გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველა თვის 24 რიცხვის დღის მოვლენები


მთელი წლის 24 რიცხვის მოვლენები…

იანვარი-თებერვალი-მარტი-აპრილი-მაისი-ივნისი-ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი

24 იანვარი

დღის მოვლენები
41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა.
1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს.
1742 : ჩარლზ VII ალბერტი ხდება წმინდა რომის იმპერატორი.
1848 : კალიფორნიის ოქროს ცხელება – ჯეიმს მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან პოულობს ოქროს.
1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას.
1918 : სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრეგორიანული კალენდარი შემოიღეს.
1922 : ქრისტიან ნელსონი აპატენტებს ესკიმოს ნაყინს.
1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში დაიწყო ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები.
1924 : სანქტ-პეტერბურგს დაერქვა ლენინგრადი.
1927 : რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი უშვებს თავის პირველ ფილმს, “ამაოებათა ბაღი”, ინგლისში.
1945 : საბჭოთა ჯარები ანთავისუფლებენ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს პოლონეთში.
1984 : პირველი ეპლ მაკინტოში გამოდის გასაყიდად.
2008 :
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი სოსიეტე ჟენერალის განცხადებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუშვებელი გარიგებებით ბანკს €4,9 მილიარდი დააკარგვინა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გადადგა სენატში ხმათა უმრავლესობის დაკარგვის გამო.
ბორის ტადიჩი სერბიის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ახალი მთავრობის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.

ამ დღეს დაბადებულნი

76 : ადრიანე – რომის იმპერატორი.
1732 : ბომარშე, პიერ – ფრანგი დრამატურგი.
1888 : ჰაინკელი, ერნსტ – გერმანელი ავიაკონსტრუქტორი.
1889 : რამკე, ჰერმან-ბერნჰარდ – გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
1961 : კინსკი, ნასტასია – ფრანგი კინიმსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1125 : დავით აღმაშენებელი – საქართველოს მეფე (დ.1073)
1336 : ალფონსო IV – არაგონიs მეფე
1857 : გულისაშვილი, ზაქარია – ქართველი მწერალი და პუბლიცისტი
1900 : წერეთელი გიორგი – ქართველი მწერალი
1911 : კოტოკუ დენძირო – იაპონიის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი (დ.1871)

24 თებერვალი

დღის მოვლენები
303 : გალერიუსი, რომის იმპერატორი, აქვეყნებს ედიქტს, რომლითაც ქრისტიანების დევნა იწყება.
1466 : ბელგიაში ჩატარდა პირველი ცნობილი ლატარეა, რომლის ორგანიზატორიც იყო მხატვრის იან ვან ეიკის ქვრივი.
1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გამოაქვეყნა გრიგორიანული კალენდარი.
1848 : საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპი ტახტიდან გადადგა.
1918 : გამოცხადდა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
1920 : დაარსდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია.
1942 : რადიოსადგურის ამერიკის ხმის ეთერში პირველად გასვლა.
1946 : არგენტინის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ხუან პერონი.
1997 : ირანში და თურქმენეთში მოხდა ძლიერი მიწისძვრა.
2008 : სახალხო ძალაუფლების ეროვნული ასამბლეა კუბის პრეზიდენტის პოსტზე ფიდელ კასტროს შემცვლელად ერთხმად უჭერს მხარს მის ძმას — რაულ კასტროს.

ამ დღეს დაბადებულნი
1304 : იბნ ბატუტა – არაბი მოგზაური
1500 : კარლ V – საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
1786 : გრიმი, ვილჰელმ – გერმანელი ფილოლოგი, ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი
1943 : ჰარისონი, ჯორჯ – ინგლისელი გიტარისტი, ბითლზის წევრი
1955 : პროსტი, ალენ – ფრანგი ფორმულა 1-ის მრბოლელი
1955 : ჯობსი, სტივ – ამერიკელი მრეწველი, ეპლ კომპიუტერის ერთ-ერთი დამაარსებელი

ამ დღეს გარდაცვლილნი
1810 : კავენდიში, ჰენრი – ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი
1815 : ფულტონი, რობერტ – ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი
1856 : ლობაჩევსკი, ნიკოლოზ – რუსი მათემატიკოსი
1975 : ბულგანინი, ნიკოლოზ – სსრკ-ის პრემიერ-მინისტრი
2001 : შანონი, კლოდ – ფრანგი მათემატიკოსი

24 მარტი

დღის მოვლენები
1603 : ინგლისის დედოფალი ელისაბედ I გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა ჯეიმზ I.
1882 : რობერტ კოხმა გამოაქვეყნა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენა.
1999 : ნატოს საჰაერო ძალებმა იუგოსლავიის ტერიტორია დაბომბეს.
2005 : ბიშკეკში დაიწყო შეირაღებული უწესრიგობები, დარბევები, მაროდიორობა. პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ამ დღეს დაბადებულნი
1494 : აგრიკოლა, გეორგ – გერმანელი ექიმი და მინერალოგი
1884 : დებაი, პეტერ – ჰოლანდიური წარმოშობის გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ფიზიკოსი
1893 : ბაადე, ვოლტერ – გერმანელი ასტრონომი
1904 : დოლიძე, ოლღა – ქართველი ესტრადისა და თეატრის მსახიობი
1944 : კოშტუნიცა, ვოისლავ – იუგოსლავიის უკანასკნელი პრეზიდენტი

ამ დღეს გარდაცვლილნი
809 : ჰარუნ ალ-რაშიდი – ხალიფა აბასიანთა დინასტიისა
1603 : ელისაბედ I – ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1559-1603 წლებში
1794 : ებერი, ჟაკ რენე – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე
1905 : ვერნი, ჟიულ – ფრანგი მწერალი-ფანტასტიკოსი
1916 : გრანადოსი, ენრიკე – ესპანელი კომპოზიტორი
1948 : ჰიერტენი, ზიგრიდ – შვედი მხატვარი
1953 : რუნდშტეტი, გერდ ფონ – გერმანელი სამხედრო მოღვაწე

24 აპრილი

დღის მოვლენები
ძვ. წ. 1184 : ბერძნები შეაღწიეს ტროაში ტროას ცხენის გამოყენებით.
1965 : აშშ-მ დაიწყო სამხედრო ინტერვენცია დომინიკელთა რესპუბლიკის მიმართ
1968 : მავრიკი გახდა გაეროს წევრი
1970 : გამბია გამოცხადდა რესპუბლიკად
2007 : მზის სისტემის გარეთ, სასწორის თანავარსკვლავედში აღმოჩენილ იქნა დედამიწის მსგავსი პლანეტა გლიზე 581c.

ამ დღეს დაბადებულნი
1856 : პეტენი, ანრი ფილიპ – ფრანგი სამხედრო მოღვაწე
1866 : კალისტრატე – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1867 : ბალანჩივაძე, ვასილ – ქართველი მსახიობი.
1876 : რედერი, ერიხ – გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
1903 : ბელიაშვილი, აკაკი- ქართველი მწერალი
1910 : ანანიაშვილი, გიორგი – ქართველი ენერგეტიკოსი
1933 : ჭეიშვილი, რეზო – ქართველი მწერალი
1942 : სტრეიზანდი, ბარბრა – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი
1731 : დეფო, დანიელ – ინგლისელი მწერალი
1931 : კლდიაშვილი, დავით – ქართველი პროზაიკოსი
1966 : ჩიქოვანი, სიმონ – ქართველი პოეტი.
1967 : კომაროვი, ვლადიმირ – რუსი კოსმონავტი

24 მაისი

დღის მოვლენები
1218 : მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა იწყება.
1626 : პეტერ მინუიტმა ინდიელებისგან მანჰეტენი იყიდა.
1689 : ინგლისის პარლამენტმა მიიღო ტოლერაციის აქტი პროტესტანტების დასაცავად (კათოლიკები განზრახ არ იყვნენ ნახსენები).
1798 : ირლანდიელების აჯანყება იწყება ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ.
1832 : ლონდონის კონფერენციაზე საბერძნეთის პირველი სამეფო გამოცხადდა.
1844 : სემუელ მორზემ შეტყობინება “რაც ღმერთს უქმნია” (ციტირება ბიბლიიდან, #23:23) ვაშინგტონის უზენაესი სასამართლოდან გაუგზავნა ბალტიმორში, მერილენდი, საკუთარ თანაშემწეს. (მორზეს კოდით გადაიცა პირველი ინფორმაცია).
1881 : თურქეთმა თესალია და არტა საბერძნეთს დაუთმო.
1883 : 14-წლიანი მშენებლობის შემდეგ ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდი გაიხსნა მგზავრთათვის.
1893 : ნიაგარას ჩანჩქერის პარკი და რივერ რეილუეი გაიხსნა ონტარიოში.
1899 : აშშ-ის პირველი საზოგადოებრივი სამანქანო სადგომი გაიხსნა ბოსტონში, მასაჩუსეტსი.
1911 : ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1915 : პირველი მსოფლიო ომი: იტალიამ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუოცხადა.
1940 : იგორ სიკორსკიმ წარმატებით განახორციელა ერთროტორიანი შვეულმფრენით ფრენა.
1949 : საბჭოთა კავშირმა დაასრულა ბერლინის 11-წლიანი ბლოკადა.
1956 : ევროვიზიის პირველი სიმღერის კონცერტი ჩატარდა ლუგანოში, შვეიცარია. მასპინძელი ქვაყანა გამარჯვებული დარჩა.
1976 : კონკორდი იწყებს ფრენას რეისით ლონდონი-ვაშინგტონი.
1993 : ერიტრეა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
2000 : ისრაელის ჯარები გამოდის სამხრეთ ლიბანიდან 22-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.
2002 : რუსეთი და აშშ ხელს აწერენ მოსკოვის ხელშეკრულებას.
2009 :ბრიტანელი ავტომრბოლელი ჯენსონ ბატონი ფორმულა 1-ის 2009 წლის მონაკოს გრან-პრის მფლობელი გახდა.
ცაჰიაგინ ელბეგდორჟი დემოკრატიული პარტიიდან, მონღოლეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
ავსტრიულმა ფილმმა „თეთრი ბაფთა“ ოქროს პალმის რტო მიიღო 62-ე კანის კინოფესტივალზე.

ამ დღეს დაბადებულნი
15 : კალიგულა – რომის იმპერატორი
1686 : ფარენჰეიტი, გაბრიელ დანიელ – გერმანელი ფიზიკოსი.
1743 : მარატი, ჟან-პოლ – ფრანგი რევოლუციონერი.
1753 : კრომველი, ოლივერ – ინგლისელი მოღვაწე
1810 : გაიგერი, აბრაჰამ
1819 : ვიქტორია – დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1837-1901 წლებში.
1899 : ამაღლობელი, სერგო – ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.
1903 : ხაჩატურიანი, არამ – სომეხი კომპოზიტორი.
1905 : შოლოხოვი, მიხაილ – საბჭოთა ეპოქის მწერალი.
1941 : დილანი, ბობ – ამერიკელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1543 : კოპერნიკი, ნიკოლოზ — პოლონელი მეცნიერი.
1776 : იოსები — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1792 : ლენცი, იაკობ მიხაელ — გერმანელი პოეტი
1959 : დალესი, ჯონ — აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე
1974 : ელინგტონი, დიუკ — ამერიკელი პიანისტი
1995 : უილსონი, ჰაროლდ — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

24 ივნისი

დღის მოვლენები
972 : ცედინიას ბრძოლა – პოლონელთა ძალების პირველი დოკუმენტურად აღწერილი გამარჯვება.
1314 : ბანოკბურნის ბრძოლა – შოტლანდიელები რობერტ ბრიუსის ხელმძღვანელობით ამარცხებენ ინგლისის მეფე ედვარდ II–ს. შოტლანდია დამოუკიდებლობას იბრუნებს.
1340 : ასწლიანი ომი – სლის ბრძოლაში საფრანგეთის ფლოტი თითქმის სრულიად გაანადგურეს ინგლისელებმა ედვარდ III–ის მეთაურობით.
1441 : იტონის კოლეჯი დაარსდა.
1497 : ჯონ კაბო ჩრდ. ამერიკაში ნიუფაუნდლენდში ჩავიდა; პირველი ევროპელი მკვლევარი ვიკინგების შემდეგ.
1509 : ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელი ინგლისის მეფე–დედოფლად აკურთხეს.
1664 : კოლონია ნიუ–ჯერსი დაარსდა.
1692 : დაარსდა კინგსტონი, იამაიკაზე.
1793 : საფრანგეთში პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღეს.
1812 : ნაპოლეონის დიდი არმია მდინარე ნემანს ჰკვეთს და რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება.
1821 : ვენესუელამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისგან.
1859 : სოლფერინოს ბრძოლა – სარდინიამ და საფრანგეთმა დაამარცეს ავტრია სოლფერინოში, ჩრდ. იტალია.
1894 : საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიური თამაშების ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარება.
1901 : პაბლო პიკასოს ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა.
1913 : საბერძნეთმა და სერბეთმა გააუქმეს ბულგარეთთან ალიანსი.
1932 : სამხედრო გადატრიალებით დასრულდა სიამის მეფის აბსოლუტური ძალაუფლება.
1934 : უკრაინის დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს.
1935 : თბილისში მუშტაიდის ბაღში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა.
1940 : საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო.
1945 : მოსკოვის გამარჯვების პარადი.
1948 : ბერლინის ბლოკადა დაიწყო — სსრ კავშირმა აკრძალა მიმოსვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის.
1951 : ამერიკულმა ტელეარხმა CBS დაიწყო პირველი კომერციული ფერადი ტელეგადაცემები.
1963 : ბიბისის ტელესტუდიაში პირველად მოახდინეს საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონის დემონსტრაცია.
1981 : გაიხსნა ჰამბერის ხიდი იორკშირსა და ლინკოლნშირს შორის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ერთფრთიანი დაკიდული ხიდი მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
2004 : ნიუ–იორკში სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
2008 : ნასამ დაადასტურა, რომ ფენიქსის მიერ მარსზე გათხრისას აღმოჩენილი თეთრი ლაქები ყინული იყო.

ამ დღეს დაბადებულნი

1851 : ჯაბადარი, ალექსანდრე – ქართველი საზოგადო მოღვაწე
1936 : ამაშუკელი, რევაზ – ქართველი პოეტი.
1944 : ბეკი, ჯეფ – ინგლისელი გიტარისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი
1908 : კლივლენდი, გროვერ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. (დ.1837)

24 ივლისი

დღის მოვლენები
1216 : ჩენჩიო საველი გახდა პაპი ჰონორიუს III
1411 : ჰარლაუს ბრძოლა – შიტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის ერთერთი ყველაზე სისხლიანი შეტაკება.
1783 : გეორგიევსკის ტრაქტატს მოეწერა ხელი.
1911 : ჰირამ ბინგჰემმა აღმოაჩინა მაჩუ პიკჩუ – ინკების დაკარგული ქალაქი.
1923 : თურქეთმა, საბერძნეთმა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ლოზანის ხელშეკრულებას. დადგენილი იქნა თურქეთისა და საბერძნეთის დღევანდელი საზღვარი.
1943 : მეორე მსოფლიო ომი – დაიწყო ჰამბურგის მასიური დაბომბვა ინგლისის, საფრანგეთის და აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ. დაიღუპა 30 000 ადამიანი.
1943 : ბენიტო მუსოლინი დაატყვევეს.
1969 : აპოლო 11 წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.
1973 : კოსმოდრომ ბაიკანურიდან გაეშვა ხომალდი მარსი 5.
2005 : ლენს არმსტრონგი ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონი ხდება.

ამ დღეს დაბადებულნი
1775 : ვიდოკი, ფრანსუა – საკრაგეთის კრიმინალური პოლიციის დამაარსებელი
1783 : ბოლივარი, სიმონ – სამხრეთამერიკელი განმათავისუფლებელი (გ.1830)
1802 : დიუმა, ალექსანდრ (უფროსი) – ფრანგი მწერალი
1839 : არგიროპულო, პერიკლე – რუსი რევოლუციონერი

ამ დღეს გარდაცვლილნი
1927 : აკუტაგავა რიუნოსკე – იაპონელი მწერალი (დ.1892)
1969 : გომბროვიჩი, ვიტოლდ – პოლონელი მწერალი (დ.1904)

24 აგვისტო

დღის მოვლენები
ძვ. წ. 49 : იულიუს კეისარის გენერალი გაიუს კურიო დამარცხდა მდ. ბაგრადას მეორე ბრძოლაში ნიმიდიელებთან. კურიო ბრძოლაში მოკლულ იქნა.
79 : მთა ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევამ ქალაქები პომპეუსი, ჰერკულანუმი და სტაბია ფერფლში დამარხა.
410 : ვესტგოთებმა რომი აიღეს და სამი დღე ძარცვავდნენ.
1215 : პაპი ინოკენტი III მაგნა კარტას (დიდი ქარტია) ბათილად ცნობს.
1349 : ბუბონური ჭირის გავრცელების ბრალდებით ექვსი ათასი ებრაელი მოკლეს მაინცში.
1391 : ებრაელების ხოცვა პალმა დე მაიორკაზე.
1456 : გუტენბერგის ბიბლიის ბეჭდვა დასრულდა.
1511 : ალფონსუ დ’ალბუკერკე, პორტუგალია, მალაკას სასულთნოს იპყრობს.
1572 : ბართლომეს ღამის ხოცვა : მეფე შარლ IX ის ბრძანებით ჰუგენოტების (ფრანგი პროტესტანტები) ხოცვა იწყება.
1690 : კალკუტა, ინდოეთი, დაარსდა.
1814 : ბრიტანელები ვაშინგტონში იჭრებიან და მიწასთან ასწორებენ თეთრ სახლსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებს.
1821 : კორდობას ხელშეკრულებას მოეწერა ხელი კორდობაში, ამჟამად ვერაკრუზი, მექსიკა, რითაც მექსიკის ესპანეთისგან განმანთავისუფლებელი ომი დასრულდა.
1847 : შარლოტა ბრონტემ “ჯეინ ეარი” დაასრულა.
1853 : კარტოფილის ბურბუშელა მომზადდა პირველად.
1857 : მასიურმა პანიკამ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
1891 : თომას ედისონი კინოკამერას აპატენტებს.
1909 : პანამის არხის მშენებლობა იწყება.
1912 : ალასკა აშშ-ის ტერიტორია ხდება.
1929 : თურქეთი და სპარსეთი ურთიერთმეგობრობის ხელშეკრულებას აწერენ ხელს.
1931 : საფრანგეთი და სსრკ ნეიტრალიტეტის/ურთიერთ თავდასხმისგან თავშეკავების ხელშეკრულებას აფორმებენ.
1949 : ხელშეკრულება ნატოს შექმნის შესახებ ძალაში შედის.
1954 : აშშ-ში კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა.
1968 : საფრანგეთი წყალბადის ბომბის პირველ გამოცდას ატარებს და მსოფლიოს მეხუთე ბირთვული ქვეყანა ხდება.
1971 : პინკ ფლოიდის ყველაზე განთქმული კონცერტი ჩატარდა მიტოვებულ პომპეუსის ამფითეატრში, ქალაქის გაქრობის 1892-ე წლისთავზე.
1991 : მიხაილ გორბაჩოვი სსრკ-ის კომუნისტური პარტიის მეთაურის პოსტს ტოვებს.
1991 : უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1995 : ვინდოუს 95, მაიკროსოფტის კომპიუტრული ოპერაციული სისტემა გამოვიდა დიდი ზარზეიმით.
2004 : ჩეჩენი წარმოშობის ტერორისტებმა დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენილი ორი თვითმფრინავი ააფეთქეს; 89 მგზავრი დაიღუპა.
2006 : XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად.
2009 : ვენესუელელი სტეფანია ფერნანდესი ნასაუში, ბაჰამები, ჩატარებულ კონკურსზე მის სამყარო გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი
1198 : ალექსანდრე II – შოტლანდიის მეფე
1358 : ხუან I – კასტილიის მეფე
1772 : ვილიამ I ჰოლანდიის მეფე
1787 : ვედელი, ჯეომსი – ანტარქტიდის აღმომჩენელი
1817 : ტოლსტოი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე – რუსი მწერალი
1865 : ფერდინანდ I – რუმინეთის მეფე
1899 : ბორხესი, ხორხე ლუისი – არგენტინელი მწერალი
1927 : მარკონიცი, ჰარი – ამერიკელი ეკონომისტი
1929 : არაფატი, იასირ – პალესტინის ლიდერი
1947 : კოელიო, პაულო – ბრაზილიელი მწერალი
1988 : გრინტი, რუპერტ – ინგლისელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი
79 : პლინიუს უფროსი – რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი
1042 : მიქაელ V – ბიზანტიის იმპერატორი
1103 : მაგნუს III – ნორვეგიის მეფე
1313 : ჰაინრიხ VII – გერმანიის მეფე
1572 : კოლინი, გასპარ – ფრანგი ჰუგენოტების ლიდერი (დაიღუპა წმინდა ბართლომეს ღამეს)
1572 : ტელინი, შარლ – ფრანგი ჰუგენოტი მებრძოლი (დაიღუპა წმინდა ბართლომეს ღამეს)
1921 : გუმილოვი, ნიკოლოზ – რუსი პოეტი
1956 : მიძოგუტი კენძი – იაპონელი კინორეჟისორი
1968: აბაევი, ვლადიმერ – რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.
1993 : ბაიაძე, ვასილ – ქართველი კრიტიკოსი.

24 სექტემბერი

დღის მოვლენები
622 : მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა დაასრულეს ჰიჯრა მექადან მედინაში რელიგიური დევნისგან თავის დახსნის მიზნით.
1664 : ნიდერლანდმა ახალი ამსტერდამი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
1801 : ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა.
1852 : დირიჟაბლით პირველი ფრენა განახორციელა ფრანგმა ანრი ჟიფარმა.
1906 : აშშ-ის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა დევილს ტაუერი (ეშმაკის კოშკი) პირველ ეროვნულ მონუმენტად გამოაცხადა.
1932 : ინდოეთში არჩევნებში ხმის უფლება მისცეს ხელუხლებელთა კასტას.
1953 : ჰოლივუდში პირველი პანორამული კინოფილმი წარმოადგინეს.
1957 : კამპ ნოუ, ევროპის უდიდესი სტადიონი, გაიხსნა ბარსელონაში.
1973 : გვინეა ბისაუმ პორტუგალიისგან დამოკიდებლობა გამოაცხადა.
2008 : იაპონიის დიეტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ტარო ასოს ირჩევს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.
2009 : ანგლოსაქსური ოქროს უდიდესი განძი იპოვეს სტაფორდშირში, ინგლისი.

ამ დღეს დაბადებულნი
1739 : პატიომკინი, გიორგი – რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ფეიდ-მარშალი
1818 : ბაგრატიონი, პეტრე – ქართველი მეცნიერი და ინჟინერი.
1888 : კანკენ ტოიამა – იაპონელი კარატისტი
1893 : ანთელავა, ნიკოლოზ – ქართველი ქირურგი
1898 : ფლორი, ჰაუარდ – ინგლისელი პათოლოგი
1911 : ჩერნენკო, კონსტანტინე – ცეკას გენერალური მდივანი
1949 : ალმოდოვარი, პედრო – ესპანელი კინორეჟისორი.
1957 : მენაბდე, გიორგი – იმპლანტოლოგი, ყბასახის ქირურგი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
366 : ლიბერიუსი – რომის პაპი
768 : პიპინ III მოკლე – ფრანკების მეფე, კაროლინგების დინასტიის დამფუძნებელი
1143 : ინოკენტი II – რომის პაპი
1180 : მანუელ I კომნენოსი – ბიზანტიის იმპერატორი
1572 : ტუპაკ ამარუ – ინკების უკანასკნელი ლიდერი
1732 : რეიგენი – იაპონიის იმპერატორი
1812 : ბაგრატიონი, პეტრე ივანეს ძე – რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი
1834 : პეტრე IV – პორტუგალიის მეფე და ბრაზილიის იმპერატორი
1920 : ფაბერჟე, კარლ – რუსი იუველირი
1942 : ამილახვარი, დიმიტრი – საფრანგეთის არმიის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე
1954 : ქურხული, ილიკო – ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი

24 ოქტომბერი

დღის მოვლენები
1260 : შარტრის ღვთისმშობლის ტაძარი გაიხსნა მეფე ლუი IX-ის თანდასწრებით; ტაძარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
1648 : ხელი მოეწერა ვესტფალიის ზავს. დამთავრდა ოცდაათწლიანი ომი.
1795 : პოლონეთის დაყოფა – პოლონეთი-ლიტვის თანამეგობრობა გაიყვეს ავსტრიამ, რუსეთმა და პრუსიამ.
1812 : ნაპოლეონის ომები – მალოიაროსლავეცის ბრძოლა მოსკოვთან.
1857 : მსოფლიოს პირველი საფეხბურთ კლუბი შეფილდი დაარსდა ინგლისში.
1861 : პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს აშშ-ში, რამაც ბოლო მოუღო პონი-ექსპრესის 18-თვიან არსებობას.
1917 : კაპორეტოს ბრძოლით იწყება ავსტრო-იტალიის ფრონტი პირველ მსოფლიო ომში.
1929 : “შავი ხუთშაბათი” ნიუ-იორკის ბირჟაზე.
1930 : ბრაზილიაში უსისხლო გადატრიალებით გადააყენეს ვაშინგტონ ლუის პერეირა დე სუსა, პირველი რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი. გეტულიო დონელეს ვარგასი დროებითი პრეზიდენტი ხდება.
1935 : იტალია ეთიოპიაში შეიჭრა.
1945 : დაარსდა გაერო.
1947 : უოლტ დისნეი თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტთან კომუნისტებად მოაზრებულ საკუთარ თანამშრომლებს ასმენს.
1956 : წითელი არმია შეიჭრა უნგრეთში.
1964 : ჩრდილოეთ როდეზიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და გახდა ზამბიის რესპუბლიკა.
1973 : იომ-კიპურის ომი დასრულდა.
1995 : მზის სრული დაბნელება ჩანს ირანში და სამხრეთ აზიაში.
2003 : კონკორდის ბოლო კომერციული რეისი – ზესწრაფი თვითმფრინავის ერის დასასრული.

ამ დღეს დაბადებულნი
51 : დომიციან ფლავიუსი – რომის იმპერატორი
1503 : იზაბელა პორტუგალიელი – ესპანეთის დედოფალი
1804 : ვებერი, ვილჰელმ – გერმანელი ფიზიკოსი (გ.1891)
1811 : ჰილერი, ფერდინანდ – გერმანელი კომპოზიტორი
1936 : ვიმანი, ბილ – ინგლისელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი
996 : ჰუგო კაპეტი – საფრანგეთის მეფე
1260 : საიფ ად დინ კუტუზი – ეგვიპტის სულთანი
1375 : ვალდიმირ IV – დანიის მეფე
1708 : კოვა სეკი – იაპონელი მათემატიკოსი
1722 : სკარლატი, ალესანდრო – იტალიელი კომპოზიტორი (დ.1660)
1936 : ამირეჯიბი, სიმონ – ქართველი მედიკოსი
2005 : ჰოიო, ხოსე ასკონა – ჰონდურასის პრეზიდენტი

24 ნოემბერი

დღის მოვლენები
1642 : აბელ ტასმანი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც კუნძული ტასმანია აღმოაჩინა.
1859 : ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა “სახეობათა წარმოშობა”.
1944 : მმო : ტოკიოს დაბომბვა – პირველი რეიდი აწარმოა 88 ამერიკულმა ავიაბომბდამშენმა იაპონიის დედაქალაქზე.
1951 : ბროდვეიზე დაიდგა “გიგი”, რომელშიც აქამდე ნალკებად ცნობილი ოდრი ჰეპბერნი ასრულებდა მთავარ როლს.
1956 : სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით აღდგა ყალმუხების, ყარაჩოღელების, ბალყარების, ჩეჩნებისა და ინგუშების ეროვნული ავტონომიები.
1965 : ჯოსეფ დესირე მობუტუ კონგოში უსისხლო სამხედრო გადატრიალებას აწყობს და პრეზიდენტი ხდება მომდევნო 30 წლის განმავლობაში, 1997 წლის ხელახალ ამბოხებამდე.
1969 : აშშ და სსრკ ხელს აწერენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტს.
1971 : ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ვაშინგტონის შტატზე, თვითმფრინავის გამტაცებელი დენ კუპერი ნორზვესტ ორიენტ ეარლაინის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტება $200.000 გამოსასყიდი თანხით – ფულის და გამტაცებლის აღმოჩენა ვერასდროს მოხერხდა.
2008 : ბრაზილიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთის რეგიონის შტატ სანტა კატარინაში წყალდიდობის გამო, რომელმაც 99 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 78.000 უბინაოდ დატოვა.
2009 : 300,000-ზე მეტი ცხოველი დაკლეს გადჰიმაის ფესტივალზე სამხრეთ ნეპალში, მსოფლიოს უდიდეს ცხოველთა მსხვერპლშეწირვაში.

ამ დღეს დაბადებულნი
1730 :სუვოროვი, ალექსანდრე – რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი
1898 : ბაქრაძე, კონსტანტინე – ქართველი ფილოსოფოსი
1916 : მარგიანი, რევაზ – ქართველი პოეტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1072 : ბაგრატ IV – საქართველოს მეფე
1920 : ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო) – ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

24 დეკემბერი

დღის მოვლენები
1715 : შვედეთის ჯარი ნორვეგიას იპყრობს.
1777 : კირიტიმატი, ასევე წოდებული როგორც “შობის კუნძული”, აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა.
1800 : ნაპოლეონ ბონაპარტზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა უშედეგოდ.
1851 : აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა დაიწვა.
1865 : აშშ-ის სამოქალაქო ომის რამდენიმე კონფედერატმა ჯარისკაცმა კუ კლუქს კლანი ჩამოაყალიბა.
1906 : პირველი რადიო პროგრამა გადაიცა, რომელიც შედგებოდა პოემის ციტირების, ვიოლონოს სოლო შესრულებისა და სიტყვით გამოსვლისგან.
1924 : ალბანეთი რესპუბლიკა გახდა.
1941 : ჰონკონგი იაპონიის იმპერიის არმიას ჩაბარდა.
1946 : საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა შეიქმნა.
1951 : ლიბია იტალიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. იდრის I ლიბიის მეფედ გამოცხადდა.
1954 : ლაოსი დამოუკიდებელი ხდება.
1974 : ციკლონი ტრეისი დარვინს დაესხა თავს, ავსტრალიაში.
2002 : ნიუ-დელის მეტრო გაიხსნა.

ამ დღეს დაბადებულნი
1166 : ჯონი ინგლისის მეფე
1761 : ბარკლაი-დე-ტოლი, მიხეილ – რუსი გენერალ-ფელდმარშალი
1798 : მიცკევიჩი, ადამ – პოლონელი პოეტი.
1818 : ჯოული, ჯეიმზ პრესკოტ – ინგლისელი ფიზიკოსი
1822 : ერმიტი, შარლ – ფრანგი მათემატიკოსი
1845 : გიორგი I – საბერძნეთის მეფე
1867 : კანტარო სუზუკი – იაპონიის პრემიერ-მინისტრი
1881 : ხიმენესი, ხუან რამონ – ესპანელი მწერალი
1887 : ჟუვე, ლუი – ფრანგი რეჟისორი, მსახიობი
1905 : ჰიუზი, ჰოვარდ – ამერიკელი პროდიუსერი
1922 : გარდნერი, ავა – ამერიკელი მსახიობი
1943 : ჰალონენი, ტარია – ფინეთის პრეზიდენტი
1957 : კარზაი, ჰამიდ – ავღანეთის პრეზიდენტი
1961 : ალიევი, ილჰამ – აზერბაიჯანის პრეზიდენტი
1971 : მარტინი, რიკი – პუერტო-რიკოელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი
820 : ლეო V – ბიზანტიის იმპერატორი
1524 : გამა, ვასკო და – პორტუგალერი მკვლევარი
1863 : ტეკერეი, უილიამ – ინგლისელი მწერალი
1872 : რანკინი, უილიამ – ინგლისელი ფიზიკოსი
1925 : ბოლდუინი, ფრენკ სტივენ – კალკულატორის და არიფმომეტრის გამომგონებელი
1980 : დიონიცი, კარლ – გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
1982 : არაგონი, ლუი – ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე
1997 : მიფუნე ტოსირო – იაპონელი მსახიობი
1999 : ფიგუერედო, ჟოაო ბატი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close