არქივი

უილიამ შექსპირი – სონეტები (ნაწ.3)

3e5bdddbf1bd

გაგრძელება …

eb2ee317a0ea

31
შენი მკერდიდან მესმის სხატა გულების ფეთქვაც,
მე შენში ვხედავ ჩემს წინანდელ მიჯნურთა სახეს,
შესანდობარი მეგობართა მინდოდა მეთქვა,
მაგრამ წარსულნი შენში მკვდრეთით აღმდგარნი ვნახე.
სამგლოვიარო ცრემლი ღვარად დამიქცევია,
მეგონა მათი საფლავები ხავსმა დაფარა,
მაგრამ ცხედრები სიკვდილს ისევ გამოჰქცევიან
და შენი მკერდი დახვედრია თავშესაფარად.
დღეს ჩემს მიჯნურთა სასაფლაო მხოლოდ შენა ხარ.
შენშია ჩემთვის მათი ხსოვნა და მოგონება,
რაც მე წამართვეს, თურმე შენთვის შემოენახათ,
შენ ჩაგაბარეს გაძარცული ჩემი ქონება.
ყველა შენშია, ვინც ოდესმე ვრაცხავ მშვენივრად
და მეც – იმათი საკუთრება, მხოლოდ შენი ვარ.
eb2ee317a0ea

32
როცა ვიქნები საუკუნო ძილით მძინარი,
სიკვდილის ფერფლი დააყუცებს სულის გოდებას,
მერე თუ შეგვხვდა ჩემი ლექსი ნაცოდვილარი,
შენი მიჯნურის სტრიქონები მოგაგონდება.
მთ შეადარებ, რასაც შექმნის ახალგაზრდობა,
მიხვდები მაშინ – არც კი ღირდა შესადარებლად,
მაგრამ, ძვირფასო, ჩემი ლექსი იმით ფასდება,
რომ მარადიულ სიყვარულის ცეცხლს ატარებდა.
იფიქრე, რომ არ ჩამქრალიყო ჩემი ცხოვრება,
რომ არ გაესწრო აწყვეტილი დროის ჭენებას,
ჩემი ლექსები იქცეოდნენ წინამძღოლებად,
ახალ სტრიქონებს აანათებდა შენი მშვენება.
მგრამ გახსოვდეს, სიცოცხლიგან ვარ გამიჯნული,
ახლებში რითმა დააფასე, ჩემში – მიჯნური
eb2ee317a0ea

33
ათასი ლურჯი რიჟრაჟი მაქვს მოსაგონები,
მთის მწვერვალები – ზეცისაკენ ატყორცნილები,
მნათობის ოქროს ბაგეები – ველს ნაკონები,
და წყაროები – მზის სხივებით დაკოცნილები,
მაგრამ ხანდახან იბურება ზეცის ტატნობი,
შავი ღრუბელი ეხურება ციურ მშვენებას,
მაშინ ცოდვიან დედამიწას სტოვებს მნათობი
და დარცხვენილი დასავლეთში ჩაესვენება.
ერთხელ, ცისკარზე ჩემმა მზემაც გამოაშუქა
და გულდაკოდილს გამიბრწყინა შუბლი მეფურად,
მაგრამ დიდება ბედისწერამ წამით მაჩუქა,
ჩემი მნათობი ლეგა ნისლმა ისევ შებურა.
უსხივოდ დავრჩი, არ ვუჩივი მაინც ბუნებას,
მიწის მზე რა, თუკი ზეცის მზეც იბურება.
eb2ee317a0ea

34
რადგან შევიტყვე, რომ მზიანი დარი გვეწვია,
უმოსასხამოდ გამოველ და გავყევ გზა-შარას,
მაგრამ ღრუბელი ქარ-წვიმებით წამომეწია
და შენი სახეც, მშვენიერი, ნისლმა წაშალა.
თუმცა ბურუსში შენმა სხივმა გამოიარა,
შემისრო სახე, დაკოდილი წვიმის ღარებით,
რა მალამოა, რაიც მხოლოდ არცენს იარას,
მაგრამ ტკივილს ვერ გაიყუჩებ მისი ხმარებით?!
რას მარგებს ახლა, თუკი გული შენც გეკოდება,
მონანიება შენი შვებას ვით შევადარო?!
რა ბედენაა მუხანათის მწარე გოდება,
მისი ნახმლევი თუ ჯვარივით უნდა ვატარო?!
მაგრამ, დაღვრილი მარგალიტად, ცრემლი ნეტარი,
არის განწმენდა ყველა ავი ნამოქმედარის.
eb2ee317a0ea

35
კარგო, ნუ ნაღვლობ, შენი ცოდვა ნუ შეგაწუხებს,
ვარდს ეკალი აქვს, ჩქერებს ქვები გამოჰყვებიან,
მზე და მთოვარე შეუბოჭავთ ღრუბლის მარწუხებს
და ხეთა კვირტების ჭიაღუა დამოყვრებია.
არავინ იცის უცოდველი ქვეყნად არსება,
ესეც ცოდვაა, მოღალატე რომ მეცოდები,
ლექსით რომ ვცდილობ შენი ქცევის შელამაზებას,
ცოდვად რომ ვიდე გამართლება შენი ცოდვების.
მე, ბრალმდებელი, სენს დამცველად გადამაქციე,
მამართლებინებ ავხორცობას – ჩადენილს გუშინ,
როს სამსჯავროზე მე ვატყუნებ ჩემივ საქციელს,
ამ დროს ტრფობა და სიძულვილი იბრძვიან გულში
ცოდვას რომ ვიდებ, დასადნობი, ალბათ არცა ვარ.
ყაჩაღს ვემხრობი, ვინც დამეცა გასაძარცავად.
eb2ee317a0ea

36
დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!
ფიქრით კი გულში სამუდამოდ ჩაგისახლდები,
ჩემი ცოდვები შენ თყ აღარ გაგიზიარე,
ჩემი სირცხვილის მონაწილე აღარ გახდები.
ერთი გრძნობა გვაქვს ჩვენ ორივეს ნასათუთები,
მაგრამ ორივეს საკუთარი დაგვაქვს ვარამიც,
ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ტრფობის წმინდა წუტები
ჟამთა სიავეს არ დარჩება მოუპარავი.
დღეიდან შენი შეხვედრისას ვეღარ ვილალებ,
ვეღარ გავბედავ შენთვის ხელის გამოწოდებას,
შენც უცნობივით ჩამიარე, თუ დამინახე,
სახელი რომ არ შეგიბრალოს ჩემმა ცოდვებმა.
ეს მსხვერპლი იყოს ჩემი გრძნობის გამომსახველი,
შენც ჩემი ხარ და ჩემი არის შენი სახელიც.
eb2ee317a0ea

37
როგორც ალაღებს მოხუც მამას შვილის მარდობა,
ღირსებით სავსე მისი ყრმობის დღენი მჩქეფარე,
მეც არად ვიჩნევ ბედისწერის უკუღმართობას,
რადგან ნუგეშად შენს დიდებას ამოვეფარე.
შენი ნიჭი თუ გვაროვნება, მშვენება შენი,
ან თანშობილი სხვა სიკეთე თუ რამ გქონია,
ყოველი მადლი ბუნებისა გვირგვინად გშვენის,
და მეც ეგ შენი ღირსებები ჩემი მგონია.
მაშ გლახაკივით ქვეყნად რატომ მიმოვეხეტო,
თუ კი შენს ჩრდილში ეს გვემული სული მშვიდდება,
ხომ შემიძლია შენს სიმდიდრეს ჩემად შევხედო,
თუ მაგ დიდების ნარცენებიც მყოფნის დიდებად.
თუკი განგება შენთვის მეტის მოძღვნას ეცდება,
ბედნიერება ჩემი მაშინ გაათკეცდება.
eb2ee317a0ea

38
ნუთუ შენს მუზას შთაგონებად სხვა რამ ენება,
როდესაც ლექსი სუნთქავს შენი სათნო სახებით,
თუმც რა სინდისით შევურაცხყო შენი მშვენება,
უხეშ ქაღალდზე თვითნებური გადმოსახლებით?
შენს თავს უმადლე, თუ მეღირსა შენი წყალობა,
თუ ჩემი ლექსი შენი ქების ღირსად ჩავთვალე
ალბათ მუნჯებიც ახერხებენ შენზე გალობას,
რადგან შენა ხარ შთაგონების წმინდა სათავე.
მელექსეთათვის დღეს მეათე მუზა შენა ხარ,
წინანდელ მუზებს აღარავინ აღარ იგონებს,
საუკუნეთა ქარტეხილი ვეღარ შელახავს
სენი მშვენების სადიდებლად ნაწერ სტრიქონებს.
საუკუნეებს ჩემი ლექსი როცა გასცდება,
შენ იდიადებ, მე კი შრომა დამიფასდება.
eb2ee317a0ea

39
შენი ღირსების ქებათ – ქება გამიჭირდება,
რადგანაც ჩემი ნაწილი ხარ განუყოფელი,
რაში მჭირდება საკუთარი სულის დიდება,
თავი რად ვიქო მთელი ჩემი წუთისოფელი.
ამიტომ მინდა გავიყაროთ, გავხდეთ უბრები,
მინდა შორიდან დავინახო შენი მშვენება,
შენს ღირსებაზე მთელს ქვეყანას ვესაუბრები,
შენი სიშორე შენს ქებაში შემეშველება.
ამ გაშორებით გულმოკლული მე არ ვიქნები,
ეს სიმარტოვე სატანჯველად მე არ მექცევა,
მე უშენობას შემივსებენ შენზე ფიქრები,
ვიცი, შევიძლებ ოცნებებით თავის შექცევას.
განშორებისთვის საყვედური მაინც არ მითხრა,
მე უკეთ ვუმღერ შენს მშვენებას, როცა გაღმით ხარ.
eb2ee317a0ea

40
ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატება,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.
მოხიბლული ვარ და სიავეც არარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.
eb2ee317a0ea

41
შენი ცოდვები, თავგასული შენი ანცობა,
როცა დროდადრო ჩემთვის გრძნობას ვეღარ იმეტებ,
ეპატიება შენს მშვენიერ ყმაწვილკაცობას,
ყოველდღიური ცთუნებებით სავსე იმედებს.
გეტრფიან, რადგან კარგი ხარ და კეთილშობილი,
მოგერიება შემოტევის გიმძიმთ ლამაზებს,
ვიცი ვერ შეძლებ უარის თქმას ქალის შობილი,
თუ თვითონ ქალი საკუთარ თავს შემოგთავაზებს.
ვაგლახ, შენ ჩემი სამფლობელოც აღარ დაინდე,
ვეღარ ალაგმე ჟინი შენი ყმაწვილკაცური,
ისე გალაღდი, ჩემს მიმართაც ვერ ირაინდე
და ასე გატყდა ორი ფიცი, დღემდე დაცული:
მან მიღალატა, ვისაც სატრფოდ ვთვლიდი ამდენ ხანს,
და შენც ვერ ასცდი სამეგობრო ფიცის გატეხას.
eb2ee317a0ea

42
ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებად მაღონებს,
თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,
შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,
რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.
მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:
ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,
მან შეგიყვარა ჩემი გრძნობის მონა ხარ,
მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.
მე თუ დაგკარგე, შენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,
ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე
და, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება,
მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.
მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ,
მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ.
eb2ee317a0ea

43
როს თვალებს ვხუჭავ თვალხილული ვხდები მაშინვე,
დღისით ვბრმავდები ,როცა ვუცქერ ამ საუკუნეს,
დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს,-
შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს .
ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება ,
ღამის აჩრდილნიც შენს სხივებში ჩანან მზესავით,
დღისით კი ,ალბათ,მზესაც ჯაბნის შენი ხატება ,
ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი.
გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება ,
დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება,
ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება,
შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება.
დღე მიბნელდება ,თუ ვერ გნახე სადიადებლად
და ღამეები გადმექცნენ განთიადებად.
eb2ee317a0ea

44
ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,
ვერ დავაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,
ვერ მომქანცავენ გზებზე გადახვეული
და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.
ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,
თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,
ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,
გაფიქრება და – სადაც გინდა გადაფრინდები.
ერთი დარდი მკლავს – ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,
შორით წასულო, ფრთები შენთან ვერარ გამაჩენს,
წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ცემი არსებით
და მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.
რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,
რადგან წყალი ვარ, წყლად დავრცები, ცრემლად დაღვრილი
eb2ee317a0ea

45
ჰაერი წმინდა, ცეცხლი წმინდა – ორი კავშირი
გამოგვიგზავნე, ვით მუდმივი ორი მსახური.
შენ შემოგწირე სანახევდროდ სული დაშლილი:
ჰაერი ფიქრად, ცეცხლი ვნებად გარდასახული.
როცა ორივეს შენ გიგზავნი ტრფიალის ელჩად,
ვგრძნობ, ჩემი სულის ნახევარი როგორ მომაკლდა,
სიცოცხლის ოთხი კავშირიდან ორიღა შემრჩა
და გაძარცული დავემსგავსე ნამდვილ მომაკვდავს.
ასე მგონია ბედი შავად გამმრუდებია,
თქვენც, დარჩენილო იმედებო, ჩანხართ ობლებად,
მაგრამ ელჩები შორეთიდან კვლავ ბრუნდებიან,
ჩემი მიჯნურის კარგად ყოფნის მახარობლებად.
ვღაღადობ, დაბრუნდნენ, არესრულეს თავის მიზანი,
მაგრამ, ვაგლახ, რომ ხვალ ორივეს გამოგიგზავნი.
eb2ee317a0ea

46
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეძლეს შენი გაყოფა ,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეთილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:
ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუტრებად დარჩა სენი გულისნადები,
eb2ee317a0ea

47
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა,
დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ,
ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა,
ხან გული იწყებს უშენეობით ოხვრა გოდებას,
და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება,
გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს,
თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება,
ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს.
ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო,
გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რცები მარადჟამს;
საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო,
ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად.
როცა ვიძინებ, სენი სახე თვალთ მეხატება,
გულს აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება.

48
როცა შორს მივალ, საგანძურის მალვას ვუნდები,
მშვიდად ვიქნები, რადგან განძი სკივრში იდება.
მიყვარს, როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები
და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.
მაგრამ ძვირფასო, როგორ შევძლო შენი შენახვა?!
თუმც მირჩევნიხარ უძვირფასეს თვალ-მარგალიტებს,
ჩემი ლხენა ხარ, ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ,
გტოვებ და ვიცი, ავაზაკებს ვერ აგარიდებ.
შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი,
მკერდში დაგმალე, სანდო სკივრად სხვა რა ვინატრო,
შიგ ხარ ნებივრობ, ხან წახვალ და გადიხვეწები,
ან იქნებ ვცდები და ჩემს გულში არც კი ბინადრომ.
მოგიპარავენ, მე ხომ ვიციქვეყნად რა ხდება,
შენ თუ გიხილა, ანგელოზიც ქურდი გახდება.
eb2ee317a0ea

49
იმ დროისათვის, – თუ ოდესმე შევესწარ იმ დროს,
თუ ჩემი ნაკლი შესამჩნევი გახდა შენთვისაც,
თუ შენი გრძნობაც მიღალატებს და გულიც მიმტრობს,
სტროფის აღსასრულს ეგ გონებაც თუ შეეთვისა.
იმ დროისათვის, თუ ოდესმე ჩამივლი ცერად,
თუ დღევანდელი სიყვარული იქცა მზაკვრობად,
თუ გულცივობით შეგეცვალა მზიური მზერა,
თუ გამართლებაც მოუნახე გრძნობის გაქრობას,
იმ დროისათვის დღესვე ვსწავლობ ტანჯვის ატანას,
და რადგან ვიცი ფასი ჩემი ზნის და უნარის,
მზად ვარ საკუთარ განაცენის გამოსატანად,
რომ ხალხის თვალში შენ არ დარჩე გასამტყუნარი.
შენი ღალატი არ დამრჩება იარად,
რადგან მე ტრფობის ღირსი არა მაბადია რა!
eb2ee317a0ea

50
რა უმწყალოდ გამწყობია ბუნების მადლი,
სხეული ჩემი დაუქანცავს გზასაც სრულიად,
შენს თავს მაშორებს დაძლეული ყოველი ადლი
და ვიცი ეს დღე ხეტიალის დასასრულია.
ჩემი ცხენიც ხომ მერანია, როცა მხნედ არი,
ახლა კი უმძიმს ჩემ სევდია ამაოდ ტარება,
იცის აღარსად მიიჩქარის მისი მხედარი,
რადგან უსენოდ არ არსებობს გამოდარება.
ცხენს არ აღელვებს, როცა რისხვის ნაპერწკლებს ვკვესავ,
ხმასაც არ იღებს, ფერდში დეზი თუ არ ესობა,
და როს, ჟამიჟამ, აღმოხდება მწუხარე კვნესა,
ჩემს დაჭრილ სულსაც დაეტყობა უარესობა.
რადგანაც ვიცი, რას მაუწყებს პირუტყვი ამ ხმით:
“წინ ნაღველი და სიბნელეა, მზე დარჩა გაღმით”
eb2ee317a0ea

51
თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი, არ ვსაყვედურობ,
აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,
იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროს.
შენგან მივდივარ, შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!
დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,
ალბათ, ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,
მაშინ შურდულიც, ალბათ, ზანტად მომეჩვენება
და მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.
თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,
ჩემი სურვილი, ვიცი, გზაში არ დამაყოვნებს,
თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,
მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.
თუ ფეხს ითრევდა, როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,
ახლაც იაროს, მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა
eb2ee317a0ea

52
იმ მდიდარს ვგევარ, საგანძურს რომ თავზე აკვდება,
თანაც ყოველ ჟამს შეუძლია სკივრის გაღება,
მაგრამ სიხშირით ნეტარება რადგან ბლაგვდება,
თავს იკავებს და თავდაჭერა ეამაყება.
დღესასწაულიც გვხიბლავს თავის იშვიათობით
და ამიტომაც მობეზრება აღარ უქადის,
არც გულქანდაში აასხამენ ალმასს ათობით,
რომ ამ სიხშირით არ დაკარგონ ეშხი გულქანდის.
ჩვენ რომ გვაშორებს დრო, იმ მდიდრის სკივრს ედარება,
ამიტომ, ვიცი, არასოდეს არ მომწყინდები,
და არ არსებობს უმაღლესი სხვა ნეტარება,
როცა უეცრად შენ ჩემს თვალწინ ამობრწყინდები.
ჩემდენ სიხარულს ქვეყანაზე ნეტავ ვინ იტანს: –
შენთან ყოფნითაც ვნეტარებ და მოლოდინითა
eb2ee317a0ea

53
ნეტავ ვიცოდე, რისგან ხარ ნაქანდაკარი,
ძეხორციელს ხომ მხოლოდ ერთი ჩრდილი დაყვება?
არავის ახსოვს საოცრება, ალბათ, ამგვარი –
შენ რომ უთვალავ ჩრდილად დაგდევს შენი სახება.
შენი მნახველის მზერას აღარ ელამუნება
დღეს ადონისის წმინდა სახე, მხატვრის ნათალი,
თითქოს ელენეს დააფრქვი მადლი ბუნებამ,
მაგრამ შენა ხარ ელინური მისი ბადალი.
გაზაფხულზე რომ ვერ შორდება თვალი განთიადს,
შემოდგომაზე რომ გვიტაცებს უხვი ბარაქა,
ეს ყველაფერი შენი სახის მკრთალი ლანდია,
თვითონ მშვენებაც შენს სიტურფეს მაინს არა ჰგავს.
შენ გარეგნობას მოსახელე ბევრი ჰყოლია,
შენი გული კი, ჯერ არავის გამოჰყოლია.
eb2ee317a0ea

54
მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება,
ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად,
ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება,
რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს.
ასკილის ბუჩქი ანთებული რად არ მიზიდავს,
ქვეყნად ხომ მისი უშნოობაც არავის უთქვამს,
ვარდს ემსგავსება ეკლითაც და სიყრმიზითაც,
როდესაც კვირტებს დაუხეთქავს ზაფხულის სუნთქვა.
ასკილი მართლაც გარეგნული ფერებით ბევრს სჯობს
და იერითაც ხომ წააგავს ვარდის სახებას,
მაგრამ ის კვდება და სიკვდილით სიცოცხლეს ვერ შობს,
მკვდარი ვარდი კი სურნელებად გარდისახება!
სატრფოც დაჭკნება, დღეს რომ ასე ვხედავ მოხდენილს,
მაგრამ ჩემს ლექსში მისი სული მზედ აღმოხდების!
eb2ee317a0ea

55
როცა მეფეთა აკლდამებიც წარიხოცება,
ვერ აღუდგება ლექსის ძალას დრო და განგება,
ჩემს სტრიქონებში იკიაფებ, როგორც ოცნება,
ოდეს დრო – ჟამის ხავსით ქვებიც დაიჟანგება.
ქანდაკებებსაც გადაბუგავს ომის სახმილი,
გაცამტვერდება ხუროთმოძღვრის ნამოღვაწარიც,
შენ კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებს მარსის მახვილი,
შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი.
თვითონ სიკვდილმა ვერ შეწყვიტოს შენი ცხოვრება,
ვერ მოგერიოს სიძულვილით ბედი მსახვრელი,
შენი სახელი კაცთა მოდგმას ემახსოვრება,
განკითხვის დღემდე იდიადებს შენი სახელი
დღე უზენაეს განკითხვისა სანამ დადგება,
შენ საცხოვრისად ჩემი ლექსი გამოგადგება.
eb2ee317a0ea

56
განახლდი ტრფობავ! სად დაკარგე სული მაღალი,
ნუთუ შიმშილი შენზე უფრო გახდა დიადი,
ნუთუ სიყვარულს ვერ აღზევებს ძალა ახალი,
თუკი შიმშილსაც ხვალ თავიდან უნდა ხმიადი.
მიძინებულო სიყვარულო, უნდა განახლდე!
არ მოაჩლუნგო შენი ძალა გასაკვირელი,
შენი თვალები სადღეისოდ თუმცა დანაყრდნენ,
მიჯნურის ხილვა ხვალაც იყოს შენთვის პირველი.
ვით ნაპირები, ოკეანით გამიჯნულები,
განშორებათა ყველა წამი ზღვას ედარება.
თუმცა ერთმანეთს დააშორა მან მიჯნურები,
მათ ხვალინდელი შეხვედრების სწამთ ნეტარება.
როცა ზამთარი ბაღებს მოსრავს, გაშლილს ედემად,
ზაფხულის მოსვლას უფრო მეტი ფასი ედება.
eb2ee317a0ea

57
მონა ვარ შენი. მორჩილებაც მონური მმართავს,
მმართავს ლოდინი, რომ ვიხილო შენი სახება,
შენს კართან მდგომი,საქმეს ჩემსას,თავს ვეღარ ვართმევ,
რადგან ყოველ წამს ველი შენგან გამოძახებას.
თუკი არ მიხმობ, საყვედური არ წამომცდება,
თუმც უშენობას მირჩევნია უსინათლობა,
არ დაგამადლი, არც მოლოდინის, არცა მოცდენას,
და თუ დამითხოვ, მაშინაც კი გეტყვი მადლობას.
ეჭვიანობის აფეთქებას გულშივე ვიქრობ,
თუმცა ვინ იცის ეგ ლაღობა გაწევს ცოდვებად,
მწუხარე მონა, შენს ლოდინში მხოლოდ ერთს ვფიქრობ,
ვისთანაც შენ ხარ, ბედნიერი მას ეწოდება.
თვალნი დამივსო სიყვარულით, ალბათ, გამჩენმა,
სიავე შენი მე სიკეთედ რომ მომაჩვენა.
eb2ee317a0ea

58
მაღალმა ღმერთმა მე შენს მონად რადგან მაქცია,
დე, დამიფაროს, შევამოწმო შენი ცხოვრება,
მუდამ მორჩილად მოგიწონებ ყველა საქციელს,
მე რომ მონა ვარ, ეს ყოველთვის მემახსოვრება.
ნება მომეცი, ავიტანო ტანჯვა წყეული,
მე სიმარტოვე მომისაჯა, ალბათ, ბუნებამ,
დაგელოდები, მოთმინებას შენგან ჩვეული,
და არასოდეს არ გავბედავ შენს გამტყუნებას,
აღარასოდეს მომინდება შენ დაძრახვა,
ვისთანაც გინდა, იქ ატარე ჟამი, ნეტარი,
შენ უფლება გაქვს აისრულო ყველა განზრახვა
და პატიო თავს შენივე ნმოქმედარი.
ჩემი ხვედრია ეს ლოდინი ჯოჯოხეთური,
არ უნდა დამცდეს სამდურავი და საყვედური.
eb2ee317a0ea

59
თუ არაფერი არ იქმნება ქვეყნად ახალი
და თუკი ზეცაც არ შეცვლილა დასაბამიდან,
მაშინ სიახლეს რად დაეძებს ფიქრი მაღალი,
ერთხელ შობილი რატომ ვშობოთ ისევ თვიდან?!
მივბრუნდეთ უკან, გავიაროთ წლები წარსული,
ხუთას მზის ჩასვლას გადავევლოთ ოცნებით თავზე,
ვიპოვოთ წიგნი, სიძველისგან ფერგადასული:
იქნებ იქ ვნახოთ შენი სახე მშვენებით სავსე.
მაშინ მომითხრობს დამტვერილი წიგნის ფურცელი,
ვით ადიდებდნენ სილამაზის გასხივოსნებას,
ჩვენი სამყარო ძველებურად დარჩა უცვლელი,
თუ გავასწარით წინაპრების ფიქრს და ოცნებას.
წარსულშიც ბევრი მოთაყვანე იყო მშვენების,
მაგრამ სად იყო სილამაზე წინათ შენებრი?!
eb2ee317a0ea

60
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,
ჩევნი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,
წუტებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი
და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,
სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,
შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს
და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,
ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,
მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად
და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.
მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,
ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.
eb2ee317a0ea

61
შენი ბრალია, რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს,
რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარმორეულები?
რატომ მარგუნე ამ ნანატრი ძილის გატეხა,
რად მომისიე შენი ავი ორეულები?!
იქნებ მესტუმრა შენი სული ასე შორიდან
და ჩემს ღამეულ ნამოქმედარს ფხიზლად ჯაშუშობს,
რომ საშინელი რამე ცოდვა შეთხზას ჭორიდან
და შენი იჭვი ადრინდელი არ მოაშუშოს!..
თუმცა ვინ მისცა შენს სიყვარულს ძალა ამხელა?
ძილს საკუთარი სიყვარული მიტეხს მარადჟამს,
მან მაიძულა ამ უძილო თვალთა გახელა
და ჩემმა ტრფობამ დამაყენა ღამის დარაჯად…
ეს უძილობა შენს სიყვარულს არ გამოსახავს,
რადგან ყველასთან ახლობლობ და ჩემგან შორსა ხარ!..
eb2ee317a0ea

62
ცოდვა დამედო, – შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შექმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.
eb2ee317a0ea

63
როცა ჩემს მიჯნურს ჟამი აქცევს ჩემებრ ბეჩავად,
როცა ბუნება შეიწირავს სატრფოს მშვენებას,
როდესაც სისხლი დაშრება და მისი მზე ჩავა,
სახედაღარულს ვერარავინ მიეშველება.
ღამის უფსკრულში მისი დილა გადიჩეხება,
გვირგვინს წაართმევს, სილამაზის მეფეს განგება,
მშვენიერება ვერ გაუძლებს ჟამის შეხებას
და გაზაფხული უგზო – უკვლოდ გადიკარგება.
მე იმ დღისათვის აქედანვე ვიწყებ მზადებას
და ვიცი, დროის ბასრი ცელი სატრფოს არ ავნებს,
სიკვდილის მერეც გადარჩება მისი ხატება,
მე თუ ახლავე ავუშენებ ციხე – გალავნებს.
სავი სტრიქონი სეინახავს სატრფოს დიდებას,
ჩემი ლექსიდან ის მზესავით ამობრწყინდება.
eb2ee317a0ea

64
როდესაც ვხედავ, დროის ხელმა როგორ დაღალა
გარდასულ წელთა საამაყო დიდებულება,
ციხე-კოშკებსაც აცამტვერებს ჟამი ხანდახან,
უკვდავ ბრინჯაოს მრისხანებით ამსხვრევს ბუნება.
ვხედავ, მშიერმა ოკეანემ მიწა დაფარა,
და ტალღებს ვხედავ სამეფოთა თავზე გადავლილს,
ვხედავ, ხმელეთი სტიქიონებს ართმევს ნაპარავს
და ძარცვა-გლეჯით დაგროვილა ქვეყნად ნადავლი.
როდესაც ვხედავ, ქვეყნებს ანგრევს დროის ურჩხული,
ვხედავ უმძლავრეს სახელმწიფოს დაშლა-დაცემას,
მაშინ მომესმის ნანგრევების ჩუმი ჩურჩული:
მოვა სიკვდილი ჩემი სატრფოს გასატაცებლად.
მეც სიკვდილივით მაშინებენ შენზე ფიქრები
და სული გოდებს, რომ ოდესმე აღარ იქნები.
eb2ee317a0ea

65
ო, თუკი სპილენძს, ოკეანეს და დედამიწას
დრო ულმობელი სასაფლაოს კართან მოდენის,
სიკვდილისაგან სილამაზეს ვინღა დაიცავს,
დროს რას დააკლებს მისი ძალა, ვარდისოდენი.
ზაფხულის სუნთქვა, უნაზესმა, ვით აიტანოს
მოიერიშე დღეთა მძლავრი ქარტეხილები,
როცა ინგრევა მიუწვდომელ კლდეთა პიტალო,
რკინის ჭიშკრები, ჟამის ხელით დატეხილები.
ფიქრო საზარო, სიტურფეა გადასარჩენი,
დროის მარგალიტის დროის რისხვა რად ემტერება,
ვინ შეაჩეროს ჟამის სრბოლა მძლავრი მარჯვენით,
ან ვინ აკრძალოს სილამაზის გაცამტვერება.
ვერვინ შესწყვიტოს სილამაზის გადაშენება,
მხოლოდ მელანი შეინახავს სატრფოს მშვენებას.
eb2ee317a0ea

66
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარცევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
eb2ee317a0ea

67
შენ რატომ უნდა არსებობდე ამ ბინძურ დროში?
რომ შეძლო ყველა სიმახინჯის გაბათილება,
ქვეყნის ცოდვები რომ დაფარო მშვენეის დროშით,
ცამ სენი შექმნა ამისათვის, ალბათ, ინება.
ყალბი ყალამით რატომ ვხატოთ შენი მშვენება,
მკვდარ ხელოვნებას რა ხელი აქვს ცოცხალ ფერებთან,
ხელოვნურ ვარდებს არ სჭირდება დღეს გაშენება,
არ დაგტყობია ნამდვილ ყვავილს ჯერ დაბერება.
ვიცი, რატომაც გაგაჩინა ქვეყნად ზეცამან,
რომ იციაგონ კვლავ ფერებმა წარხოცილებმა,
რომ შენ შემყურე წუთისოფელს ისევ ეწამა
უკვე გარდასულ ხელოვნეის აღორძინება.
ახლა შენა ხარ გაძარცული ქვეყნის ქონება,
დიდებით სავსე გუშინდელი დღის მოგონება.
eb2ee317a0ea

68
მისი სახება დაგვრჩა წარსულ დღეთა სურათად,
როცა ყვაოდა სილამაზე ნამდვილ ვარდებად,
როცა სიყალბე ქვეყნად ლაღად არ დასცურავდა.
და არ იცოდნენ ცოცხალ სახის შეფერადება.
როს ლამაზმანებს, ამ ქვეყნიდან უკვე წასულებს
თმას არ აჭრიდნენ არც აშკარად, არც ნაპარავად,
მკვდარი დალალით არ მოსავდნენ ცოცხალ ასულებს
მათი ცოცხალი დალალეის დასაფარავად.
მისი ხმა თითქოს იმ ნანატრი მხრიდან გაისმის,
უზადოა და ბუნებრივი მთელი არსებით,
სხვის ყვავილობას არ სესხულობს მისი მაისი
და არ ერთობა სილამაზის შელამაზებით.
მის სინატიფეს ყველაფრისგან იცავს ბუნება,
რომ აწმყომ ნახოს წარსულ დღეთა დიდებულება.
eb2ee317a0ea

69
შენს გარეგნობას ნაკლი არც კი მოენახება,
ყველას ატყვევებს მაგ ნაძერწი სახის დიდება,
შენთვის არავინ არ იშურებს ხარკის გაღებას.
ქება – დიდებას შენი მტერიც არ ერიდება.
გარეგან სახეს გარეგნულად აქებენ მხოლოდ.
ბევრ შენს მეხოტებს გულში თურმეიჭვი სდებია,
და მაგ სახელის შარავანდედს ეღება ბოლო,
როცა შენს სულის სიღრმეებში იჭვრიტებიან.
ფიქრობენ სულიც მათთვის ნათლად გამოკვეთილა,
რადგან იციან შენი ზოგი ნამოქმედარი,
არამზადები გიყურებენ ვითომ კეთილად,
შმორით იცვლება სურნელება მართლაც ნეტარაი…
ვეღარ ახერხებ სულიც სახეს რომ დაამგვანო,
რადგან დაცურავ უნიჩბოდ და უიალქანოდ.
eb2ee317a0ea

70
რომ გაგინებენ, მას, ჩემო, რად ვერ ეჩვევი,
ჭორი ხომ მუდამ სილამაზის იყო მხლებელი,
მშვენიერებას სამკაულად დააქვს ეჭვები
და ცის სილურჯეც ყვავს არ დარჩა ხელუხლებელი.
ვერა გაგაკლოს, ღირსეული თუკი დაეჩა ხელუხლებელი
ვერა დაგაკლოს,ღირსეული თუკი დარჩები,
შენი სახელლი ჭორმა მხოლოდ განადიადოს,
ჭიაღუასაც ხომ იზიდავს კვირტი ნარჩევი
და შენ კვირტი ხარ, სილამაზევ, საგანთიადო!
თუმც გიძლევია საფრთხეები ყმაწვილკაცური,
გიზეიმია ცდუნებებთან ომის მოგება,
შენი სახელი ამ ბრძოლებში წმინდად დაცული
მაინც სუსტია შავი შურის დასაოკებლად.
და ოდნავ რომ არ გიბღალავდეს სახელს სოფელი,
გულთა სამყარო დაგრჩებოდა განუყოფელი.
eb2ee317a0ea

გაგრძელება იქნება : ( + დაემატება 30 სონეტი)
fa61b4d8d454

მსგავსი ამბები

Back to top button