უცნაური

მტაცებელი მცენარეები

a9c6cf20cc63
მტაცებელი მცენარეები ბუნების საოცრებას წარმოადგენენ.ნიადაგი რომელზეც ეს მცენარეები იზრდებიან, სრულიად არანაყოფიერია, ამიტომ მათ გამოიმუშავეს გადარჩენის ინუკალური სტრატეგია _ იკვებებიან ცოცხალი ნადავლით

3ba590911ede

a9c6cf20cc63
წყლის სანთელას, ანუ ბუშტოსანას ძლიერი დანაკვთული ფოთლები თავისუფლად დაცურავენ წყალში. წყლის ზემოთ ჩანს მხოლოდ ღერო და საკმაოდ დიდი ხასხასა ყვითელი ყვავილები.მას ფოთლებზე აქვს პატარ-პატარა ბუშტები,ამიტომ მას მეორენაირად ბუშტოსანას უწოდებენ.თითოეულ ბუშტს აქვს შესასვლელი “პირის” ნასვრეტი, მის ნაპირზე კი განლაგებულია უხეში წაწვეტებული ჯაგრები.თითოეული ბუშტის კედელზე განლაგებულია საკვების მომნელებელი ჯირკვლები . ბუშტები იწოვენ ზედ მჯდარ მწერებს რომლებიც უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ,რადგან ბუშტის სარქველი აღარ იხსნება

cc7957fa4675

ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ტორფიან ჭაობებში გვხვდება მწერიჭამია მცენარე – ე.წ. ვენერას ბუზიჭამია. მისი თითოეული ფოთოლი გაყოფილია 2 ნაწილად. ქვედა ნაწილი, ისევე როგორც ყველა ფოთოლი მცენარეს ჰაერიდან საკვებს აწვდის, ზედა კი სანადირო ორგანოა. ის შედგება ორი მოძრავი ნაკვთისაგან,მათ კედლებზე განლაგებულია ბასრი კბილები.თითოეული ნაკვთის ზედაპირზე არის 3 გრძელი დრეკადი ჯაგარი. გარდა ამისა ნაკვთების მთელი ზევითა მხარე მოფენილია მრავალი წვრილი წითელი ჯირკვლით.საკმარისია მწერი ამ 6 ჯაგრისიდან თუნდაც ერთს შეეხოს რომ ნაკვთები უმალ შეერთდება, მათი კბილები ერთმანეთს ეჭდობა. მწერი სწრაფად ემწყვდევა სანადირო ორგანოს ორ ნაკვეთს შორის. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს მწერი, მით უფრო მჭიდროდ იკვრება ნაკვთები. ჯირკვლები ერთდროულად იწყებენ გამჭირვალე მჟავე სითხის გამოყოფას,იგი ცილების გადამამუშავებელ ფერმენტს შეიცავს. საკვების გადამუშავება და შეწოვა გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე, შემდეგ ნაკვთები ერთმანეთს შორდება და წინანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

4847e992a9a5

fc3939de69db
დროზანა ანუ ცვრიანა და ცხიმურა მოწითალო-მწვანე ფერის პატარა მცენარეა. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეზე დაკიდეებზე 25-მდე წამწამი აქვს.ეს წამწამები გამოყოფენ ლორწოვან ნივთიერებას და ასევე ფერმენტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ცილების გადამუშავება.ცხიმურას აქვს ხასხასა ფოთლის ფირფიტის ზედაპირი, რომელიც დაფარულია ლორწოთი,რის გამოც ცხიმწასმულს გავს ამიტომაც დაარქვეს მას ცხიმურა .ფოთოლზე მიკრული მწერი მასზე არსებულ ჯირკვლებს აღიზიანებს, ჯირკვლები კი თავის მხრივ საკვების მომნელებელ წვენს გამოყოფენ

5d4c7f8970be

2f88f733f23a
გენლისეა მარწუხებიანი მტაცებელი მცენარეა რომელიც ხშირად გვხვდება ბუშტიკოსანასთან ერთად.იგი წყალში ბინადრობს, მის ფოთლებზე განლაგებულია ბეწვები, რომლიც პატარა მარწუხებს მოგვაგონებს. გენლისეა მსხვერპლს სწორედ ამ მარწუხებით იჭერს. მას ბოლოებზე მოთავსებულია ჯირკვლები, რომლებიც მოტკბო ნივთიერებას გამოყოფენ.

e9c603321ba8

91875a2cff07
სარაცენიას აქვს კაშკაშა შეფერილობის ფოთლები მწერების მოსაზიდად,ისინი მოფენილია ჯირკვლებით. ქოთნისმაგვარი ფოთლები დაფარულია წამწამებით რომლებიც იჭერენ მწერებს. ფოთლის ზედაპირი შეიცავს მოტკბო ნარკოტიკულ ნივთიერებას ,რომელიც აბრუებს მწერს და მოძრაობის ფუნქციებს უქვეითებს.სარაცენიას მსგავსი მცენარეების ქოთნებში, ანუ მილებში არის სითხე, რომელიც საკვების მომნელებელ პერმენტებს არ შეიცავს, დამრხჩვალი მწერები მილში მყოფ სითხეში იხრწნებიან ,ხოლო გახრწნილ პროდიქტებს მილის კედლები ისრუტავს. თუმცა არსებობს ისეთი მწერები რომლებიც ამ პირობებში კარგად მრავლდება. მაგალითად კოღოს ისეთი ჯიში როგორიცაა Wyeomyia smithii, ცხოვრობს სარაცენიას ქოთანში და მისი მუდმივი მობინადრეა,ასევე ობობა Misumenops nepenthicola.

მსგავსი ამბები

Back to top button