საკითხავისურათები

ბუნებისგან შთანთქმული


როგორც ვიცით, ჩვენს დედაბუნებას ხანდახან უყვარს ხოლმე რაღაც-რაღაცების “შეჭმა”

1.

მონასტრების კომპლექსი კამბოჯაში. როგორც ხედავთ, ეს ადგილი ხეებმა დაისაკუთრეს და ერთი ხე პირდაპირ მონასტრის სახურავზეა გაზრდილი.

2.

ეს საოცარი სურათიც გადაღებულია კამბოჯაში, იმავე მონასტრების კომპლექსში. საოცარი ისაა, რომ ხეს ზუსტად ნანგრევების ფერი აქვს მიღებული. ხის მძლავრმა ფესვებმა ტაძრის კედლები დაანგრია.

3.

ისევ კამბოჯა, ისევ ტაძარი, ისევ ხე.

4.

ბუდაც კი ვერ გაექცა ბანიანებს ( ხეები). ეს სურათი ტაილანდშია გადაღებული

5.

ეს თვითმფრინავი ბელიზზე ჩამოვარდა და თავადაც ხედავთ,რომ ახალ გარემოს ვერ შეეგუა.

6.

ბუნებამ ნავიც მიისაკუთრა

7.

ეს ადგილი არის ამერიკაში, კერძოდ ჯორჯიაში. აქ მცოცავი ბალახებია გავრცელებული (კუძუ). სურათზე ვერაფერს გაარჩევთ, რადგან ამ ბალახებმა აქ მდებარე სახლი მთლიანად დაფარეს.

8.

ავსტრალია, ქვისგან აშენებული სახლი, რომელიც მიტოვებული არ ჩანს (წინ შეამჩნევთ ყვავილების ქოთნებს) მაგრამ ბუნება არ აყოვნებს და ამ სახლის „გადაყლაპვასაც“ ცდილობს.

9.

ეს ნანგრევები ოდესღაც სახლი იყო, მდებარეობს არგენტინაში. ხის ფესვები ისე აქვს მიკრული კედლების ნანგრევებს, გველებს მოგაგონებთ.

10.

ესეც სახლი ქალაქის ცენტრში, Bissau-ში. (გვინეა). ხის ფესვები ცდილობენ აივნის დიზაინი გაალამაზონ.

11.

ეს ცხონებული სახლი ჯუნგლებში მდებარეობს ( კანადა). შეიძლება შიგნით ცხოვრობდეს კიდეც ვინმე, რადგან ერთი მხრიდან შესასვლელი თავისუფალია ბალახებისგან.

12.

ეს ეკლესია ნაპოვნია როსის კუნძულზე. ხე პირდაპირ გუმბათზეა აღმართული.

13.

ისევ ეკლესია, კორსიკა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close