არქივი

აფირმაცია და ოცნების მატერიალიზაცია

Aura3c

აფირმაციაზე ადრეც იდო პოსტი, მაგრამ აქ აფირმაციების შედგენის კრიტერიუმები და საშუალებებია, ასევე რამოდენიმე აფირმაციაც. 

აფირმაცია ეს არის წინადადებაში გამოხატული ემოციური აზრი, რომელიც ერთდროულად ქმნის როგორც საერთო ემოციურ ფონს, ისე – ემოციურ ვექტორს, მიმართულებას. ემოციის გარეშე აფირმაციის წარმოთქმას და მითუმეტეს, გამეორებას აზრი არა აქვს, რადგან ემოცია, განცდა, გრძნობა აფირმაციის “საწვავია”. საჭიროა აფირმაციების დღეში სამჯერ 3-15 წუთით გამეორება.
უპირველესად საჭიროა დამშვიდდეთ, მოდუნდეთ, გონებაში დაინახოთ საკუთარი მიზნები (სურვილები) და დაიწყოთ აფირმაციების გამეორება. ქვემოთ შეგიძლიათ თქვენთვის მისაღები რამოდენიმე აფირმაცია შეარჩიოთ ან აქ მოყვანილი წესების მიხედვით თქვენ თვითონ შექმნათ თქვენთვის მისაღები აფირმაცია ეს თქვენი ცხოვრების დევიზად (სლოგანად) აქციოთ.

აფირმაციის შედგენის კრიტერიუმები:
• აფირმაცია უნდა იწყებოდეს სიტყვით “მე” (“ჩემი”, “ჩემს”…).
• აფირმაციაში ზმნა გამოიყენება აწმყო დროში.
• აფირმაციაში არ უნდა იყოს არავითარი უარყოფა (“არ”, “ვერ” და ა. შ.).
• აფირმაცია უნდა იყოს, რაც შეიძლება მოკლე, მაგრამ დასრულებული.
• აფირმაცია აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული.
• აფირმაცია სასურველია შეიცავდეს სიტყვებს: ყოველთვის, ყოველდღე, სულ, მუდმივად, დამაჯერებლად, მტკიცედ…
• აფირმაცია უნდა შეიცავდეს სიტყვაში გამოხატულ ემოციას: სიამოვნებით, სიხარულით, აღტაცებით, სიამაყით, მშვიდად, სიყვარულით…
• აფირმაცია უნდა გვეხებოდეს ჩვენ და არა სხვა პირს.

აფირმაციის შედგენის მარტივი საშუალება:
• წარმოვიდგინოთ ასოცირებულად ის გარემოებები, რომლებიც გვინდა, რომ შევქმნათ.
• წარმოვიდგონოთ ხმები, რომლებსაც გავიგონებთ მიზნის მიღწევის (სურვილის ასრულების) დროს.
• შევიგრძნოთ ემოციები, რომლებიც გვექნება მიზნის მიღწევისას.

აფირმაციის წარმოთქმის მარტივი წესი:
წარმოთქვით ნელა, მშვიდად, გრძნობით და გაგებით. ჩაბერეთ ყოველ სიტყვას სიცოცხლე, სიყვარული და ენთუზიაზმი.

აფირმაციები
(ფინანსები, სიმდიდრე, კარიერა, წარმატება)

• მე მაქვს უსაზღვრო ბარაქა და მუდმივად მზარდი შემოსავლები
• მე უკეთეს ვიმსახურებ და ის ახლა მოდის ჩემთან
• მე რასაც ვაკეთებ, ყოველივეში ღვთიური ძალით ვიმართები და ეს ძალას მმატებს
• მე უკეთესის იმედი მაქვს და ამას ახლა ვიღებ
• მე ვქმნი ჩემს მშვენიერ და იდეალურ ცხოვრებას
• მე ახლა თავისუფალი ვარ იმისთვის, რომ ვაკეთო ის, რაც მიყვარს
• მე მუდმივად განვიცდი სურვილის ასრულების შეგრძნებას
• მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გზა ჩემთვის მუდამ იდეალურია
• მე მადლიერი ვარ ღმერთის და ყველა ადამიანის
• მე მშვენიერი სამსახური და მშვენიერი კარიერული გზა მაქვს
• მე ვაკეთებ მშვენიერ საქმეს მშვენიერი ანაზღაურების ფასად
• მე ახლა ვცხოვრობ მშვენიერ აწმყოში, სადაც ბედნიერი ვარ
• მე ახლა ვიმყოფები წარმატების მეფურ გზაზე, ვაღწევ ბედნიერებას და ბარაქას
• მე ყველაფერი რაც წარმოუდგენელ მადლად მიიჩნევა პირდაპირ ახლა მისრულდება
• მე სასიამოვნო სიურპრიზები ყოველ დღეს მილამაზებენ
• მე ჩემს გზაზე ყოველივე კარგს ვხვდები
• მე მადლიერი ვარ იმ ბარაქისთვის, რომელიც ღვთიური ძალით მეძლევა
• მე ამ წუთას რომელი ნივთებისკენაც ვისწრაფვი, ის ნივთებიც ამ წუთას ჩემსკენ ისწრაფიან
• მე ნებას ვრთავ ჩემს თავს ცხოვრებაში კარგი ნივთები მქონდეს და ამით დავტკბე
• მე ყოველთვის მზად ვარ ყოველივე კარგისთვის
• მე ჩემს თავს მდიდარს ვხედავ – აი ეს ვარ მე!
• მე ვტკბები ჩემი აყვავებით და თავისუფლად ვუზიარებ ამას მთელ მსოფლიოს
• მე მომწონს სიმდიდრის შენება
• მე ყველაფერში გამბედაობას და დაჟინებულობას ვირჩევ
• მე იმის ღირსი ვარ, რომ მქონდეს ფინანსური ბარაქა ახლა და ამ წუთას
• მე და ბარაქა ერთი მთლიანი ვართ
• მე მჯერა რომ ყველას შეუძლია იყოს მდიდარი, მათ შორის მეც
• მე ამჟამად ვაგროვებ ფულის მნიშვნელოვან თანხებს
• მე წარმატებული ვარ იმიტომ, რომ ვიცი რა მინდა და ვითხოვ ამას
• მე ვქმნი სიმდიდრეს ძალიან იოლად და სწრაფად
• მე განვსაზღვრავ ჩემს გზის წარმატებას და ვქმნი მას
• მე ყველაფერს ვლოცავ და ჩემი ცხოვრების ყოველივე სიტუაცია კეთილი და კარგია
• მე მიყვარს ადამიანებში ყველაფერი მაღალი და საუკეთესო და აი ამ წუთას ვიზიდავ მათ
• მე გარშემოსილი ვარ ღვთიური ენერგიით და ეს ენერგია ვლინდება ჩემს სიმდიდრეში
• მე მიხარია, რომ წარმატებული ვარ ყველა სფეროში
• მე მადლიერი ვარ, რომ ვარ მდიდარი, წელში გამართული და ბედნიერი
• მე ჩემსკენ დიდსულოვან, მდიდარ და ჩემსკენ კეთილგანწყობილ ადამიანებს ვიზიდავ
• მე ვგრძნობ, რომ ჩემსკენ უდიდესი სიმდიდრე მოედინება ახლა და ამ წუთას
• მე ვხედავ, რომ ჩემთან ყველაფერი კარგი იოლად მოდის
• მე ვაცნობიერებ, რომ ჩემთან ფული იოლად მოდის
• მე ვგრძნობ, რომ ჩემთან უდიდესი მადლი მოდის ახლა
• მე ვაცნობიერებ, რომ ჩემი ყველა მოთხოვნილება მომენტალურად კმაყოფილდება
• ჩემი ყველა სურვილი სწრაფად და იოლად სრულდება
• ჩემი ცხოვრების ყოველი დღე აღსავსეა საოცრებებით და მადლით
• ჩემი მთელი მადლი იღვრება გაუთავებელ, უსაზღვრო და მუდმივად მზარდ წარმატებისა და ბედნიერების ნაკადად
• ჩემი შემოსავლები უსაზღვრო, უხვი და ბარაქიანია, ის მუდმივია და ჩემთან სრულყოფილი გზებით მოდის
• ჩემი შემოსავლები სულ უფრო იზრდება პირდაპირ ახლა
• ჩემი ტვინი წარმოადგენს ძლიერ მაგნიტს სარგებლიანი და ფულის მომტანი იდეებისთვის
• ჩემი აყვავება უკიდეგანოა, ჩემი წარმატება უკიდეგანოა
• ჩემს მიმართ ყველა და ყველაფერი კეთილგანწყობილია და მე ვარ ყველას და ყველაფრის მიმართ კეთილგანწყობილი

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button