არქივი

შარ-პეი

70b4429dc951

შარ პეი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიშია.ეს დიდი,დანაოჭებული არსება ყველგან ალიაქოთს ტეხს,სადაც კი მივა! მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება – შარ პეი ჩინურად ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. ის ძალიან მშვიდი და საყვარელი ძაღლია და ერთი შეხედვით თითქოს არ იმსახურებს თავის მეორე სახელს – ჩინურ საბრძოლო ძაღლს. თუმცა ამ ძაღლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ძაღლების ორთაბრძოლაში თავისი მოფლაშული, დანაოჭებული ტყავის წყალობით, რომელსაც მეტოქე კბილს ვერ ავლებდა.

ისტორია:

შარ პეის აღმოსავლელი წინაპრები,როგორც ჩანს,ძვ.წ. 206 და ახ.წ. 220 წლების შორის პერიოდიდან მოდიან. ასეთიძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს,რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი,ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია,რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდიოეთ პროვინციებში დაახლ.2000 წლის წინ ბინადრობდა. სზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. 1947 წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარ პეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარ პეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. 1981 წლიდან შარ პეი დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა.

ხასიათი:

შარ პეისთან ყოფნა სახალისოა – ყოველთვის კარგად იქცევა და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა

თვალების პრობლემა:

შარ პეი ზოგადად ჯანმრთელი ჯაღლია, მაგრამ ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა,რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.

ძაღლი-სახლის სიამაყე:

ეს მეტად იშვიათი ჯიში შესანიშნავი სახლის ძაღლია. იგი ძალიან სუფთაა. შარ პეის ლეკვები თვითონვე სწავლობენ, რომ სახლში მოსაქმება არ შეიძლება. ზომა – 45-51 სმ სიმაღლის.

ესეც ცოტა სურათები:

e7bc604eb140

c55122c23a9b

62c3d4138f08

189e128d3dec

c49b65250224

51b0516f7e59

fafff25e5876

წყარო: “ძაღლები” გვ: 136-137

ჩემი პირველი პოსტია და ნუ გამკიცხავთ (ძლივს) :) :) :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button