არქივი

ცხოველთა სამყაროში ..

34isc

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე სრულიადში : )

ogvas

1. ტუატარა ხვლიკის მსგავსი რეპტილიაა, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობს. მეცნიერების ვარაუდით, მისი არსებობა 200 მილიონ წელს ითვლის. საოცარი ფაქტი ისაა, რომ დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ტუატარას სამი თვალი აქვს – მესამე შუბლის მიდამოშია თავისი რქოვანათი, გუგითა და ნერვული დაბოლოებებით რომლებიც ტვინს უერთდება. მესამე თვალი აბსოლუტურად ფუნქციონირებადია, მაგრამ 6 თვის ასაკში ქერცლებით იფარება და ქრება.

4mvtd

2. საშუალოდ ზვიგენები წელიწადში 10 ადამიანს კლავენ. უცნაური ისაა, რომ წელიწადში 100 ადამიანი მაშინ კვდება, როცა მინდორში ჩაძინებულს ძროხების ჯოგი გადაუვლის ხოლმე. ასე რომ სტატისტიკურად, ძროხა ზვიგენზე საშიში გამოდის. :yes:

gp366

3. ჭიანჭველების თითოეული ოთახი შეიძლება 3 მეტრი იყოს სიღრმეში. ამასთან, თითოეული სხვადასხვანაირადაა მოწყობილი. ზედა კვერცხებისთვისაა, სხვები მატლებისთვის, დედოფლისთვის, ახალი დედოფლებისთვის და საკვების შესანახად.

k6j2i

4. მე-17 საუკუნეში, როცა ანტიკათოლიციზმი ჩვეულებრივი მოვლენა იყო პურიტანულ სამყაროში [პურიტანიზმი – ინგლისის ბურჟუაზიის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიმართული იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ინგლისის ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისაგან] , პურიტანები ტირიფის ხისგან აკეთებდნენ პაპის გამოსახულებას, შემდეგ მასზე კატას აკრავდნენ და ბუხარში აგდებდნენ – რატომღაც ისინი სიამოვნებას იღებდნენ ცოცხლად დამწვარი კატების ჩხავილისგან.

0kotf

5. კოდალები ხეზე საშუალოდ წამში 20 ჩანისკარტებას აკეთებენ. ნისკარტთან ახლოს მათ აქვთ ცარიელი მიდამოები, ფორები, რომლებიც “ნიავდება” და იცავს მათ თავის ტკივილისგან.

niwcr

6. იმისთვის რომ გული აირიონ, ბაყაყების ზოგიერთი სახეობას კუჭი გარეთ გამოაქვს, მარჯვენა წინა ფეხით ასუფთავებს და შემდეგ ისევ უკან აბრუნებს :dabneuli:

cz49o

7. ფრინველი ჰოაძინი აბსოლუტურად ვეგეტარიანელია [იკვებება ხილ-ბოსტნეულით], რის გამოც მისი კუჭი ძროხისას მიაგავს. თუმცა მაინც ბევრს მიირთმევს, რის გამოც, როგორც წესი, ზომაშიც დიდია და ფრენაც უჭირს.

af0b21b2c280

8. წარსულში ჰოლანდიელები აქტიურად ნადირობდნენ გიგანტურ კუზე სპეციალური ზეთის დამზადების მიზნით. მხოლოდ ეს ზეთი აძლევდა განსაკუთრებულ გემოს აწ უკვე გადაშენებულ ფრინველს, რომელსაც დოდო ერქვა. როგორც ამბობენ, გიგანტური კუს ყველა ნაწილი გემრიელი იყო, ხორციდან დაწყებული ძვლის ტვინითა და კვერცხებით დამთავრებული.

zk04j

9. ლამანტინების დანახვისას შეითხზა ბევრი ისტორია ქალთევზების შესახებ მეზღვაურთა მიერ (ანუ რასაც ქალთევზებს მიაწერდნენ, რეალურად ლამანტინები იყვნენ) . დასავლეთ აფრიკაში მიაჩნდათ, რომ ისინი ერთ დროს ადამიანები იყვნენ და მათი დახოცვა სასტიკად იკრძალებოდა.

hg23t

10. ტაპენი – ასე ჰქვია ფოთლების, ხის ფისისა და ცხიმის ნაზავს, რომლებსაც დათვები იგროვებენ სწორ ნაწლავში გამოზამთრების წინ. ამგვარად იცავენ ისინი თავს სხეულში პარაზიტი მწერების გამრავლებისგან.

27sz9

11. ღამურების თათები და კლანჭები იმგვარადაა მოწყობილი, რომ თავდაყირა დაკიდებისას ავტომატურად იკეტება, სანამ ღამურა ჩამოსვლას არ მოინდომებს. ხოლო თუ ამგვარ მდგომარეობაში მოკვდება, რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება ჩამოკიდებული, სანამ არ შეჭამენ, ჩამოაგდებენ ან ტოტი არ მოტყდება :armjera:

akqjb

12. ზოგჯერ ჭიანჭველები თავიანთ დედოფალს გზავნიან სხვა, ახლოსმდებარე ბუდეში, სადაც ის იმ ბუდეში მყოფ დედოფალს თავს აჭამს და თავად ხდება დედოფალი. ამის შემდეგ ეს ორი ბუდე ერთიანდება.

13. გიგანტური ვეტა ახალ ზელანდიაში მობინადრე მწერია, რომელიც შეიძლება თაგვის ზომა გაიზარდოს. როგორც წესი, ის ბეღურაზე უფრო მძიმეა. საშიში გარეგნობის მიუხედავად, აგრესიით არ გამოირჩევიან და მხოლოდ მაშინ იკბინებიან, როცა საფრთხეს გრძნობენ.

6jy3v

14. ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო – ორთავიანი არწივი – გამოხატავდა წარსულისა და აწმყოს ერთობას: ერთი თავი ასახიერებს ძველი რომის იმპერიას, მეორე კი კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს, რომელიც სასაუბრო ენაში ცნობილია როგორც ახალი რომი.

:(

მსგავსი ამბები

Back to top button