საკითხავისასარგებლო

ყველაზე ღრმა ტბები

10.) მეათე ადგილს იკავებს ტექტონიკური წარმოშობის ტბა – მატანო, რომელიც მდებარეობს კუნძულ სულავესზე, ინდონეზიაში. ამ ტბის სიღრმე შეადგენს 590 მეტრს. მატანო ასევე ცნობილია თავისი სუფთა წყლითა და უნიკალური ცოცხალი ორგანიზმების სიმრავლით.

9.) ეს კრატერი მდებარეობს ორეგონის შტატის ნაციონალურ პარკში.  კრატერი გარშემორტყმულია კლდეებით, რომელთა სიმაღლე 600 მეტრს აღემატება. ამ ტბაზე ორი პატარა კუნძულია. Crater Lake – ყველაზე ღრმა ტბაა აშშ-ში, მისი სიღრმე შეადგენს 594 მეტრს.  წყალი აქ ძალიან სუფთაა, რაც გამოწვეულია ზაფხულში მყინვარების დნობით.

8.) დიდი მონების ტბა – ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა.ტბის ფართობი დაახლოებით 28500 კვადრატული კილომეტრია. ის მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. ამ ტბის სიღრმე 614 მეტრია. დიდი მონების ტბის ზედაპირი 8 თვის განმავლობაში ნაწილობრივ ყინულითაა დაფარული

7.) ისიკ-ყული მდებარეობს შუა აზიაში, ყირგიზეთში, ტიან-შანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მაქსიმალური სიღრმე 668 მეტრია, საშუალო სიღრმე კი 305 მ. ტბის ფსკერზე აღმოჩენილია უძველესი ნასახლარები.

6.) მალავის ტბა მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიის შორის. ეს ტბა აფრიკის ყველაზე ღრმა ტბებს შორის მეორე ადგილს იკავებს, მისი სიღრმე 706 მეტრია.  სწავლულების თქმით დაახლოებით 100 000 წლის განმავლობაში მალავის ტბის სიღრმე 100 მეტრით შემცირდა.

5.) სან-მარტინის ტბა მდებარეობს არგენტინისა და ჩილეს საზღვრების გადაკვეთაზე. ეს ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა, მისი სიღრმე 836 მეტრია.

4.) Lake Vostok – მდებარეობს ანტარქტიდაზე. მისი სიღრმე დაახლოებით 900 მეტრია. წყლის ტემპერატურა კი +3°C.

3.) კასპიის ზღვა. მისი სიღრმე 1025 მეტრია. ფაუნა ძალიან მდიდარი აქვს. კასპიის ზღვაში ბევრი ენდემური სახეობის თევზია, ამას გარდა ის მდიდარია ნახშირწყალბადის რესურსებით


2.) ტანგანიიკის ტბა მდებარეობს აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სიღრმე 1470 მეტრია. ის გარშემორტყმულია შემდეგი ქვეყნებით: – ტანზანია, ბურუნდი, ზაირი და ზამბია

1.) ბაიკალის ტბა – მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა. მან დაამყარა უამრავი რეკორდი. მისი სირღმე 1636 მეტრია. ბაიკალი – მტკნარი წყლის ყველაზე დიდი მარაგი, ის შეადგენს მთელი პლანეტის მარაგის 20 %-ს. ბაიკალზე ვხვდებით ფლორისა და ფაუნის დაახლოებით 1700 სახეობას, მათი 2/3 ნაწილი ენდემურია და მხოლოდ აქ გვხვდება. ის აგრეთვე ყველაზე ძველი ტბაა მსოფლიოში, მისი ასაკი დაახლოებით 25-30 მილიონი წელია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close