არქივი

სახალისო ამოცანები

3b885db2129f

ვფიქრობ მარტივი ამოცანებია და არ გაგიჭირდებათ ამოხსნა(მაგრამ ზოგიერთი არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს)

1. შედიხართ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

2. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

3. რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?

4. სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?

5. ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი, გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

6. ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?

7. ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

8. ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

წყარო:წიგნიდან „სახალისო, გასართობი და სერიოზული მათემატიკა“

მსგავსი ამბები

Back to top button