არქივი

იცით თუ არა, რომ….

null

იცით,თუ არა რომ დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა და მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010).

იცით თუ არა, რომ სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს.

იცით თუ არა, რომ
მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა.

იცით თუ არა,რომ
ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია.

იცით თუ არა,რომ ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში.

იცით თუ არა,რომ სიტყვა «პარლამენტი» წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან «parler», რაც «ლაპარაკს» ნიშნავს.

იცით თუ არა,რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ.

იცით თუ არა,რომ
ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში.

იცით თუ არა,რომ უილიამ შექსპირის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას თავდაპირველად „ჯულიეტა და რომეო“ ერქვა და არა „რომეო და ჯულიეტა“.

იცით თუ არა,რომ მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას.

იცით თუ არა,რომ სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის პირანიას ყბებს მაკრატლის მაგივრად ხმარობდნენ.

იცით თუ არა,რომ ყველაზე ადრეულ ასაკში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ. იგი 29 წლის იყო.

იცით თუ არა,რომ ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა.

იცით თუ არა,რომ ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ.

იცით თუ არა,რომ 13 წლის ჯორდან რომერო ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტია, რომელმაც ევერესტი დალაშქრა…

იცით თუ არა,რომ კაკამ კოტ’დვუართან მატჩში წითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მატჩს გამოტოვებს?  :D

წყარო: forum.internet.ge

Giga_Asla

დავიბადე 1997 წლის 10 იანვარს. ვცხოვრობ თბილისში, საბურთალოზე, შარტავას 42-ში. ვსწავლობ 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა "კომაროვში". ჩემი ჰობია ფეხბურთი.

მსგავსი ამბები

Back to top button