5 ყველაზე ცნობილი ეგზორციზმი

5 ყველაზე ცნობილი დემონური დაუფლება და ეგზორციზმი მსოფლიოში.

თითქმის ყველა რელიგია აღიარებსს დემონების არსებობას. დემონები აღწერილნი არიან, როგორც სპირიტუალური არსებები, რომლებიც უჩინარნი არიან ადამინთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონოთეისტური რელიგია კრძალავს  
დემონებთან  კონტაქტს,  დემონური  დაუფლებები ადამიანებზე არც თუ ისე იშვიათია. ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებებს, მაგალითად შიზოფრენიას ხშირად სწორედ დემონებს მიაწერენ.

ამ სტატიაში არის რამოდენიმე საყოველთაოდ ცნობილი მაგალითები, რომლებსაც დემონურ დაუფლებებს მიაწერენ. ისინი გვაჩვენებენ, რომ თამაში სატანისტურ რიტუალებთან და მსგავს რაღაცებთან არასოდეს არ მთავრდება კარგად.

(demonic possession - ვთარგმნე როგორც დემონური დაუფლება და ზოგიერთ წინადადებაში ცოტა არაბუნებრივადაა ეს სიტყვები)

1. ანელის მიშელი

ანელის მიშელი იყო გოგო გერმანიიდან, რომელზეც ბევრი ამტკიცებდა რომ იყო დემონების მიერ დაუფლებული. იგი კათოლიკურ ოჯახში იყო აღზრდილი. პირველი დემონური დაუფლების ნიშნები შეინიშნა როცა იგი 16 წლის იყო. დაეწყო ეპილეფსიური შეტევები და ჰალუცინაციები. რეგულარულმა სამედიცინო მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო და მიაკითხეს ეპისკოპოს ეგზორცისტს, რომელიც კათოლიკურ მეთოდებს იყენებდა გოგონას მკურნალობისათვის. თუმცა
სეანსები არც თუ ისე წარმატებული გამოდგა და მიშელი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვრცლად ანელის მიშელის ეგზორციზმი

2. ჯორჯ ლუთკინსი

ჯორჯ ლუთკინსი, კაცი ინგლისიდან, ცნობილი გახდა თავუსი უცნაური საქციელით, რომელიც ხშირად აღწერილი იყო როგორც დემონური დაუფლება. იგი იყო მკერავი სოფელ მენდიპში. ერთერთმა მისმა მეზობელმა დახმარება სთხოვა სოფლის პასტორს, რადგან ჯორჯს ახასიათებდა უცნაური საქციელი, მაგ: მღეროდა უცნაურ სიმღებს, ხშირად იცვლიდა ხმას, ბევრი მათგანი რადიკალურად განსხვავდებოდა მისი ნამდვილი ხმისგან. იგი გასინჯეს ექიმებმა, მაგრამ არ ყოფილა რაიმე ცხადი შედეგი. ლუთკინსი თავად ამტკიცებდა, რომ შეპყრობილი იყო შვიდი დემონის მიერ და რომ მას სჭირდება შვიდი ეგზორცისტი განკურნებისათვის. მართლაც შვიდმა ეგზორცისტმა სცადა განეკურნა ეს ადამიანი 1778 წელს და მათმა მცდელობამ, მტკიცების თანახმად, შედეგი გამოიღო. სეანსის შემდეგ, რომლის დროსაც მღდლები ლოცვებს კითხულობდენ,  მათ წინაშე დემონებმა დატოვეს მისი სხეული. ამბობენ ამის შემდეგ იგი ძალიან მშვიდი და ბედნიერი ადამიანი გახდაო ბატონი ჯორჯი.

3. რობი მანჰაიმი

რობი მანჰაიმი ცნობილია როგორც კაცი, რომელიც შეპყრობილი იყო და წარმატებით განიკურნა და განთავისუფლდა დემონებისგან. მისი ამბავი საფუძვლად დაედო ვილიამ პიტერ ბლეთის ნოველას “ეგზორცისტს.” მას პრობლემები ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა. მისი პორბლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც მან ღამე გაატარა  ბებიასთან. ამ ღამის დროს მათ ესმოდათ უცნაური ხმები და იესო ქრისტეს ხატმა, რომელიც კედელზე ეკიდა ქანაობა დაიწყო. ამ მისტიკური მოვლენიდან თერთმეტი დღის შემდეგ მისი დეიდა გარდაიცვალა. რობი ძალიან ახლოს იყო დეიდასთან და მისმა სიკვდილმა დიდი ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა. იგი ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ სცადა დეიდასთან რაიმე გზით კონტაქტი დაემყარებინა. ამ ძალისხმევამ მას დიდი პრობლემები მოუტანა და გამოიწვია დემონური დაუფლება. ახალგაზრდა რობი გასინჯეს მედიკოსებმა და ფსიქიატრიულმა ექსპერტებმა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარნენ. ამის შემდეგ ოჯახის წევრებმა მოუყვანეს სამღვდელოების პირი ლუთერ მაილს შლუზე, რომელმაც ერთი ღამით დაიტოვა ბიჭი, რათა დაეთვალიერებინა. მან თქვა, რომ შენიშნა უცნაური მოვლენები, როგორიცაა ნივთების გადაადგილება ოთახში, როდესაც ორივეს ეძინათ.

ორ თვიანი თერაპიის შემდეგ, რომელიც ეგზორციზმის 30 სეანსს მოიცავდა, ბიჭი განიკურნა უილიამ ს. ბოუდერნის მიერ.

4. მაიკლ ტეილორი

მაიკლ ტეილორი ცხოვრობდა ქალაქ ოუსეტში, ბრიტანეთში. იგი იყო ქრისტიან ყმაწვილთა ჯგუფის წევრი, მისი უცნაური ქცევა თავდაპირველად ჯგუფის ლიდერის მარი რობინსონის წინააღმდეგ გამოვლინდა. იგი თავს ესხმოდა სიტყვიერად და მოგვიანებით ბოროტად ექცეოდა მას. მისი საქციელი უფროდა უფრო უარესდებოდა. მღვდელმა გადაწყვიტა, სხვების დახმარებით განეკურნა იგი. მღვდელი შეეცადა გამოეყენებინა ეგზორციზმის რამდენიმე ქრისტიანული მეთოდი, მაგრამ ამან არ გამოიღო შედეგი და სეანსი რამოდენიმე საათის შემდეგ დასრულდა. მღვდლები ძალიან დაღლილები იყვნენ და გაუშვეს იგი სახლში. როცა მაიკლი სახლში დაბრუნდა მოკლა მისი ცოლი და ძაღლი. იგი შიშველი და სისხლით დაფარული იპოვნეს.

5. კლარა გერმანა ჩელე

კლარა იყო ახალგაზრდა ქალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრები. მას დემონები დაეუფლნენ 1906 წელს, მას შემდეგ რაც მან პაქტი გააფორმა სატანასთან. მან ეს ფაქტი მოგვიანებით აღიარა, როცა მამა ჰორნერ ერასმუსს აბარებდა აღსარებას. დემონური დაუფლების დროს იგი ლაპარაკობდა ენებზე, რომლებიც მას არასდროს უსწავლია, ასევე, ისე ყვიროდა, რომ გარშემომყოფებს აძრწუნებდა. იგი გამოსცემდა უცნაურ ხმებს, რომლებიც არ ჰგავდა არც ადამიანის და არც რაიმე ცხოველის ხმას. ასევე ამბობდნენ, რომ ნახეს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში ლევიტაციის დროს. მას შემდეგ, რაც მღვდლებმა ეგზორციზმი განახორციელეს, იგი განიკურნა. ეგზორციზმის დროს ქალი ძალადობას ცდილობდა,ა ერთხელ ბიბლიაც კი წაართვა მღვდელს და სცადა მისი დახრჩობა.

სტატია ეგზორციზმზე

სტატია დემონთა კლასიფიკაციაზე

NB2511


ავტორი: NB2511

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC