახალისო გამოცანები (ნაწილი-2)

968c59c1af77

სახალისო გამოცანების 2 ნაწილი სრულიადში ;)

1) პროფესორს ჰყავს ძმა, სახელად ჯოი. მაგრამ ჯოის არა ჰყავს ძმა. მაშ რა არიან ისინი ერთმანეთის?
2) რა არის ის რაც ადამს წინ აქვს და ევას უკან?
3) კაცი აპირებდა 50000 ლარიანი მანქანის ყიდვას. მან იყიდა ეს მანქანა, მაგრამ ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია. როგორ მოხდა ასე?
4) როდის შეიძლება თერთმეტს ორი მიუმატო და ერთი მიიღო?
5) დაასახელეთ კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა ყოველთვის შეუძლებელი იქნება.
6) 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?
7) სამი მოგზაური შეიკრიფა ერთად, უნდა ისადილონ და აღმოჩნდა რომ პირვცელს აქვს 5 პონჩიკი ( მაგალითისთვის ავიღე) მეორეს 3 პონჩიკი, ხოლო მესამეს არცერთი პონჩიკი. ამიტომ მესამე მოგზაურმა 8 ლარი გადაუხადა პირველსა და მეორეს იმისათვის რომ ეს პონჩიკები ძმურად გაუნაწილეს (ანუ სამივემ ერთნაირი რაოდენობა შეჭამა) როგორ უნდა გაინაწილონ ეს 8 ლარი პირველმა და მეორე მოგზაურმა?
8) შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როცა დედამ გოგონას დაუძახა: ნატო, რომელი საათიაო? შვილმა უპასუხა: თორმეტის ნახევარიო. დედას ეჭვი შეეპარა, სახლში შევიდა და როცა ნამდვილი დრო შეიტყო, შვილს უსაყვედურა: ასე როგორ მომატყუე, ექვსი საათი ყოფილაო. ნატომ უპასუხა: არ მომიტყუებიხარო და დედას ისეთი სიტყვები უთხრა, რომ თავისი ნათქვამის სისწორეში დაარწმუნა. როგორ გაიმართლა თავი ნატომ?
9) სამი კაცი შაშს თამაშობდა. სულ სამი ხელი ითამაშეს. თითოეულმა რამდენი ხელი ითამაშა?
10) ორ ჭიქაში თანაბარი რაოდენობით ასხია, ერთში ღვინო და მეორეში წყალი.
იღებენ 1კოვზ ღვინოს პირველიდან და ასხავენ მოერეში, ურევენ კარგად, და მერე იღებენ 1 კოვზ სითხეს მეორე ჭიქიდან და ასხავენ პირველსი
რომელია მეტი, წყალი ღვინის ჭიქაში, თუ ჭვინო წყლის ჭიქაში?
11) dასრულეთ ალბერტ აინშტაინის ცოლის სიტყვები: “ჩემს ქმარს ყველაფრის კეთება შეუძლია, გარდა…” გარდა რისა?
12) რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?
13) კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
14) გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?\
15) როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?

წყარო: სხვადასხვა საიტებიდან ამოვწერე :D

მსგავსი ამბები

Back to top button