კულტურაუცნაური

2012 – S.O.S ???

420835228813

ტვინი წაიღეს მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენეთ!!!!!

და მაინც,რა მოხდება 2012 წლის 21 დეკემბერს? მაიას ტომის კალენდარზე ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ვუბრუნდებით ამ თემას, მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ერთიმეორეს მიყოლებით გამოვიდა რამდენიმე ფილმი მაიას კალენდრის და თარიღის – 2012 წლის 21 დეკემბრის შესახებ. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია რონალდ ემერიხის ფილმმა “2012”. ამ ფილმის ბიუჯეტი მართლაც კოლოსალურია (200 000 000 დოლარი), ამასთან ფილმის უხვად არის გამოყენებული სპეც-ეფექტები და მთლიანობაში ფილმის ფართო ეკრანზე ხილვა მართლაც შოკს იწვევს. მაინც რამ გამოიწვია ამხელა ხმაური?! ნუთუ მაიას კალენდარი დედამიწის დასასრულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს?! ან სულაც ეს ჩვეულებრივი სარეკლამო ტრიუკია, რათა ფილმი ბევრმა მაყურებელმა ნახოს და ფილმში “ჩადებული” თანხა წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.

დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტია, ვიდრე ის, რომლითაც დღეს დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სარგებლობს ( “გრიგორიანული კალენდარი”).

70050de59850
მაიას კალენდარს იყენებდა ასევე მესოამერიკის დანარჩენი მოსახლეობაც – აცტეკები, ტოლტეკები, ომლეკები და ა. შ.
ეს კალენდარი შედგებოდა ორი კალენდრისგან (ნაწილისგან) ცოლკინისგან (260 დღიანი რელიგიური კალენდარი) და ჰააბისგან (365 დღიანი სამოქალაქო კალენდარი).
მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე-ღამეა, ხოლო “გრიგორიანული” კალენდარი (რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს) 365,2424 დღე-ღამეა, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.

d922e56e9bf7

მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
1 უინალი = 20 დღე–ღამე
1 ტუნი = 18 უინალი = 360 დღე–ღამე (დააახლოებით 1 წელი)
1 კატუნი = 20 ტუნი = 7200 დღე–ღამე (19 წელი და 265 დღე–ღამე)
1 ბაკტუნი = 20 კატუნი = 144 000 დღე–ღამე (394 წელი და 190 დღე–ღამე)
1 პიკტუნი = 20 ბაკტუნი = 2 880 000 დღე–ღამე (7 890 წელი და 150 დღე–ღამე)
1 კალაბტუნი = 20 პიკტუნი = 57 000 000 დღე–ღამე (156 164 წელი და 140 დღე–ღამე)
1 კინჩილპტუნი = 20 კალაბტუნი = 1 152 000 000 დღე–ღამე (3 156 164 წელი და 140 დღე–ღამე)
1 ალაუტუნი = 20 კინჩილპტუნი = 23 040 000 000 დღე–ღამე (63 123 287 წელი და 245 დღე–ღამე).

8e28d1ab9958

და რა ხდება 2012 წლის 21 დეკემბერს, რომელმაც ასეთი ხმაური გამოიწვია?! ამ დღეს მაიას კალენდარით სრულდება 13 ბაკტუნი. უნდა ითქვას, რომ მაიას ქურუმების თარიღის ჩაწერას საკმაოდ საინტერესო ფორმა ჰქონდა. ის დაახლოებით იწერებოდა ისე, როგორც დღეს კომპიუტერის IP მისამართი იწერება. მაგალითად, 2012 წლის 21 დეკემბერი ასე დაიწერება: 13.0.0.0.0.
ცნობისთვის, 12 ბაკტუნი გრიგორიანული კალენდრით 1618 წლის 18 სექტემბერს იყო, 11 ბაკტუნი – 1224 წლის 15 ივნისს, ხოლო 0 ბაკტუნი – ჩვ. წ. აღ-მდე 3113 წლის 11 აგვისტოს.
მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, “შექმნის ეპოქა” 13 ბაკტუნისგან შედგება (1 872 000 დღე = 5125 წელი და 4,5 თვე). მაიას ქურუმების სიტყვებით 13 ბაკტუნის ბოლოს, ანუ გრიგორიანული კალენდრით 2012 წლის 21 დეკემბერს დასრულდება “მზის მეოთხე ერა” და “მზის მეხუთე ერა”იწყება. მაიას კალენდარში და რელიგიურ ტრაქტატებში არაფერია ნათქვამი სამყაროს დასასრულზე, კატასტროფებსა და კატაკლიზმებზე. მეცნიერებს ისიც ვერ ამოუხსნიათ “მზის მეოთხე ერის” დასასრული მაიას ქურუმების გათვლით მხოლოდ მაიას ცივილიზაციისთვის უნდა მომხდარიყო თუ საერთოდ კაცობრიობისთვის.

c94026dd4f81

ასტროლოგიური პარამეტრებით 2012 წლის 21 დეკემბერს ცის კაბადონზე პლანეტათა რაიმე მნიშვნელოვანი და მითუმეტეს, ნეგატიური კონფიგურაცია არ ფიქსირდება. ასტროლოგიაში გლობალურ მოვლენებზე, კატაკლიზმებსა და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ცვლილებებს ე. წ. “უნივერსალური პლანეტები” – ურანი, ნეპტუნი და პლუტონი მართავენ. ამ პერიოდში ამ პლანეტების რაიმე ნეგატიური გავლენა არ ფიქსირდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს რაიმე ნეგატიურ მოვლენას და მითუმეტეს, გლობალურ კატასტროფას და კატაკლიზმს არ უნდა ველოდოთ. ასე რომ, ბიჭებო და გოგონებო 2012 წლის 21 დეკემბერი ნამდვილად არ არის საშიში.

63a18179d5ff

წყარო : რაც მე დისქავერს ვუყურებ წყაროც ვარ და ოკეანეც

75c70c250d7d

მსგავსი ამბები

Back to top button