არქივი

ჰიჯრები-“მესამე სქესის” წარმომადგენლები

4ca23a6aa44a
ჰიჯრა – ეწოდებათ ხელშეუხებელ ადამიანთა ჯგუფს ინდოეთში, ბანგლადეშსა და პაკისტანში. ამ ჯგუფში შედიან “მესამე სქესის” წარმომადგენლები: ჰერმაფროდიტები, კასტრირებულები, ტრანსვესტიტები, ტრანსექსუალები, ბისექსუალები და ჰომოსექსუალები. მამაკაცთა(ფიზიკურად) ეს ჯგუფი, რომელიც იცმევს როგორც ქალი, იქცევა როგორც ქალი და ქალის სახელს ირქმევს, ეთაყვანება ღმერთ ბაჰუჩარა მატას. ჰიჯერების რაოდენობა მერყეობს 50 ათასიდან 5 მილიონამდე.

არსებობს ამ ადამიანთა დაჯგუფების სახელის უამრავი სინონიმი, რომელთაც შეიძლება ცოტათი განსხვავებული აზრი ქონდეთ. მაგალითად შტატ უტარ-პრადეშში მათ უწოდებენ: კჰუნსას, კურსას, მუკჰამას. ანდჰრა-პრადეში მათ უწოდებენ: კომჰუს. გუჯარათში კი-ნარაიას.
მამაკაცი ჰიჯრას სტატუსს მხოლოდ რამდენიმე რიტუალის შემდეგ იღებს, ერთ-ერთი მათგანია კასტრაცია. ოპერაციას ატარებს სხვა, უფრო გამოცდილი წევრი ამ ჯგუფისა. ინდური კანონის მიხედვით ასეთი ოპერაციები აკრძალულია, ამიტომ ოპერაციები ტარდება სახლებში და კუსტარულად.

ჰიჯერბს აქვთ საკულტო სტატუსი: უშვილო დედები მათ თხოვენ დალოცვას, ხშირად ჰიჯერები დაუპატიჟებლად მიდიან ქორწილებზე, დაბადების დღეებზე და იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა მოქმედებებში. ისინი მღერიან და ცეკვავენ, ამისთვის ისინი ითხოვენ “ბადჰაის”-ერთგვარ ჯილდოს მათი დალოცვის სანაცვლოდ. თუ გასამრჯელოს ვერ მიიღებენ, ისინი იმუქრებიან დაწყევლით. ბევრი ჰიჯრა თავს ირჩენს პროსტიტუციით და თაღლითობით.

ჰიჯრების უმრავლესობა ინდუისტია, არიან მუსლიმანებიც. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ადგილესა თუ სახლებში ცხოვრებას, სადაც მკაცრად განაწილებულია საოჯახო საქმეები. ჰიჯრების დაახლოებით 20% დაოჯახებულია, ისინი დაქორწინებულნი არიან ქალებზე და ზოგიერთ მათგანს შვილიც ყავს.

ერთ-ერთი აღწერისას ჰიჯრებმა მოითხოვეს მესამე სქესის აღიარება და მკაცრი უარი განაცხადეს დარეგისტრირებულიყვნენ როგორც კაცები ან ქალები. 2001 წლის ივნისში ქალაქ “რატჰში” შეიკრიბა ჰიჯრების ეროვნული კონგრესი, რომელიც ითხოვდა მათი სრულფასოვან ინდოელებად აღიარებას. მათ სურდათ, რომ ისეთივე უფლებები ქონოდათ, როგორიც დანარჩენ ინდოელებს ქონდათ.

a2e3313b5f6d

fb8399127159

0c06b3c823eb

44bfd7a4a2f5

60265bc13d1e
b78466ede1d4

მსგავსი ამბები

Back to top button