არქივი

ლურჯა ცხენები, ანუ გალაკტიონი

e1dc93458273

ეს ჩემი აზრი, შემიფასეთ და გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები

გალაკტიონის დახასიათება და “ლურჯა ცხენების” გარჩევა, ალბათ, ისე დაემსგავსებოდა ერთმანეთს, რომ სათაურის გარეშე ეს თემაც “გამოუცნობ ქიმერად” დარჩებოდა. ემოციული, გაუგებარი, მიმზიდველი… ლექსი, თუ გალაკტიონი… ლექსიც და გალაკტიონიც. ისე არც ერთი ნაწარმოები არ ასახავს პოეტის სულიერ მდგომარეობას, როგორც სამუდამო მხარე, სადაც მხოლოდ სიმწუხარეა. რითმაც გალაკტიონივით მოუსვენარი და ამაღელვებელია, მისი გრძნობებივით, ოცნებებივით უშინაარსო და აზრიანი ერთდროულად. პოეტივით არც ლურჯა ცხენებს გაეგებათ ლაკონურობისა, თუმცა რას უსაყვედურებ ერთსაც და მეორესაც; ორივე მათგანი უნაკლოდ ქრის სიტყვებში, რითმებში, ოცნებებში, ილუზიებში, მარტოობაში, უდაბნოში… პესიმისტი და გზააბნეული, შენაჩვენები და აფორიაქებული… ლექსი, თუ გალაკტიონი… ლექსიც და გალაკტიონიც. ორივე მათგანი ასე გამყინავი, როგორც “სამარე შენი განსასვენები”. ლექსი წამებული მთელი თავისი არსით, ავტორივით ნაგვემი და “სულთა მედროში”. ლექსი პოეტივით მარადის ცოცხალი და სიცოცხლის მოძულე. ბედის უკუღმართობით დაღლილი უსულდგმულო დღეები გალაკტიონივით ღრმა და გაუკვალავ ტყეებში მიიჩქარიან და მისივე გამოგონილი ცეცხლივით ხეტიალში ატარებენ მისივე სულივით შეშლილ ცხოვრებას.. მარადისობა გადალახულია, ამბიცია- სრულიად დამსახურებული, ჩქარი გრგვინვა-გრიალით თავბრუდახვეული, ზმანებით გაბრუებული ლექსი, თუ გალაკტიონი… ლექსიც და გალაკტიონიც.

Back to top button