არქივი

ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები

7fe043940788
ცოტა იუმორი არავის გვაწყენდა

98dbe9183db6

ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”

bc14d1b402aa

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს თუნდაც ოთხკუთხედი.”

43c450556f1b

პუშკინმა თქვა: “მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!”

7e225cdc1150

ჰოლმსმა ბრძანა: “მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ, სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

a552a28e4ed7

დი კაბრიომ გაიფიქრა:
“კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო.”

05bf2f2c46c7

მარატმა თქვა: “წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის? დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!

683febb8fa9e

ლენინმა თქვა: “რას მამწნილებთ,
რა ხალხი ხართ, სუფთა ზანტი,
ან დამმარხეთ, ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი.”

3f632f312bbf

ჰიტლერმა თქვა: “გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
იყო თურმე საწამლავი”

2cd5239b0de1

რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
“ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის,
კი არ დამიწერიაო”

5754f353b6e2

და ვინჩმა თქვა: გვირაბში ვარ,
არ ჩამირტყეს არსად ვიზა,
ნეტავ ერთი რას იძიებთ?
კაცი იყო მონა ლიზა…

61624fee664b

ვანგამ: “ამ ლექსს რიღასთვის წერ?
გაჩერდი და მიგდე ყური,
დაიწვებით მალე, რადგან
დათბობაა გლობალური…”

რავიცი აბა…კისერიც გიტეხიათ თუ არც გაგეცინებათ :D :D :D :D

be7f85b96688

მსგავსი ამბები

Back to top button