კულტურაუცნაური

ლეგენდა (U.S.S. Eldridge)-ზე გაქრობა

50ec2113b844
ილადელფიური ექსპერიმენტი _ ექსპერიმენტი, რომელიც შესაძლოა ჩაეტარებინა აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალებს 1943 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დროსაც, თითქოს და გაქრა და შემდეგ რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით გაჩნდა, ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი “ელდრიჯი” (U.S.S. Eldridge) თავის 181 კაციან ეკიპაჟთან ერთად.

მუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი საკმაოდ გახმაუებულია, მას არ ადასტურებენ აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალები.

ამბობენ, რომ დაგეგმილი იყო, ძლიერი ელექტრომაგნიტური ველების შექმნა, რომლებსაც სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში, უნდა გამოეწვიათ სინათლის და რადიოტალღების ნაღმოსანზე გარშემოდინება. ნაღმოსნის გაუჩინარებისას ჩანდა მომწვანო ნისლი. მთელი ეკიპაჟიდან უვნებელი მარტო 21 გადარჩა. 27 კაცი, რასაც ჰქვია, ხომალდის კონსტრუქციას შეეზარდა, 13 დამწვრობებისგან, დასხივებისგან, დენის დარტყმისგან და შიშისგან დაიღუპა.

ჰყვებიან, რომ “ფილადელფიური ექსპერიმენტის” სახით, ეინშტეინი, საიდუმლო ვითარებაში, თავის თეორიას ამოწმებდა ველის მუდმივობის შესახებ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას დაზვერვის ფედერალური ბიურო (FBI) ამოწმებდა ნიკოლა ტესლას მოსაზრებებს ტელეპორტაციასთან დაკავშირებით. ტსლა ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და მისი ნაშრომების არქივი აშშ–ის მთავრობის ხელშ გადავიდა.

მითის ისტორია:

1955 წელს, აშშ–ში გამოვიდა ვინმე მორის ჯესაპის წიგნი _ “მოსაზრებები ამო–ს სასარგებლოდ”. გარკვეული დროის შემდეგ, ავტორს წერილი მიუვიდა კარლოს ალიენდესაგან. ის ამტკიცებდა, რომ “მფრინავ თეფშებზე” უარესი რაღაც ჰქონდა ნანახი _ ტელეპორტაციის ექსპერიმენტი. მან ყველაფერი დეტალურად აღწერა, ამბობდა, რომ გვერდიდან, საესკადრო ნაღმოსნის გაუჩინარების და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემთხვევები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

* * *

1943 წელს, მეცნიერები ატარებდნენ განმაგნიტების ექსპერიმენტებს, ან, როგორც ფიზიკოსები ამბობენ ხომალდის “დეჰაუსიზაციას”. ისინი ცდილობდნენ ხომალლდი მაგნიტური ნაღმებისა და ტორპედოებისთვის “უხილავი” გაეხადათ. ბუნებრივია, რომ განმაგნიტების დროს “გიჟდებიან” მექანიკური საათები და მაგნიტური კომპასები. ხო, თვითონ გამმაგნიტებელის შესახედაობა _ დიდ ხვია, სპილენძის სქელი მავთულისაგანმ რომელიც დახვეულია ხომალდზე გრძივი მიმართულებით _ არ შეიძლება რომ რაიმე უცნაური აზრების მოფიქრების ობიექტი არ გახდეს.
განმაგნიტების ძირითად მეთოდს წარმოადგენს მაგნიტურ მატერიალებზე ცვალებადი მაგნიტური ველით ზემოქმედება, რომლი ამპლიტუდაც თანდათან იკლებს. ცვალებადი მაგნიტური ველის წყაროდ იყენებენ ელექტრომაგნიტს. მაგნიტური ველის ამპლიტუდის შემცირება შეიძლება ელექტრომაგნიტში დენის ამპლიტუდის შემცირებით, ან უფრო ამრტივ შემთხვევაში, მაგნიტსა და განსამაგნიტებელ ობიექტს შოორის მანძილის გაზრდით.
იმის გამო რომ მატერიალების მაგნიტურ თვისებები გარკვეულ ტემპერატურებზე ქრება, წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, განმაგნიტება ხორციელდება თერმული დამუშავების საშუალებით.

წყარო: zorbeg.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button