საკითხავისასარგებლო

მსოფლიოს მოსახლეობა

Univers :(

ჩვენს პლანეტაზე 2010 წლის ივნისში, მოსახლეობის რაოდენობა 6,825,900,000-ზე მეტია, შეერთებული შტატების ბიუროს აღწერის მიხედვით და ყოველ 5 დღეში კიდევ მილიონი იბადება. ახლა მსოფლიოში 10-ჯერ მეტი ადამიანია, ვიდრე 400 წლის წინ იყო. მოსახლეობის ზრდის ტემპის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მსოფლიოში მოსავლიანობის გაზრდა, ცხოვრების პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისი წყალობითაც გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამასთან, შობადობის დონე მსოფლიოს ბევრ ნაწილში კვლავინდებურად მაღალია. დემოგრაფთა შეფასებით, თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, 2200 წლისთვის, შესაძლოა, 20 მილიარდ კაცს მიაღწიოს. ამჟამად მოსახლეობის ზრდა იმ ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომელთა მრეწველობა და ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის განვითარებული.

შობადობის ტემპის მიხედვით ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სადაც განვითარებული მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების უმეტესობა შედის, ძალზე ჩამორჩება აზიასა და აფრიკას, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას.

ქვეყანა მოსახლეობა↓ თარიღი↓ % მსოფლიოს მოსახლეობიდან↓

1 ჩინეთი 1,338,010,000 11 ივნისი, 2010 19.6%

2 ინდოეთი 1,181,790,000 11 ივნისი, 2010 17.31%

3 ამერიკის შეერთებული შტატები 309,473,000 11 ივნისი, 2010 4.53%

4 ინდონეზია 231,369,500 3.39%

5 ბრაზილია 193,037,000 11 ივნისი, 2010 2.83%

6 პაკისტანი 169,724,500 11 ივნისი, 2010 2.49%

7 ბანგლადეში 162,221,000 2009 2.38%

8 ნიგერია 154,729,000 2.27%

9 რუსეთი 141,927,297 1 იანვარი, 2010 2.08%

10 იაპონია 127,530,000 1 დეკემბერი, 2009 1.87%

11 მექსიკა 107,550,697 1.58%

12 ფილიპინები 92,226,600 2009 1.35%

13 ვიეტნამი 85,789,573 1 აპრილი, 2009 1.26%

14 გერმანია 81,882,342 31 მარტი,2009 1.2%

15 ეთიოპია 79,221,000 ივლისი, 2008 1.16%

16 ეგვიპტე 78,357,000 11 ივნისი, 2010 1.15%

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close