გასართობისაკითხავიუცნაური

სერიული მკვლელები; ალბერტ ფიში (18+)


წინა პოსტში სერიულ მკვლელებზე ზოგადად მქონდა დაწერილი, ახლა კი დროა თითოეულ მათგანზე ვილაპარაკოთ, ამ ნაწილში მოთხრობილია ცნობილი მკვლელის ალბერტ ფიშისა და მისი ყველაზე გახმაურებული, 10 წლის გოგონას მკვლელობის შესახებ, თქვენ ასევე შეგიძლიათ აქვე ნახოთ ალბერტზე გადაღებული ორი ფილმი, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ შემოსულა


ალბერტ ფიში, დაიბადა 1870 წლის 19 მაისს ვაშინგტონში, ზედმეტსახელები: ,,ნაცრისფერი კაცი,” ,,მთვარის მანიაკი”.
ცნობილი ციტატა: ,,არცერთი ჩვენგანი არაა წმინდანი”.
ნაწყვეტი მისი წერილიდან,რომელიც 10 წლის მსხვერპლის დედას მისწერა: ,,9 დღე მოვანდომე მისი მთლიანი სხეულის შეჭმას. მასთან სექსი არ მქონია, ასე რომ ამ ქვეყნიდან ქალიშვილი წავიდა.”

ალბერტ ფიში ერთ-ერთი ცნობილი სერიული მკვლელია, მაგრამ სადაც მას მოვიხსენიებთ, იქვე ვილ კინგიც უნდა ვახსენოთ, რომ არა ის, ალბათ ალბერტს ვერც დაიჭერდნენ.

1928 წლის ნიუ იორკის ტელეგრამაში შემდეგი განცხადება გამოჩნდა:
,,ახალგაზრდა კაცი, 18 წლის, ეძებს სამუშაოს ქალაქში. ედვარდ ბუდი, 406 West 15th Street.

ალბერტ და დელია ბადებმა ეს განცხადება თავინთი 5 შვილიდან, უფროსის, ედვარდის მაგივრად გააკეთეს. ოჯახი ერთ ციცქნა, ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ედვარდი მუშაობას დაიწყებდა და მშობლებს ფინანსურად ხელს გაუმართავდა.
მეორე დღეს, შუადღისას, კარზე კაკუნის გაისმა, დელია ბადმა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა კარი გააღო, ზღურბლთან კი პატარა ტანის, ძალიან კარგად ჩაცმული კაცი იდგა. ტანთ ემოსა საზღვაო ფლოტის ლურჯი კოსტიუმი, ლურჯი პერანგი, შავი ნაბდის ქუდი ეხურა და შავ ტუფლებს პრიალი გაჰქონდა. თმა უკვე გათეთრებოდა და ცისფერი თვალები მეტად სანდომიან შესახედაობას აძლევდა. დელიამ დაასკვნა, რომ სტუმარი დაახლოებით 60 წლის უნდა ყოფილიყო.


მოგვიანებით დელია ბადმა გაიხსენა, რომ ერთადერთი რამ, რაც საერთო სურათიდან ამოვარდნილი იყო, ეს სტუმრის კბილები გახლდათ, ჯენტლმენს საშინელი, გაფუჭებული, ჩამტვრეული და ფერშეცვლილი კბილები ჰქონდა. კაცმა დელიას თავი ფერმერ ფრენკ ჰოვარდად წარუდგინა,უთხრა რომ ედვარდის განცხადებით იყო დაინტერესებული და მასთან გასაუბრება სურდა. დელიამ რა თქმა უნდა სხლში შემოიპატიჟა სტუმარი, მალე ევრადიც მოვიდა და დაინტერესდა, თუ რას შესთავაზებდა ასე მდიდრულად გამოწყობილი მოხუცი კაცი.
ჰოვარდმა ბიჭს განუმარტა, რომ ის ფერმის მფლობელი იყო, ბიზნესის წინ წასაწევად კი დამხმარეები ესაჭიროებოდა, ამასთანავე ყოველკვირეულ ხელფასად იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა 15$ დაასახელა. ბადების ოჯახი ჰოვარდით მოიხიბლა, განსაკუთრებით კი მისი სავარაუდო სიმდიდრით. საუბრის დროს სტუმარმა სახელმწიფო საბანკო ბილეთების შეკვრა ამოიღო, რაც ღარიბი ოჯახის აზრით მხოლოდ საარაკო სიმდიდრის პატრონს თუ შეიძლებოდა ჰქონოდა.

გახარებულმა ედვარდმა სტუმარს თავისი მეგობრის ვილი კორმანისთვისაც სთხოვა სამსახური, ჰოვარდიც უყოყმანოდ დასთანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მომავალ შაბათს ჩამოვიდოდა და ბიჭებს ფერმაში წაიყვანდა. თუმცა დათქმულ დროს იგი არ გამოჩენილა, საღამოს კი ბადების ოჯახს ტელეგრამა მოუვიდა. ჰოვარდი მათ სწერდა, რომ ბიზნესის გამო მოულოდნელად ნიუ ჯერსიში მოუხდა გამგზავრება, მაგრამ ხვალ აუცილებლად ეწვეოდა მათ.

მეორე დღეს ჰოვარდი დილის 11 საათზე დაადგა თავს ბადებს. მაგრამ ვინაიდან ადრე იყო, ედვარდს ვერ მოესწრო გამზადება, ამიტომაც ჯენტლმენს სასტუმრო ოთახში მოუხდა ლოდინი.

ამ დროს კი ოთახში 10 წლის გრეის ბადი შევიდა. იგი იყო თხელი, ავადმყოფური გარეგნობის ბავშვი, მაგრამ იმ კვირა დღეს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, რბილი, მუქი ყავისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, დიდი ლურჯი თვალები კი განსაკუთრებით უციმციმებდა. ჰოვარდმა მაშინვე აღნიშნა ბავშვის განსაკუთრებული სილამაზის ფაქტი. გრეისი კი მივიდა კაცთან და მალე მის კალთაში მოიკალათა. ჰოვარდმა თამაში შესთავაზა, გრეისს მისი ფული უნდა დაეთვალა, ბავშვმაც ამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი და 91$ დათვალა, სამაგიეროდ კი ტკბილეულის საყიდლად ნახევარი დოლარი მიიღო.

შემდეგ ჰოვარდს თავში ახალი იდეა მოუვიდა. ბადებს უთხრა, რომ აქვე მახლობლად მის დისშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით წვეულება ჰქონდა, თუ მშობლები თანახმანი იქნებოდნენ გრეისს ამ წვეულებაზე თან წაიყვანდა.
დელიამ თავდაპირველად იუარა. მაგრამ მის ქმარს შეეცოდა ბავშვი, განა რამდენჯერ მიეცემოდა მათ პატარას შანსი, რომ ლამაზ წვეულებაზე წასულიყო. ამიტომაც ჰოვარდს დათანხმდნენ და რამდენიმე საათით გაატანეს ბავშვი.
გააცილეს კიდეც სტუმარი და ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორ მიდიოდნენ ის და მათი ქალიშვილი ხელიხელჩაკიდებულები. თუმცა როგორც დედა იხსენებს, გრეისმა რამდენჯერმე უკან მოიხედა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, ხოლო როცა უკვე თვალს უნდა მიფარებოდნენ, მოტრიალდა და რაღაც დაიძახა, თუმცა იმ დროს ეს ამბავი ყურადსაღებად არ ჩაუთვლიათ.

ჰოვარდი დათქმულ დროში არ დაბრუნდა. ბადები უკვე ღელავდნენ და ფიქრობდნენ თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ქალიშვილი. ეჭვი არც კი აუღიათ იმაზე, რომ ის ჯენტლმენი რაიმეს დაუშავდებდა გოგონას, იფიქრეს ალბათ რაიმე ცუდი შეემთხვათ და ამიტომაც შეაგვიანდათო. ასე იყო თუ ისე, შემდეგ დილამდე ოჯახს პოლიციისთვის არ მიუმართავს.
NYPO- დაკარგული პირების სამძებრო ბიურო მათ სამსახურში იყო, გამოყვეს ორი დეტექტივი, მათ შორის ერთი იყო ვილ კინგი, იგი გახლდათ უხეში მოსაუბრე, მწეველი, წესრიგი და დისციპლინა უყვარდა და რაც მთავარია გადაწყვეტილების სწრაფად განსაზღვრა შეეძლო.

გაზეთები აჭრელდა დაკარგული ბავშვის შესახებ, პოლიციაც ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, ბიუროდან 50 დეტექტივიც გამოყვეს და სამძებრო ჯგუფი ჩამოაყალიბეს კინგის მეთაურობით, ასობით ადამიანი დაკითხეს, იმყოფებოდნენ იმ ფერმაში, რომლის მეპატრონედაც გაასაღა თავი ჰოვარდმა. თუმცა შველა არსაიდან იყო. ეს საქმე არ დაიხურა, ღია დარჩა, მაგრამ ნელ-ნელა ყველამ დაივიწყა მისი არსებობის შესახებ. ერთადერთი, ვინც გამოძიებას თავს არ ანებებდა ვილ კინგი იყო, თავდაპირველად ბადების ოჯახი უამრავ წერილს იღებდა, ზოგი თანაგრძნობას უცხადებდა, ზოგი ამშვიდებდა, მაგრამ კინგი ელოდა იმ წერილის გამოჩენას, რომელიც რაიმე კვალზე დააყენებდა.

ამასობაში კვირა კვირას მისდევდა, თვე – თვეს და 6 წელიც გავიდა. 1934 წლის 2 ნოემბერს გაისმა სატელეფონო ზარი. დელია ბადი კინგს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიიღო წერილი, რომელიც სავარაუდოდ გრეისის ამბავს ეხებოდა. ედვარდმა ეს წერილი კინგს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ის დიდი სიფრთხილით გახსნა და წაიკითხა. შემდეგში ეს სასამართლოზე იქნა წაკითხული და თავისი შინაარსის გამო ხალხში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია, თუმცა კინგი შინაარსმა კი არა უფრო ერთმა რამემ ააღელვა, წერილი ხელით იყო დაწერილი.

ნაწყვეტი 1934 წლის წერილიდან:
1928 წლის 3 ივნისს, კვირა დღეს მე თქვენთან ვიმყოფებოდი, კალთაში მჯდომმა გრეისმა მაკოცა, მე კი გთხოვეთ წვეულებაზე გაგეტანებინათ ბავშვი, სინამდვილეში კი მისი შეჭმის სურვილი მიტრიალებდა თავში. შემდეგ თქვენც დამთანხმდით და გოგონა ერთ-ერთ ცარიელ სახლში წავიყვანე, რომელიც დაქირავებული მქონდა. ბავშვს ვუთხარი გარეთ დამლოდებოდა, მან ველური ყვავილების კრეფა დაიწყო. მე კი შევედი სახლში და ტანსაცმელი გავიხადე, თორემ ისე ხომ სისხლით დამესვრებოდა. რომ მოვრჩი გრეისს ფანჯრიდან ვუხმე, მე კი კარადაში დავიმალე. როცა გოგონამ დამინახა შიშველი ვიყავი, ტირილი დაიწყო და გაქცევას ცდილობდა, თუმცა მე დროულად დავიჭირე, ის კი მემუქრებოდა ყველაფერს დედიკოს ვეტყვიო. შემდეგ გავხადე და მოვკალი, ნაწილებად დავჭერი, ისე, რომ მისი სხვა ოთახში გატანა მომეხერხებინა. მერე სადილი გავიკეთე და მივირთვი. ოჰ, რა ტკბილი და ნაზი იყო ჩემს ღუმელში შემწვარი მისი პატარა უკანალის ხორცი. 9 დღე მოვანდომე მისი მთლიანი სხეულის შეჭმას. მასთან სექსი არ მქონია, ასე რომ ამ ქვეყნიდან ქალიშვილი წავიდა.”

საქმის გახსნა

საქმის გახსნა ვილ კინგმა შეძლო, მან შენიშნა, რომ კონვერტს რაღაც ემბლემა და ინიციალები ჰქონდა, თუმცა ვიღაცას ამოეჩხაპნა და მისი გარჩევა არც ისე ადვილი იყო, საბოლოოდ ინიციალების ამოკითხვა შეძლო : NYPCBA- ეს იცინიალები კი ერთ-ერთი ორგანიზაციის დასახელება იყო: New York Private Chauffeur’s Benevolent Association. კინგმა მაშინვე ასოციაციის პრეზიდენტს მიაშურა და წევრთა ხელნაწერების ნახვა მოისურვა, მას მართლა გადასცეს აპლიკაციები, რომელიც სხვადასხვა პიროვნების მიერ იყო შევსებული. 7 საათის განმავლობაში დეტექტივი უშედეგოდ ცდილობდა საჭირო ხელნაწერის პოვნას. ამიტომ ტაქტიკა შეცვალა და ასოციაციის წევრებს გაესაუბრა, ჰკითხა თუ იყენებდნენ ასოციაციის კონვერტებს, ან სადმე ხომ არ წაუღიათ.

ამის შემდეგ ერთი პატარა, წითური კაცი, ლეო სიცოსკი მივიდა მასთან და უამბო, რომ რამოდენიმე კონვერტი მართლაც წაიღო სახლში, როდესაც Lexington avenue-ს 622-ე სახლში ცხოვრობდა, კინგი მაშინვე გაქანდა იქ, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, ის ბინა ლეოს შემდეგ აღარავის დაექირავებინა. ასე რომ კინგი კვლავ სიცოსკისთან დაბრუნდა სხვა დეტალების გასაგებად. ლეომ გაიხსენა, რომ 622-ე სახლის შემდეგ სხვა სახლში გადავიდა და რამდენიმე კონვერტი იქაც ჰქონდა მიტანილი. კინგი ისევ წავიდა, ამჯერად ამ სახლისაკენ და მართლაც მიაგნო კვალს. ის გაესაუბრა დიასახლისს და აუღწერა ჰოვარდის გარეგნობა, ქალმა კი ასეთი გარეგნობის მქონედ ალბერტ ფიში დაასახელა, რომელიც ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობდა ადრე. დეტექტივს ქალმა ანახა რეგისტრაციის ფურცელი, სადაც ალბერტის ხელმოწერა იყო და კინგი მიხვდა, რომ როგორ იქნა მიაგნო იმას, ვინც ესაჭიროებოდა. დიასახლისმა არ იცოდა, თუ სად იმყოფებოდა ფიში ამჟამად, იგი დროგამოშვებით მოდიოდა აქ მისი ვაჟის, ჯონის მიერ გამოგზავნილი ჩეკის ასაღებად.

კინგს ლოდინის გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა. ამიტომაც ისეთი ბინა შეარჩია, საიდანაც კარგად ჩანდა ქუჩა, თვალთვალი თავისუფლად შეიძლებოდა და ასეც მოიქცა. დღეში მხოლოდ 4 საათი თუ ეძინა, დანარჩენ დროს ფანჯარასთან ატარებდა.

1934 წლის 12 დეკემბერს გადაწყვიტა ყოველდღიური რუტინა საშობაო საყიდლებზე წასვლით დაერღვია, 2 საათით გავიდა და როცა ოთახში დაბრუნდა თავზე დიასახლისი დაადგა, ალბერტი ნახევარი საათის წინ მოსულიყო, ქალს კი მოეტყუებინა ვითომ მისი ჩეკი ჯერ არ ჩამოსულიყო, ამიტომაც ფიში მშვიდად იცდიდა თავის ოთახში.

კინგმა არ დააყოვნა, პირდაპირ მკვლელის ოთახისკენ გაემართა, დააკაკუნა და მიპატიჟების შემდგომ შევიდა. ოთახში ზუსტად ისეთი კაცი დახვდა, როგორსაც ელოდა, თავი პოლიციის მუშაკად გააცნო და უთხრა რომ უნდა გაჰყოლოდა, რადგანაც მის მიერ გაგზავნილ რამოდენიმე წერილთან დაკავშირებით გასაუბრება სურდათ. ალბერტი თავიდან მშვიდად დაეთანხმა და კიბეებზეც ჩამოჰყვა, შენობიდან უნდა გასულიყვნენ, რომ სამართებლები ამოიღო და ორივე ხელში დაატრიალა, კინგმა მალევე დაიმორჩილა და ხელბორკილი დაადო.


პოლიციაში მიყვანის შემდეგ ალბერტი ალაპარაკდა,მან თქვა, რომ როცა გრეისი მოკლა, მისი თავი კისრიანად ვედროში ჩააგდო, შემდეგ კი თავი მოაჭრა და ელოდა სისხლი როდის დაგროვდებოდა ვედროში, ცდილობდა ცხელი სისხლი დაელია, მაგრამ გული აერია. იმედგაცრუებულმა დანები და ცული გამოიყენა, დაჭრა სხეული, ყველაფერი შეჭამა თავის, ნაწლავებიდა და ჩონჩხის გარდა, ამას კი 9 დღე მოუნდა. მაგრამ გარდა ამისა, იგი გამუდმებით განიცდიდა სექსუალურ აღტყინებას როცა სხეულის ჭამის პროცესს იხსენებდა და ყოველღამე აღნიშნული სცენის წარმოდგენის დახმარებით მასტურბირებდა.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა

სასამართლო დავის შემდეგ ალბერტს ელექტრო სკამზე სიკვდილი მიესაჯა. მას თურმე კიდევ ერთი გატაცება ჰქონია, მოსწონდა ნემსების გაყრა სათესლე ჯირკვლის მიდამოებში. ,,ეს ისეთი მტანჯველი იყო”– ამბობდა ის.


ექიმებმა რამდენიმე გრძელი ქინძისთავი ამოიღეს მისი მუცლის ღრუდან, ამ გატაცებას მეცნიერულად Piquer act ჰქვია , როცა ადამიანს სიამოვნებს ბასრი საგნების შერჭობა თავის, ან სხვის სხეულში, სექსუალური აგზნების დაკმაყოფილების მიზნით.

1936 წლის 16 იანვარს ალბერტი სიკვდილით დასაჯეს, ამას მისი 6 შვილიდან მხოლოდ 3 ესწრებოდა. ალბერტმა არამარტო გრეისი, არამედ კიდევ ბევრი ბავშვი შეიწირა.

მისი ბავშვობის შესახებ
ალბერტი დაიბადა 1870 წლის 19 მაისს ვაშიგტონში, როცა ბიჭუნა 5 წლის იყო, მისი 75 წლის მამა გარდაიცვალა. მხოლოდ დედა დარჩა იმედად, მაგრამ ქალს საშუალება არ ჰქონდა და ბავშვი ობოლთა თავშესაფარში მიაბარა. როცა ალბერტი 9 წლის იყო დედამისი მატერიალურად უფრო მოძლიერდა და ბავშვის თავშესაფრიდან გამოყვანა შეძლო. იქ გატარებულმა 4-მა წელმა კი ალბერტის ფსიქოლოგიას სხვადასხვა გადახრები შესძინა, იგი მზად იყო, თავშესაფარში შესწავლილი ცოდნა ცხოვრებაში გადმოეტანა და ასეც მოიქცა.

და სიურპრიზი,2 ფილმი ალბერტ ფიშის შესახებ, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ გამოჩენილა, შეგიძლიათ იხილოთ აქ, მთლიან ეკრანზე საყურებლად უნდა აირჩიოთ fullscreen, მარჯვნიდან მერვე ღილაკია.

ეს კი მეორე ფილმი, The gray man, ეს არ გამოტოვოთ, კარგი ფილმია.

http://divxfest.com/the-gray-man-2007

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close