დაჯავშნული ავტომობილები
დანარჩენი გაგრძელებაში
Audi A6 Security
ბიზნეს კლასის სედანი Audi A6 Security – ის ჯავშანი 4 დონეს შეესაბამება. მანქანის ძარის პანელები და მინები კარგად უძლებენ პისტოლეტიდან ნასროლ ტყვიებს. ამ ტიპის სედანს მხოლოდ გვერდები და სახურავი აქვს დაჯავშნული. მსურველის დაკვეთით ასევე შეიდძლება ქვედა ნაწილის დაჯავშნაც რომელიც ხელყუმბარებს და მინიბის აფეთქებასაც უძლებს. Audi A6 Security – ს V8 ტიპის 4.2ლ მოცულობის 335 ცხ.ძ.-იანი ძრავა აქვს, რომელსაც შეუძლია 250კმ\სთ-მდე ააჩქაროს ავტომობილი.
Audi A8 Security
ბიზნეს კლასის მოდელთან შედარებით Audi A8 აღჭურვილია უფრო მაღალი დონის ჯავშნით, რომელსაც შეუძლია 7.62 მილიმეტრიან ტყვიებს გაუძლოს. აქვს ავტონომიური ხანძარ-საწინააღმდეგო სისტემა, საავარიო სისტემა რომელიცყველაზე რთულ სიტუაციშიც კი მანქანიდან უსაფრთხოდ გადმოსვლის საშუალებას იძლევა. ტყვიაგამძლე საბურავების წყალობით ავტომობილს 100 კილომეტრ მანძილზე მეტის გავლაც შეუძლია მაშინაც კი როდესაც საბურავები მრავალ ადგილზეა გახვრეტილი. Audi A8 Security – ს მოქმედებაში მოყავს 6 ლ მოცულობის 450 ცხ.ძ. იანი V 12 ძრავას რომელსაც მანქანის მასის გაზრდის გამო 200 კმ\სთ ს განვითარება შეუძლია.
Maybach 62 Guard
ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირფას ავტპმობილად ითვლება. მისი დაჯავშნა B4 პროგრამით ხდება. მის დამატებით დაცვით სისტემებს წარმოადგენს შეჯავშნული საწვავის ავზები და სპეციალური ბორბლები რომლებიც დაფლეთილ მდგომარეობაშიც კი ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ. ასევე აქვს საგანგაშო მოწყობილობა რომლის ჩართვაც ნებისმიერ მგზავრს შეუძლია. მას 550 ცხ.ძ. იანი V12 ტიპის ძრავა უდგას. გაწყობილია უმაღესი ტყავით და ხით.
BMW 760Li High Security
BMW 760Li High Security დაჯავშნილია B6\B7 დონით, რომელსაც ავტომატის ჯერიც კი ვერაფერს დააკლებს. მანქანაში ჩამონტაჟებულია ჟანგბადის მიწოდების სისტემა, ასევე აქვს ხანძარ-საწინააღმდეგო და ტყვიაგამძლე საბურავები. ის აღწურვილია ასევე ორი აკუმულატორით და ორი გენერატორით.
ასევე სხვა დაჯავშნული ავტომობილებიც ბოდიშით ამათზე ვეგარ შევძელი ინფორმაციის მოძიება.
Mercedes-Benz S600 Guard
Mercedes-Benz E-Guard
BMW X5 Security
და ბოლოს ინგუშეთის პრეზიდენტის მანქანა რომელიც ტყვიის ქარცეცხლში გაატარეს მაგრამ ვერაფერი უქნეს