არქივი

როგორ ავარჩიოთ მწიფე საზამთრო?

f6c990959214
მოვიდა ზაფხულიც და მალე საზამთრო-ნესვომანია დაიწყება, ყველას აინტერესებს ალბათ, როგორ უნდა ავარჩიოთ მწიფე საზამთრო? საქმე იმაშია რომ საზამთროს სიგემრიელეს განსაზღვრავს მისი შაქრიანობა, ნორმალურია: 7-8%, მაგრამ ამ მაჩვენებლის განსაზღვრა მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით შეიძლება…

საქმე იმაშია რომ ყველაზე გამოცდილი მებაღეც კი ვერ გეტყვით რომელი საზამთროა ნამდვილად მწიფე მის გარეგნულ შეხედულებაზე დაყრდნობით. იაპონელ და ამერიკელ მეცნიერებს ამ თემაზე დისერტაციებიც კი აქვთ დაცული, გარდა ამ ყველაფრისა ხალხში გავრცელებულია მითები საზამთროს სიმწიფის გარკვევის მეთოდების შესახებ, ზოგი ზოლებს ითვლის, ზოგიც ხელს უტყაპუნებს, ქვემოთ ჩამოვთვლით იმ მეთოდებს, რომლების გამოყენებითაც მეტ-ნაკლებად დაადგენთ საზამთროს სიმწიფეს.

1. გამხმარი ყუნწი – ნამდვილად სიმწიფის მაჩვენებელია, თუმცა შესაძლებელია საზამთრო მკვახე მოწყვიტეს და მერე დადეს დასამწიფებლად, ამ შემთხვევაშიც გახმებოდა ყუნწი.

2. ხმა – ითვლება რომ თუკი ხელის გულს დავუტყაპუნებთ უნდა გაისმას ზარივით ხმა, სინამდვილეში ეს პირიქით -საზამთროს შიდა რბილობის სირბილეს აჩვენებს, მწიფე საზამთრომ კი პირიქით – ყრუ ხმა უნდა გამოსცეს.

3. გაბზარვის ხმა – თუკი ხელებს მოვუჭერთ უნდა გაისმას ბზარის ხმა, ეს ნამდვილად აჩვენებს ნაყოფის სიმწიფეს.

4. მიწის ლაქა – სასურველია იყოს ყვითელი ფერის და არა თეთრი.

5. კანი – ბოლო რჩევაც, მწიფე საზამთროს ადვილად სძვრება კანი, სცადეთ ფრჩხილით მოფხიკოთ ცოტაოდენი, თუ ადვილად მოსძვრა – მწიფეა!

წყარო: exe.ge

მსგავსი ამბები

Back to top button