საკითხავისაქართველოსურათები

ქართლის დედა

,,ქართლის დედა” სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა. ცნობილი მოქანდაკის-ელგუჯა ამაშუკელის 20 მეტრიანი სკულპტურა თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურა მრგვალი ქანდაკების პრინციპითაა შექმნილი, მისი სრულად აღქმა ფრონტალურად ყველაზე უკეთაა შესაძლებელი. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალის გამოსახულებას ხელში ხმალი და ღვინის თასი უჭირავს. თასი სიმბოლურად ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მიანიშნებს, ხოლო ხმალი მტრის დასახვედრად მუდმივი მზადყოფნის მაუწყებელია.
მკაცრად ფრონტალური და სტატიკური ,,ქართლის დედა” განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შორიდანვე იქცევს ყურადღებას.

ილია ჭავჭავაძის ლექსი ქართლის დედაზე

აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა…
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი…
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს…
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, –
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს…
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

თბილისი.გოვ.გე
Google

წინა პოსტზე “ყველაზე მაღალი ქანდაკებები” პრეტენზიები იყო თუ რატომ არ შევიდა ქართლის დედა
იმიტომ რომ იგი სულ 20 მეტრია
იმედია გული არ დაგწყდათ

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close