არქივი

ტანკერ ამოკო კადისის კატასტროფა

52fb6f3206d8

1978 წლის 16 მარტს საფრანგეთის სანაპიროებზე ქარიშხალი, როგორც ბრეტონები მას უწოდებენ, ,,ზღვის ხმები,, , ქროდნენ. ერთ-ერთი სოფლის მერს ამბავი მიუტანეს, რომ სანაპიროზე, რიფებთან ძალიან ახლოს, მოძრაობდა უზარმაზარი ტანკერი.
მერმა სასწრაფოდ მიიღო საჭირო ზომები, რადგან მიხვდა, რაც იყო მოსალოდნელი. ტანკერს ბუქსირი გაუგზავნეს.

იმ დროისთვის ,,ამოკო კადისზე,, სტიქიას ებრძოდნენ. 340 მეტრის სიგრძის უზარმაზარი ტანკერი, რომელიც ეკუთვნოდა კომპანია ,,American international oil company,,-ს , თუმცა ლიბერიის დროშით დაცურავდა, მოდიოდა სპარსეთის ყურიდან როტერდამში. გადაჰქონდა 220 ათასი ტონა ნავთობი. სამხრეთ აფრიკაში, საერთაშორისო კანონების თანახმად, ყველა ხომალდი გადის შემოწმებას. როდესაც ,,ამოკო კადისი,, შეამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ მისი ერთ-ერთი ღუზის მექანიზმი გამართულად არ მუშაობდა, თუმცა, ეს, რატომღაც წვრილმანად მიიჩნიეს და ნება დართეს ტანკერს, გზა გაეგრძელებინა.
16 მარტს, ტანკერი იმყოფებოდა ლა-მანშის სრუტესთან, სადაც მას უნდა გაევლო დერეფანი, სპეციალურად მოწყობილი ტანკერებისთვის. მოულოდნელად, ტრავერსისას(ობიექტის მიმართ პერპენდიკულარულად შემობრუნება) გემის მთავარი საჭე მწყობრიდან გამოვიდა. გემის კაპიტანმა, იტალიელმა პასკუალე ბორდარიმ, რადიოთი დახმარება ითხოვა. ყველაზე ახლოს იმყოფებოდა გერმანული საბუქსირო გემი ,,პასიფიკი,, , რომელმაც მიიღო ეს შეტყობინება და, თავის მხრივ, ნებართვა ითხოვა ჰამბურგიდან სამაშველო კამპანიის დასაწყებად.
სანამ ხდებოდა რადიოგრამების გადაცემა, ამინდი გაუარესდა. სწორედ ამ დროს იჩინა თავი ღუზის პრობლემამ: ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვერ აკავებდა ტანკერს.
მალე გემს მიუახლოვდა ,,პასიფიკი,, , ჩააბეს ბუქსირი, თუმცა მოულოდნელად სამუშაოები შეჩერდა: გემების კაპიტნებს შელაპარაკება მოუვიდათ პირდაპირ ეთერში. მოგვიანებით ტანკერის კაპიტანი ბარდარი ამბობდა: ,,ბუქსირის კაპიტანი მეუბნებოდა, რომ ჩაჭრიდა ტროსს, თუ ის არ შესთავაზებდა მოსახერხებელ პირობებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ საუბარი იყო ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხის 10%-ზე, რომელიც უნდა მიეღო ბუქსირის ეკიპაჟს. ეს თანხა შეადგენდა 2 მლნ დოლარს.

9f6c656096dc

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 3 საათს. ამის შემდეგ ,,პასიფიკის,, ეკიპაჟმა ტროსი ჩააბა ტანკერს და შეეცადა, ის ღია ზღვაში გაეყვანა, მაგრამ ტროსის ბოლო გაწყდა. კიდევ 3 საათი დასჭირდა 10 ბალაიან ქარიშხალში სხვა ტროსის გამობმას.
და ისევ, ქარიშხალმა დაამსხვრია ტროსის ბოლო. ყველა მიხვდა, რომ ,,პასიფიკს,,
არ შეეძლო ,,ამოკო კადისის,, შველა.
მხოლოდ იმ დროისთვის გახდა ცნობილი, რომ ,,ამოკო კადისის,, კაპიტნის შეტყობინება კიდევ ერთ საბუქსირო გემს – ,,სიმეონს,, მიეღო. ის ორჯერ უფრო მძლავრი იყო. მაგრამ ,,პასიფიკის,, პატივმოყვარე კაპიტანმა არ ისურვა სხვა გემის დახმარება, რადგან მასთან პრემიის გაყოფა არ სურდა. ამიტომ მისი მოსვლა ძლიერ
დაგვიანდა.

21:04 საათზე ტანკერის ძირი დაეჯახა რიფს, სახელად მენ-გულვენს, ხოლო 1 საათის შემდეგ უკვე მყარად ,,იჯდა,, მასზე. გემში შევარდნილმა წყალმა ამოავსო სამანქანო განყოფილება. მალე გემიდან სასიგნალო რაკეტებიც გაუშვეს და გააგზავნეს სიგნალი ,,SOS,, . ღამის 2 საათისთვის სამაშველო ვერტმფრენებმა აიყვანეს ეკიპაჟი, ხოლო გათენებისას ,,ამოკო კადისი,, შუაზე გაიხლიჩა. მოგვიანებით, ნაპირზე მდგომი ბორდარი ამბობდა: ,,ჩვენ დავინახეთ, როგორ გადაიხარა გემის ცხვირა ნაწილი და ნავთობმა ბოლივით ამოჩქეფა,, . მთელი ნავთობი ოკეანეში ჩაიღვარა და მთელს დასავლეთ ევროპას მოედო.

3f3c59f6c119

მსგავსი ამბები

Back to top button