არქივი

სახალისო გამოცანები

b30614afd185
რამოდენიმე სახალისო გამოცანა იხილეთ სრულიადში ;)

1. იტალიური ანდაზა: “არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად …” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.
2. რამდენი დაბადების დღე აქვს ჩვეულებრივ ადამიანს?
3. ძროხა-2
ცხვარი-2
ღორი-3
ძაღლი-3
ბატი-3
გუგული-4
მამალი-8
კატა-?
4. მარის მამას ჰყავს ხუთი შვილი: ნანა, ნენე, ნინი, ნონო. რა ჰქვია მეხუთე შვილს?
5. ჯეკი სასეირნოდ იყო გასული როცა წვიმა დაიწყო. მას არც ქოლგა, არც ქუდი და არც კაპიშონი არ ჰქონია. მისი ტანსაცელი სრულიად დასველდა, მაგრამ მის თავზე ერთი ღერი თმაც კი არ დასველებულა. რატომ მოხდა ასე?
6. ორ გოგოს ჰყავს ერთიდაიგივე მშობლები. ისინი დაიბადნენ ერთიდაიმავე თვის, ერთიდაიმავე დღის ერთიდაიმავე საათს. მაგრამ ისინი ტყუპები არ არიან. ეს როგორაა შესაძლებელი?
7. რატომ არ შეიძლება კანადაში მცხოვრები ქალი დღეს ამერიკაში დაასაფლაონ?
8. კაცი ყიდულობს ავეჯს ძვირად და ყიდის იაფად, რომ ღარიბებმა შეძლონ ყიდვა. მას ფული აკლდებოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ამ საქმიანობას. იგი ნელ-ნელა მილიონერი გახდა. ეს რატომ მოხდა?
9. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა:
-მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ.
ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას.
მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს?
10. ერთ საღამოს ჯონი და სალი იჯდნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში. ჯონი ტელევიზორს უყურებდა, სალი კი წიგნს კითხულობდა. უეცრად დენი წავიდა და დაბნელდა. ჯონმა დაიძინა. სალი კი სრულ სიბნელეში განაგრძობდა წიგნის კითხვას. როგორ?
11. ერთ მზიან დღეს ნავი პორტში იდგა. უეცრად მან ჩაძირვა დაიწყო, შტორმი არ იყო და ნავსაც არაფერი ჭირდა. ნავი ადამიანების თვალწინ ჩაიძირა. რატომ?
12. კაცი მოგზაურობაში წავიდა, ქათამთან, მელასთან და ერთ ტომარა ხორბალთან ერთად. ისინი ერთ მდინარეს მიადგნენ და ნავი იპოვეს. გადაწყვიტა რომ გადაცუროს მდინარე, მაგრამ კაცს მხოლოდ ერთი რამის გადატანა შეუძლია თან. ის მელას და ქათამს ერთად ვერ დატოვებს, ვერც ქათამს და ხორბალს. როგორ უნდა მოიქცეს?
13. ის არის წითელი და მწვანე, ლურჯი და ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და იისფერი. მისი მიწვდომა არავის არ შეუძლია. რა არის ის?
14. შავი ძაღლი დგას შავად შეღებილი ქალაქის ქუჩაში. არცერთი ქუჩის განათება არ მუშაობს. რადგან წინა დღეს ქარიშხალი იყო და დენის მიწოდება გათიშა. მანქანა კი გატეხილი ფარებით ამ ძაღლისაკენ მოემართება. მაგრამ მალევე დაინახა ძაღლი და შეჩერდა. როგორ მოახერხა მან ძაღლის დანახვა?
15. მას აქვს კბილები, მაგრამ ჭამა არ შეუძლია. მას აქვს ცხვირი, მაგრამ სუნთქვა არ შეუძლია. მას აქვს თვალები, მაგრამ ვერ ხედავს. მას აქვს ყურები, მაგრამ არ ესმის. რა არის ის?

წყარო: join.ge

მსგავსი ამბები

Back to top button