არქივი

ვუვუზელა

f62f3cc1355f

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ალბათ უკვე ყველამ იცით ვუვუზელას სახელი… ;)

ვუვუზელა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის საყვირია. გამოირჩევა მონოტონური ტკბილხმოვანებით (B♭3). მსგავსი ინსტრუმენტია corneta, რომელიც გავრცელებულია ბრაზილიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. თავდაპირველად ვუვუზელა დამზადებული იყო კალისგან, რომელიც 1965 წელს Freddie “Saddam” Maake-მ ჩაანაცვლა ალუმინით. ვუვუზელა პირველად გამოჩნდა 1970 წელს მექსიკის ჩემპიონატზე. ამის შემდეგ ის პოპულარული გახდა სამხრეთ აფრიკაში და მალევე სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ერთერთი სიმბოლოს წოდებაც მიიღო. მაგრამ ალუმინის ვუვუზელა საშიშ იარაღად მიიჩნიეს და გადაწყვიტეს ალუმინის პლასტმასით ჩანაცვლება. 2001 წელს სამხრეთ აფრიკაში კომპანია “Masincedane Sport-მა” დაიწყო პლასტმასის ვუვუზელების მასიური წარმოება.

fb941c29f4a0

დღეს ვუვუზელას მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი ბევრი კომპანიაა, მაგრამ მათგან ყველაზე დაფასებული და მუსიკათმცოდნეების მიერ უპირობოდ აღიარებული ფრანგული The Selmer Company-ის ამერიკული შვილობილის The Vincent Bach Corporation-ის მიერ წარმოებული ვუვუზელებია. ამ კომპანიამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვუვუზელების საგანგებო სერიაც გამოუშვა, რომლებიც ცნობილმა დიზაინერებმა – დონა ქარანმა (Donna Karan), ბილ ბლასმა (Bill Blass), ჯორჯო არმანიმ (Giorgio Armani) და თიერი მიუგლერმა (Thierry Mugler) მოხატეს.

2009 წელს ჰოლანდიის მთავარმა მწვრთნელმა Bert van Marwijk-მა და ესპანელმა ნახევარმცველმა Xabi Alonso-მ “FIFA-ს” მოუწოდეს აეკრძალათ ვუვუზელას გამოყენება. ხოლო უკვე 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას ეფექტმა აღაშფოთა საფეხბურთო ნაკრებები, ისინი ვუვუზელას აკრძალვას ითხოვენ.

ასევე ვუვუზელას გამოყენებაზე პროტესტი გამოთქვა “Nazareth Baptist Church-მა”, ისინი ამტკიცებენ, რომ ვუვუზელა ეკუთვნოდა მათ ეკლესიას. ამიტომ ფეხბურთის გულშემატკივრებს მოუწოდეს არ გამოიყენონ ვუვუზელა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ – “FIFA-მ” ვუვუზელას აკრძალვაზე უარი განაცხადა, რადგან ვუზუზელა, ეს ხომ აფრიკული ფეხბურთის ტრადიციაა, აქ ვუზუზელას გარეშე აფრიკის ჩემპიონატები არ ტარდება.

545cd24c0040

და ბოლოს, თუ არც მუსიკალური ნიჭი გაქვთ და არც ფეხბურთი გიყვართ – აი, რას ამბობს ახენის უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელი დოქტორი იურგენ ფლუგე (Jürgen Floege) :”ვუვუზელა საუკეთესო საშუალებაა ფილტვების ვარჯიშისთვის. ის ხელს უწყობს ჯანმრთელ სუნთქვას და გეხმარებათ თავი დააღწიოთ სასუნთქი აპარატის პრობლემებს. ერთი საათის განმავლობაში ვუვუზელაზე დაკვრა ორგანიზმიდან გამოდევნის 0,09 გრამ ნიკოტინს, 0,2 გრამ ამიაკსა და 0,5 გრამ კუპრს. ამის გარდა, ვუვუზელაზე დაკვრა წონაში დაკლების მშვენიერი საშუალებაცაა.”

წყარო:www.wikipedia.com და http://lifestylebox.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button