არქივი

ფიგურული სრიალი

48eb29a9c14b

ფიგურული სრიალის შესახებ უცნაურზე არაფერი იყო, გარდა ვიდეოებისა და გადავწყიტე მომეწოდებინა ინფორმაცია ამ ულამაზესი სპორტის შესახებ.

ფიგურული სრიალი არის სპორტი, რომელშიც სრიალებენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში. ისინი აკეთებენ ტრიალებს, ნახტომებს, ნაბიჯებს და სხვადახვა რთულ მოძრაობებს ყინულზე. ფიგიგურულ სრიალში ტარდება სხვადასხვა დონის შეჯიბრებები: ეროვნული, ლოკალური და ოლიმპიური. ეს დონეები კიდევ იყოფა ორ ნაწილედ: პროფესიონალური და იუნიორი.
ფიგურული სრიალი ასევე არის დაკავშირებული შოუ ბიზნესთან. ვერშემდგარი და ვეტერანი სპორტსმენები აწყობენ სხვადახვა შოუებს, აფორმებენ სიმღერებს კლიპებს, ართობენ ბავშვებს და ა.შ.

ოლიმპიადაზე (და არამარტო), ფიგურული სრიალი იყოფა რამდენიმე დისციპლინად:

90c2458f44be

ინდივიდუალური – ქალები და კაცები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ქალები ცალკე, კაცები ცალკე. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელიც დაახლოებით 2 წუთამდე ხოლო მეორე დღეს ასრულებენ გრძელ პროგრამას რომელიც 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

1a369d79b9b1

წყვილი (მოცეკვავე) – მოცეკვავე წყვილი (ერთი კაცი და ერთი ქალი) არ ასრულებენ ნახტომებს. მათ ევალებათ სინქრონულად შეასრულონ ტრიალი, მერცხლები, ნაბიჯები და ა.შ. შეჯიბრი გრძელდეა 3 დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელის გრძელდება 2 წუთი, გრძელი პროგრამა რომელიც გრძელდება 3 წუთზე მეტ ხანს და თავისუფალი პროგრამა. მესამე დღეს წყვილს ეძლევა უფლება წარმოადგინონ თავისი თემატიკისპროგრამა, განუსაზღვრელი დროით და ილეთებით.

d7f7c6ca4067

წყვილი (სპორტული) – სპორტული წყვილი ვალდებულია გააკეთოს არამარტო ნახტომები არამედ შეასრულოს სახიფათო ილეთები და რაც მთავარია სინქრონში. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე მოკლე პროგრამა რომელიც ორ წუთს, ხოლო გრძელი პროგრამა 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

e5af41bb7f36

ციგურები: ბევრს ჰგონია რომ ციგურები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ალბათ შეგიმჩნევიათ ციგურების ცხვირზე პატარა ,,წვეტები” რომელიც ეხმარება მოციგურავეს ნახტომების შესრულებაში. რაც უფრო დიდია ციგურების ცხვირი მით უფრო მეტი ნახტომის შესრულება შეგიძლია.

08929209a8ea

ნახტომები: ნახტომები ყველაზე მთავარი კომპონენტია პროგრამაში. აქსელი, ტულუპი, სალხოვი, ლუთსი, რითბერგერი და ფლიპი. აქედან ყველაზე მთავარი პროგრამაში არის ლუთსი და ტულუპი. ნახტომები ჩათვლილად ითვლება მაშინ როდესაც ნახტომს შეასრულებ ტექნიკურად სწორად და შეასრულებ 2-3 ტრიალს ჰაერში. მამაკაცების ერთეული ნაწილი შეჯიბრებებისას ასრულებენ 4 ტრიალს.

e4bbeb2d303e

ყინული: სტანდარტული ყინულის ზომა არის 70X30. მთლიან მოედანზე არის დასხმული გამოხდილი წყალი რაც უფრო არბილებს ყინულს და უფრო ადვილს ხდის მასზე სრიალს.

საქართველოშიც არის ასეთი ყინული (არაგაბერილი) თუმცა ზომით სტანდარტულ ყინუთან შედარებით სიგრძეში შვიდჯერ ხოლო სიგანეში სამჯერ ნაკლებია 10X10. თუ თქვენც გექნებათ სურვილი ეზიაროთ ულამაზეს სპორტს შეგიძლიათ მიბრძანდეთ: კოსტავას ქუჩაზე ტელეკომპანია ,,მზესთან” სასტუმრო ,,მორკინალის” უკან. ახლა ყინული არ მუშაობს სიცხის გამო მაგრამ შეგიძლიათ სექტემბერში ესტუმროთ.

peace and god bless madd wiwri : )

მსგავსი ამბები

Back to top button