არქივი

”შესრულებულია XXI საუკუნეში”

გთავაზობთ რამოდენიმე ამონარიდს დავით-დეფი გოგიბედაშვილის შემოქმედებიდან

fdfac4acfe8d

“არაფერი მაშინებს შურისა და დაუნახაობის გარდა, მე რაღაცნაირად ვიბრაციებით ვგრძნობ სამყაროს გულისფეთქვას, სამყაროს ჰანგს. ვგრძნობ, და მერე განვიცდი და მერე სხვებსაც განვაცდევინებ და ბოლოს როცა ყველაფერს გავაცნობიერებ და ან ვწერ ან ჩუმად ვარ, ჩემთვის აღმოვაჩენ, რომ არც ისეთი დიდი სიმარტოვე ყოფილა სამყაროში როგორც მეგონა.”

”სული უსასრულოა. მუსიკაც, ყველა სიმღერა, სონატა, სიმფონია მთავრდება, მაგრამ მისი მელოდია უსასრულოა.”

”ბოლომდე ბედნიერი ვერავინ გახდება, თუ უკლებლივ ყველა ამ ჩვენს დედამიწაზე არ იქნა ბედნიერი.”

”მე ვარ ის, რასაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ დრო მოვა და მიხვდები, ცხოვრება ერთი წამი რატომაა და მისი არსი მუდამ გამდინარი, შეგრძნებებით მუდამ ბუნდოვანი, სულით მოხეტიალე, დროებითი სხეულითა და ბედით გაუგებარი, იდუმალი, ფუჭი დიდებითა და სამარადისო დავიწყებით.”

”დღეგრძელი სიცოცხლე დღემოკლისგან არაფრით განსხვავდება, რადგან მათთვის ერთი აწმყოა და ის ერთია ყველასთვის და დანაკარგიც ერთია, წამიერი, განუმეორებელი.”

მსგავსი ამბები

Back to top button