7 ყველაზე დიდი სამხედრო-საზღვაო ხომალდი მთელი მსოფლიოდან
7 ყველაზე დიდი სამხედრო-საზღვაო ხომალდი მთელი მსოფლიოდან.
ფრანგული ავიამზიდი – შარლ დე გოლი
შარლ დე გოლი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგული ავიამზიდი და დღეს არსებობს მხოლოდ მისი ერთადერთი ეგზემპლიარი. ამ ხომალდის გაბარიტები შეადგენს 262 მეტრს სიგრძეში. ხომალდის კონსტრუქტირება მოხდა 1989 წელს, ხოლო წყალს პირველად შეეხო 1994 წლის ბოლოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სადესანდტო ხომალდი – უოსპი
უოსპი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის უნივერსალური სადესანტო ხომალდების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად საზღვაო ქვეითების ტრანსპორტირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხომალდების ეს ტიპი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახეობა.
ინდური ავიაგადამტანი კრეისერი ვიკრამადიტია(კრეჩეტი)
კრეჩეტის პროექტის ავიაგადამტანი კრეისერი ამჟამად არის ინდური ფლოტის ძირითადი ნაწილი. ამ მოდელის კონსტრუქტირება მოხდა 1987 წელს. 17 წლის შემდეგ ხომალდი იყიდეს ინდოელებმა 2,35 მილიარდ დოლარათ და დაარქვეს ვიკრამადიტია.
რუსული კრეისერი – ორლანი
ორლანი არის რუსული ატომური კრეისერი, რომლის კონტრუქტირება მოხდა 1970 წელს. ამ ხომალდის გაბარიტები შეადგენს 252 მეტრს სიგრძეში. გემის ბორტზე განთავსებულია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რაკეტები მიწა-ჰაერი და ბევრი სხვა სახეობის თავდაცვითი შეიარაღებები. სულ შეიქმნა ოთხი ეგზემპლარი და თითოეულის ღირებულება შეადგენს ორ მილიარდ დოლარს.
ნაღმმზიდი-ვერტმფრენმიზიდი – იძუმო
დღეს დედამიწაზე არსებობს იძუმოს მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე იაპონური ვერტმფრენმიზიდი. ამ ხომალდის ღირებულება შეადგენს 1,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ამ ხომალდის გაბარიტები სიგრძეში შეადგენს 247,8 მეტრს.
ავიამზიდი – კლემანსო
კლემანსო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგული ავიამზიდი, რომელმაც თავისი სახელწოდება მიიღო პრემიერ-მინისტრ ჟორჟ კლემანსოს საპატივცემულოდ. მოცემული ხომალდის გაბარიტები სიგრძეში შეადგენს 265 მეტრს. ხომალდის კონტრუქტირება მოხდა შორეულ 1955 წელში, ხოლო წყალში კი პირველად გაცურა 1957 წელს.
ამერიკის შეერთებული შტატების სადესანტო ხომალდი
“ამერიკა”-ს ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი, რომელიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაში. მოცემული ხომალდის გაბარიტები სიგრძეში შეადგენს დაახლოებით 257 მეტრს.