კულტურა

მერსედესის მომდევნო უნიკალური ნამუშევარი

cae0be9ba321

გერმანულმა გიგანტმა, Mercedes-Benz, დაიწყო ახალი აქცია, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას ქვეყნის პირველ პირთათვის, აგრეთვე დიდი კომპანიების მეთაურებისა თუ მაფიის ბოსებისათვის. მთავარი იარაღი დაცვის კუთხით გახლავთ ახალი ბრონირებული ლიმუზინი S 600 Pullman Guard.
ამ 4 ტონიანი მონსტრის ადგილიდან დასაძრავად საკმაოდ ბევრი ცხენის ძალაა საჭირო, მინიმუმ 500, რომელიც უზრუნველყო 5.5 ლიტრიანმა V12 ბიტურბირებულმა ძრავმა. საბურავების ბაზა შეადგენს 4315 მმ-ს, ხოლო ლიმუზინის მთლიანი სიგრძე 6363 მმ-ს, რომელიც მთელი 1151 მილიმეტრით გრძელია ვიდრე სერიული S-Class.

ბრონირებული S 600 Pullman Guard პასუხობს დაცვის B6/B7 მოთხოვნებს, რაც ნიშნავს რომ მასში ვერ შეაღწევ ვერანაირი ტყვიით, ლიმონკითა თუ მცირედი ბომბით. მისი ბენზინის ავზი გარშემორტყმულია თვით ჭიმვადი ნივთიერებით, რომელიც ავზის დაზიანების შემთხვევაში ბენზინის გაჟონვისგან იცავს მას. ამ ავტომობილის საბურავებიც თვითონ ებრძვიან თავიანთ ჭრილობებს. ლიმუზინი აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემითაცაა აღჭურვილი. ეს ავტომობილი ნამდვილი ციხესიმაგრე გახდება მისი მფლობელისათვის.
ამ ავტომობილის შექმნისას კომპანიაში მხოლოდ თავდაცვითუნარიანობაზე არ გაუკეთებიათ აქცენტი, ერთერთი მთავარი საზრუნავი უნივერსალური კომფორტის შექმნაც იყო, რომელიც შეძლეს კიდეც. ასეთი კომფორტისთვის კი ორმაგის გადახდაც არავის უნდა დაენანოს. ჯერ-ჯერობით კომპანიამ წინასწარი სავარაუდო ფასი არ გამოაქვეყნა, სავარაუდოდ მომავალი მყიდველების დაფრთხობას არ ჩქარობს.
3641d1765045

b26c1a80b50f

წყარო:mercedesclub.ge
124d7fc2606f

მსგავსი ამბები

Back to top button