გასართობისაკითხავისასარგებლო

ექიმთა კლასიფიკაცია :)))


ექიმთა კლასიფიკაცია :))))

სტომატოლოგი

ხანდახან, რომ ”არ იცნონ”, საკუთარ თავს დანტისტებს ეძახიან :). ყველაზე საშიში ექიმებია :). თუმცაღა საბედნიეროდ, მათთან ვიზიტი საშუალო სტატისტიკურად 32 ვიზიტითაა შეზღუდული, ხოლო მათ ვისაც სიბრძნის კბილი არა აქვთ – 28 ვიზიტით. ისე ჭკვიანი ხალხი ხომ ამბობდა, რომ სულელები უფრო იოლად ცხოვრობენ(12.5%). ასე, რომ გადაწყვიტეთ თავად … :D

თერაპევტი

ის ექიმი არაა, ის მენეჯერია. ის აზრზზე არაა, როგორ გიმკურნალოთ, მაგრამ შეუძლია გითხრათ, ვის შეუძლია ეს. რა თქმა უნდა თუ იცის, ვინ იცის ეს :) მაგრამ ფაქტი არაა ის, რომ ვინც იცის მან, მან იცის , როგორ გიმკურნალოთ თქვენ… მოკლედ, მიუხედავად, იმისა, რომ მედიცინა საკამოდ წინ წავიდა, კვლავ ღმერთის ამარა ვრჩებით

ქირურგი
ის მესანგრეს გავს. ცდება მხოლოდ ერთხელ. თუმცა თუ მესანგრე ცდება ერთხელ თავის ცხოვრებაში, ქირურგი ცდება ერთხელ , მაგრამ თქვენს ცხოვრებაში. და თუკი ქირურგის შეცდომის შემდეგ თქვენ შეძელით სიცოცხლე შეგენარჩუნებინათ, დამერწმუნეთ ასეთი ცხოვრება არაფრად გიღირთ. როგორც მესანგრე, ასევე ქირურგი, ხელმძღვანელობს არა შეგროვებული ინფორმაციით, არამედ ინტუიციით. და ამაშია ჩვენი ”ბედნიერება” , ვინაიდან მედიცინაში ინტუიცია კვლავ უფრო საიმედოა…

ოტორინოლარინგოლოგი

ამ ექიმებს აშკარად გამოხატული არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. თავიდან მათ ყურყელცხვირებს ეძახდნენ.რაც არასერიოზულად ჩანდა. შემდეგ ORL-ექიმებს. მაგრამ ეს მათ პატარად მოეჩვენათ. ახლა ისინი შეურთდნენ ლოგოპედებს, რადგან მათი სახელწოდების წარმოთქმა მათ გარეშე საკმაოდ ძნელია :). ამ ექიმებისგან ყველაზე არსებითი დახმარება, ისაა რომ სმენის აპარატის გარეშე შეგეძლებათ პირველივე ჯერზე გაიგონოთ ამ პროფესიის სახელწოდება. და გინდათ ეს?

ოკულისტი
ამათაც ეცოტავათ და ოფთალმოლოგები უწოდეს საკუთარ თავებს. საკმაოდ არასასიამოვნო ხალხი, ვინაიდან ყოველთვის სურთ, რომ დაინახოთ ის, რასაც კი თქვენი თვალი შეხედავს.

გინეკოლოგი

ყველაზე დაჩაგრული ექიმები. ვინაიდან მათ 2-ჯერ ნაკლები პაციენტები ყავთ სხვა დანარჩენ ესკულაპებთან შედარებით. საინტერესოა, რომ გინეკოლოგი მამაკაცები საკმაოდ ცოტაა. სცადეთ წელიწადში 61320 სათი უყუროთ ქალის ყველაზე საინტერსო ნაწილს და გარანტიას გაძლევთ, მალე დაკარგავთ მისადმი ინტერსს. არ შეიძლება ჰობი პროფესიად აქციო :))))

ვენეროლოგი

ერთადერთი ექიმი, რომელთან შეხვედრაც დაკავშირებულია რაღაც სასაიმოვნოსთან, მაგალითად სასიამოვნო მოგონებებთან …:) ის ყველაზე პატიოსანი ექიმია. ის ერთადერთია, რომელსაც უხდით სიამოვნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიამოვნება მან არ მოგანიჭათ..

ალერგოლოგი

ყველაზე აქტიური ექიმი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულია (და კიდეც აქვს ამის მიზეზი), რომ მთელი სამყაროს მოსახლეობა მისი პაციენტია. ამიტომ ალერგოლოგის მთავარი მიზანია _ იპოვოს თქვენში ალერგია, სანამ მისგან არ გაქცეულხართ.

ფსიქიატრი

ალერგოლოგისგან განსხვავებით, ბუნდოვნად ხვდება, რომ მთელი სამყაროს მოსახლეობა მისი პაციენტია და და არ სურს სიამრთლეს თვალებში ჩახედოს. ხეირი მისგან საკმაოდ ცოტაა.როგორ შეიძლება ავადმყოფს დაეხმაროს მეორე ავადმყოფი. საინტერესოა რომ ფსიქოტერაპევტები არსებობენ, აი ფსიქოქიურგები კი ჯერაც არ ჩანან.

რეანიმატოლოგი

ყველაზე შურიანი ექიმი.ის უბრალოდ ვერ დაუშვებს იმას, რომ თქვენ იყოთ ბედნიერები იმ დროს, სანამ ის იძულებულია დარჩეს ამ საძაგელ სამყაროში, თქვენგან განსხვავებით…

ნარკოლოგი

არა ვცრუობ. აი ყველაზე შურიანები, ვინაიდან ცდილობენ ადამიანს ”გამოაცალონ” ცხოვრების უკანასკნელი ”ბედნიერება” …

სექსოპათოლოგი

იმედია არასოდეს დაგჭირდებათ .. :)))

სექსოლოგი

ეს სექსოპათოლოგის ნათელი მხარეა. სექსოპათოლოგი გეუბნებათ, რომ თქვენ ცუდად გაქვთ საქმე. სექსოლოგი კი გეუბნებათ როგორ ”გააკეთოთ ეს” უკეთ.

პროქტოლოგი

მიუხედავად იმიასა, რომ მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა, ეს ექიმები დარჩნენ … ნუ სად ალბათ მიხვდით …:)))))

ანესთეზიოლოგი

ძალიან სასარგებლო ექიმი. ის აკეთებს ისე, რომ არაფერი იგრძნოთ. და თუ ის შეცდება – კიდევ უფრო კარგი , ასეთ შემთხვევაში ამის შემდეგ სულ ვეღარაფერს იგრძნობთ

პულმონოლოგი

ერთადერთი ექიმი, რომელიც არ იზიარებს კოლეგების შეცდომებს , რომ თუ გადააგდებთ მოწევას , ყველა ავადმყოფობა თავისთავად გაგივლით.

უროლოგი

ექიმი ყველაზე ვიწრო თვალთახედვით. სექსოპათოლოგისა და სექსოლოგისგან განსხვავებით თქვენს მამაკაცურ ღირსებას ათვალიერებს მისი თანამდევი ფუნქციების მიხედვით.

კარდიოლოგი

აბსოლუტურად შორსაა რომანტიული გრძნობებისაგან. მისთვის სიმღერები გულზე და მის მოუსვენრობებზე სულაც არ იწვევს დადებით ემოციებს.

ტრავმატოლოგი

ამ ექიმებს ძალიან უყვართ სპორტი.პრაქტიკულად ყველა სახეობა , ჭადრაკის გამოკლებით …

ფარმაკოლოგი

თუ ექიმთა უმრავლესობა დაკავებულნი არიან იმით, რომ ორგანიზმიდან მოაშორონ ზედმეტი, ფარმაკოლოგები პირიქით ცდილობენ ჩატენონ მასში ყველაფერი და უფრო ბევრი. და შემდეგ ინტერესით აკვირდებიან , რა სახით დაიწყებს ორგანიზმი რეაგირებას.

ტოქსიკოლოგი

ფარმაკოლოგთა წყალობით ეს ექიმი არასოდეს დარჩება უმუშევარი. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვს ფარმაკოლოგები მათი სამსახურის 50 % უზრუნველყოფენ

ვირუსოლოგი

ძალიან კომუნიკაბელური ექიმი. სწორედ მას შეხვდა წილად იშვიათი ბედნიერება პრაქტიკულად ყოველდღიურად გაზარდოს საურთიერთო წრე.

ეპიდემიოლოგი

იგივეა რაც ვირუსოლოგი, თუმცა განდიდების მანიით შეპყრობილი.

პათოლოგოანატომი

ყველაზე მაღალპროფესიონალი ყველა ექიმთა შორის. მან უკვე ზუსტად იცის, რა და რატომ გტკიოდათ …

გისურვებთ ჯანმრთელობას!!! :)))

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close