საკითხავისასარგებლო

როგორ დავწეროთ ▲▩⇨ォ︾†◮◪♥♠♣♦… ასეთი სიმბოლოები? (ნაწილი II)


მქონდა დადებული პოსტი თუ როგორ დაგვეწერა “♪♫♥♠♣♦… ასეთი სიმბოლოები” ამ პოსტში კი შემოგთავაზებთ თუ როგორ უნდა დავწეროთ ” ▲▩⇨ォ︾†◮◪♥♠♣♦… ასეთი სიმბოლოები”

ამ სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ ავღწერეთ როგორ დაგვეწერა სხვადასხვა ფორმის სიმბოლოები ყოველგვარი პროგრამის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ Widnows-ის ამარა. ვისაც პირველი ნაწილი არ წაუკითხავს გირჩევთ წაიკითხოთ რადგან ყველაფრის თავიდან აღწერას არ დავიწყებ დააკლიკეთ აქ, რომ ნახოთ I პოსტი

მაშ ასე..
ალბათ ყველას გსმენიათ Opera Browser-ის იგივე Opera-ს შესახებ. შეიძლება ზოგს გიყენიათ კიდეც და სწორედ ახლა მისი საშუალებით კითხულობთ ამ სტატიას. ერთ საინტერესო (ზოგისთვის ძველ, ზოგისთვის ახალ) ამბავს გაცნობებთ. თქვენს საყვარელ ბრაუზერს აქვს სპეციალური ვიჯეტების (Widgets) მხარდაჭერა.

ვინც არ იცის ვეტყვი რომ ვიჯეტები არის პაწაწკინტელა საყვარელი ნაწილები ან ფანჯრები, რომელიც გარკვეულ მოყვება გარკვეულ სოფტს ან ვებგვერდს და გარკვეულ ფუნქციას ასრულებს ფუნქციას ასრულებს, მაგალითად ჩემს ვებგვერდზე მარცხენა და მარჯვენა ზოლში ჩალაგებული სვადასხვა კვადრატები (თუნდაც ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი) არის ჩემი ვებგვერდის ვიჯეტები.
დავუბრუნდეთ ბრაუზერს, მოკლედ სწორედ ერთერთი იმ სახის ვიჯეტი გააჩნია ოპერას რომელიც ჩვენ ასე ძაან გვჭირდება, და რომელის გამო ამდენი ვიბოდიალე ამ სტატიაში. ამ ვიჯეტის გამოყენებით ჩვენ გავაკეთებთ იმას რაც წინა ნაწილში მოვიმოქმედეთ. მოკლედ ისევ ”სტეპგაიდის სტილში” დაგიწერთ რა მოვიმოქმედოთ:

1) აუცილებლად უნდა გეყენოთ Opera. დააკლიკეთ აქ ოპერის გადმოსაწერად

2) ( Widget-ის გადმოსაწერად დააწექით აქ,ყველაფერი თავისით დაყენდება(გადმოიწერება)

3) Widget-ის დაყენების შემდეგ, თქვენს ბრაუზერში გაჩნდება ახალი პატარა ფანჯარა რომელიც წარმოადგენს იმას რასაც ჩვენ ვეძებთ.

4) ზედა წითელ ღილაკთან ველში ვწერთ სასურველი ფონტის სახელს რომლის მიხედვითაც უნდა გამოჩნდეს სიმბოლო (Sylfaen, Times New Roman, Sans Serif და ა.შ.)

5) ქვედა ჩამოსაშლელ მენიუში ვირჩევთ სიმბოლოების ტიპს

6) მარჯვენა ბოქსში ვირჩევთ სასურველ სიმბოლოებს

7) მარცხენა ბოქსიდან ვაკოპირებთ არჩეულ სიმბოლოებს და ვსვავთ იქ სადაც გვინდა!

წყაროდ თუ ვერაფერი გაიგეთ დაუკავშირდით http://kblog.platforma.ge-ს ადმინისტრაციას (მაგრამ მგონი ყველაფერი ახსნილია)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close