ახალი ამბებისაკითხავი

სახიფათოა თუ არა ვუვუზელა ჯანმრთელობისთვის?

ვუვუზელა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოდ ითვლება, სახიფათო ყოფილა არა მხოლოდ გარშემომყოფთათვის, არამედ თავად “შემსრულებლებისთვისაც”.

29 წლის კეიპტაუნელმა ქალბატონმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს გულშემატკივრობდა, ყელში ტკივილი მას შემდეგ იგრძნო, რაც რამდენიმე დღის განავლობაში სტადიონზე ვუვუზელას უკრავდა.

თავდაპირველად მან იფიქრა, რომ გაცივდა, მაგრამ, როდესაც ტკივილის შეგრძნება გაუძლიერდა, გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართა. აღმოჩნდა, რომ ვუვუზელაზე აქტიური “დაკვრის” შედეგად გულშემატკივარს ყელის იოგები დაუზიანდა.

ექიმმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეს ვუვუზელათი გამოწვეული პირველი ტრავმაა. ქალბატონის გამოჯანმრთელებას ორი დღე დასჭირდება.

წყარო:ამბები.ჯი

თეგები

FeL1X

me davibade Chuck Norris_is qveyanaShi

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close