გასართობისაკითხავიუცნაური

სერიული მკვლელები (18+)


წარმოგიდგენთ პოსტთა ახალ სერიალს, რომელსაც სერიული მკვლელები ერქმევა და შესაბამისად ბევრის ინტერესს გამოიწვევს, აქ საუბარი იქნება როგორც ზოგადად სერიული მკვლელების ფსიქიკაზე, მათი ქცევის მიზეზებზე, ასევე სისხლიანი საქმეების დეტალებზე. შეგახსენებთ,რომ არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი არაა ეს მასალა

შიგადაშიგ შევურევ ხოლმე ამ ადამიანების გამონათქვამებს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი ამაზრზენად ჟღერს, მაინც საინტერესოა და საინტერესოა მათი წაკითხვა, რადგან ამ სიტყვებიდან მათი ფსიქოლოგიის დამალული კადრები იყურება.

,,მეგობრები ჩვენს გარშემო”

,,ჩვენ, სერიული მკვლელები ვართ თქვენი შვილები, ჩვენ ვართ თქვენი ქმრები, ჩვენ ყველგან ვართ. და ხვალ უფრო მეტი თქვენი შვილი იქნება გარდაცვლილი. ”
Ted Bundy

სერიული მკვლელები ბევრად განსხვავებულნი არიან ჩვეულებრივი მკვლელებისგან. ადამიანთა უმეტესობა მკვლელობას რაღაც ვნებისა და აღელვების დროს სჩადის. როცა მკვლელობის გამოძიების საკითხი დგება, თავდაპირველად უმეტესად ოჯახის წევრებს უყურებენ ხოლმე ეჭვმიტანილის სტატუსით, რადგან ჩვენს დროში ხშირად ხდება მკვლელობები ახლობლების ხელით, ანგარებისა, ფინანსური, თუ სხვა სარგებლის მიღების გამო. სერიული მკვლელები კი ყველასგან განსხვავდებიან, მათი მსხვერპლნი უმეტესად უცნობი ადამიანები არიან.

FBI-ს მიხედვით სერიული მკვლელი არის პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს 3 ან მეტი ადამიანის მკვლელობა 30 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ პიროვნება რაღაცის გამო, ოფიციალური მონაცემებით არ ითვლება სერიულ მკვლელად, ზოგჯერ მას დროზე ადრე დაიჭერენ და ვეღარ მოასწრებს მეტი მსხვერპლის შეწირვას და ამით გადაურჩება სერიულის სტატუსს.


ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კანადელი Paul Bernardo და მისი მაზოხისტი საყვარელი Karla Homolka, მათ 3 ადამიანი მოკლეს, თუმცა აქედან ერთი შეერაცხათ როგორც მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე, ხოლო დანარჩენი ორი კი პირველი ხარისხის მკვლელობად. მათ დანაშაულებში შედიოდა გაუპატიურებები და ახალგაზრდა გოგონების მკვლელობები, მათ შორის Karla -ს უმცროსი დის სიკვდილიც, რაც აჩვენებდა იმას, რომ მათი მკვლელობების შემაჩერებელი გზა არ არსებობდა.

,,ჩემი ცხოვრების განმავლობაში შევიწირე 21 ადამიანის სიცოცხლე, მე ჩავიდინე უამრავი ქურდობა, ძარცვა, და ამასთანავე სოდომის ცოდვა (მამათმავლობა) ათასზე მეტ მამაკაცთან. მაგრამ ამ ყველაფრის გამო ოდნავადაც კი არ ვწუხვარ”
Carl Panzram

და მაინც, რა ქმნის სერიულ მკვლელს, რა მიზეზით ხდება ადამიანი ასეთი ცივსისხლიანი?
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამას იწვევს თავის (ტვინის) ტრავმა. ერთ-ერთი სერიული მკვლელი Bobby Joe Long შეგვიძლია ამის მაგალითად მოვიყვანოთ, ის ქალებს აუპატიურებდა და კლავდა. ამბობს, რომ სანამ მოტოციკლით ავარია მოუვიდოდა, რისი წყალობითაც თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, მანამ მსგავსი მიდრეკილებები არასოდეს ჰქონია.

ფსიქიატრები მეორე გამომწვევ მიზეზად ასახელებენ გენეტიკას, როდესაც რაიმე სახის ცდომილება ხდება და ეს კი ფსიქიკის სხვა მიმართულებით წაყვანას განსაზღვრავს.

შემდეგი პოტენციური და ყველაზე ხშირი მიზეზი არის მძიმე ბავშვობა. მაგალითად თავშესაფარში მიტოვებულ ბავშვებს ხშირად არამყარი ფსიქიკა აქვთ, ან კიდევ როცა ბავშვზე ხორციელდება რაიმე ძალადობა, თუნდაც მშობლების მხრიდან, ეს შემდგომში რჩება ბავშვში, დამალულია აგრესია და თანდათან ემსგავსება მდუღარე ქვაბს,მასში, შიგნით რაღაც დუღს და ერთხელაც აუცილებლად გამოაღწევს გარეთ. ბავშვის აგრესია ჯერ მხოლოდ ფანტაზიებში ვითარდება და ყალიბდება, ის თავის თავს წარმოიდგენს დომინანტად, რომ მას შეუძლია თავი დაიცვას, იყოს მმართველი, სემდეგ აგრესია გადააქვს ცოცხალ არსებებზე, მაგრამ ადამიანებზე ვერ ბედავს, ამიტომ თავდასხმის ობიექტები ხშირად ცხოველები ხდებიან. როცა იზრდება კი უკვე გრძნობს რომ საკმარისად ძლიერია, დამნაშავედ მიიჩნევს ყველას, განურჩევლად და იწყებს ადამიანებზე ჯავრის ამოყრას.

,,მე მიყვარს ტკბილი, მშრალი სუნი მკვლელობის, ერთადერთი გზა, რითიც ჩემი თავი მახსოვს, არის ის, რომ მე კვლავ ცოცხალი ვარ”
Dr. Michael Swango

ბავშვებზე ზოგჯერ ხორციელდება ისეთი ძალადობა რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგალითად Ken Bianchi-ის დედა, მეძავი, ბავშვს ცხელ ღუმელში აყოფინებდა ხელს და ასე სჯიდა. Edmund Kemper-ის მშობლებმა კი ბიჭს თავისი საყვარელი წიწილა დაუკლეს და აიძულეს შეეჭამა, ბავშვი ისტერიკაში იყო, მაგრამ იძულებული იყო ეჭამა.

,,შენ გრძნობ, თუ როგორ ტოვებს მათ სხეულს უკანასკნელი ამოსუნთქვა, შენ უყურებ მათ თვალებში.
ადამიანი ამ სიტუაციაში ღმერთია”

Ted Bundy

ზოგ სერიულ მკვლელს ახასიათებს რაიმე ნიშნის დატოვება მკვლელობის ადგილას, რომელსაც საკუტარ ხელწერილად თვლის და თითქოს თავის ძალაუფლებას ამით ამტკიცებს. ეს ნიშანი შეიძლება იყოს მისი ფეხსაცმელი, საფულე, ან ნებისმიერი სხვა რამ. ხშირად ნიშნის დატოვებას თან სდევს მასტურბაციაც გარდაცვლილთან, რადგან ეს მკვლელსარწმუნებს როგორც თავის ძალაში, ასევე კმაყოფილებითაც ავსებს.

ზოგ მკვლელს გართულება აქვს სხეულის ნაწილებზე, მაგალითად Jerry Brudos-მა ერთ მსხვერპლს მოაჭრა ფეხი, მას თავის მანტიაში მალავდა ხოლმე და თავისი ძლიერების სიმბოლოდ მიიჩნევდა. Edmund Kemper-მა თავი მოაჭრა ერთ მსხვერპლ ქალს და ეს თავი აბაზანაში ჰქონდა დაკიდებული, მას იყენებდა მასტურბაციაში დამხმარედ. სერიული მკვლელები ხშირად კანიბალიზმისკენაც არიან გადახრილები.

,,მე გავხადე მას ბიუსტჰალტერი და კოლგოტი და სექსი მქონდა მასთან. ეს იყო ისეთი რამ, რაც მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრების ეპიზოდი ყოფილიყო….. მქონოდა სექსუალური ურთიერთობა მკვდართან”
Henry Lee Lucas

გაგრძელება იქნება…

(არაკორექტული კომენტარები ისჯება, გაითვალისწინეთ სანამ დატოვებდეთ თქვენს მოსაზრებას)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close