გასართობისაკითხავი

მაიკლ ჯექსონი

გადავხედე საიტს და ერთი პოსტი დევს მაიკლის ბიოგრაფიაზე, ასევე რამოდენიმე ვიდეო მის უზადო ცეკვასთან დაკავშირებით, მაგრამ მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან, ფრაზები, სურვილები, ოცნებები, ფანების დამოკიდებულება მის მიმართ და მოკლედ რომ გითხრათ ყველაფერი მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. :) ერთ კვირაში მისი წლის თავია, იმ დროისთვის ქალაქში არ ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი ახლა გამეკეთებინა. ჯექსონის ოფიციალური საიტის დახმარებით ბევრ საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

დავიწყებ იმით რომ მაიკლ ჯექსონი 1958 წელს დაიბადა ინდიანას შტატში. მისი ოჯახი თავიდანვე გახდა ცნობილი, როცა ჯგუფი Jackson 5 ჩამოაყალიბეს. მაიკლი ყველასგან გამოირჩეოდა თავის საოცარი პლასტიკითა და ხმით. გავიდა დრო და ჯგუფმა საოცარი პოპულარობა მოიპოვა, უშვებდნენ ალბომებს, აწყობდნენ შოუებს. მაიკლი კი ხალხის სულ უფრო და უფო მეტ სიყვარულს იმსახურებდა.

მისი სოლო კარიერა 1979 წლიდან დაიწყო. პირველი ალბომი 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. 1982 წელს ფილმ “Thriller”-ისთვის დაწერილმა სიმღერამ კი საფუძველი ჩაუყარა მის დიდებისკენ მიმავალ გზას. “Thriller” დაერქვა მის მომდევნო ალბომსაც, რომელშიც შესულმა სიმღერებმა “Beat It” , “Billie Jean” უდიდესი აღიარება ჰპოვა, ხოლო თვითონ ალბომი 29 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. ამ ყველაფერს მოყვა სხვა ალბომები : “Bad”, “Dangerous”, “HIStory”, “Blood On The Dance Floor”, “Invincible”. თითოეული მათგანი უსაზღვროდ პოპულარულ იხდებოდა და ჯექსონიც “პოპის მეფობისკენ” მიიკვლევდა გზას.

რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა მაიკლის პირადი ცხოვრება, მით უფრო მეტი ჭორი იხლართებოდა. მალე ცნობილი გახდა, რომ ჯექსონს ძალიან უყვარდა ბავშვები. პირველ მეუღლესთან დაშორების მიზეზიც ეს გახლდათ, ელვის პრესლის შვილს შვილების გაჩენა არ სურდა. მეორე ქორწინებიდან კი მას ორი ბავშვი შეეძინა. სწორედ ეს ფაქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ მაიკლისთვის პედოფილობილობა დაებრალებინათ. ამ საკითხზე იგი არა ერთხელ ყოფილა სასამართლოში, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მას იცნობდნენ კარგად იცოდნენ, რომ ისეთი ადამიანისთვის პედოფილიის დაბრალება როგორიც მაიკლი იყო, უბრალოდ აფსურდი იყო და მეტი არაფერი. მაიკლ იამბობდა: When I see children, I see the face of God. That’s why I love them so much. That’s what I see. – როცა ბავშვებს ვუყურებ, მე მათში ღმერთის სახეს ვხედავ. სწორედ ამიტომ მიყვარს ბავშვები ასე ძალიან. ყველა აღნიშნავდა, რომ ჯექსონი თვითონაც დიდი ბავშვი იყო. ის ამბობდა:

“I’ll always be Peter Pan in my heart.
ჩემს გულში ყოველთვის პიტერ პენი ვიქნები.”

ყველასთვის ცნობილილია, რომ მაიკლი ავად იყო. მას დაავადება ვიტილიგო სჭირდა, რის შედეგადაც კანის უფერკმრთალდებოდა. ეს ფაქტიც ბოროტმა ენებმა მისსავე წინააღმდეგ გამოიყენეს და ამბობდნენ, რომ ჯექსონმა პლასტიკური ქირურგიის ჩარევით “შავი კანი აიძრო და თეთრი გადაკრა”. სრული აფსურდი! (ამ დაავადების ამსახველი ბევრი ფოტო არსებობს, მაგრამ არ დავდებ, არ მინდ აპოსტის ვიზუალობა გავაფუჭო. :lol2: ). ამ ჭორებთან დაკავშირებით მაიკლი ამბობდა:

“ჩემი კანი დაავადებულია, რაც ანადგურებს კანის პიგმენტებს, ეს არის ის რისი შველაც არ შემიძლია. როდესაც ხალხი ქმნის ისტორიებს იმის შესახებ რომ მე არ მინდა ის ვიყო რაც ვარ გულს მტკენს.”

აქვე ჩავურთავ საინტერესო ფაქტებს მაიკლის ცხოვრებიდან: მისი საყვარელი კლასიკოსი კომპოზიტორები იყვნენ – ჩაიკოვკი ,კლოდი დებუისი და სერგეი პროკოიევი. საყვარელი მსახიობები -shirley timple, elizabeth laylor, katherine hepburn, morgan freeman, marlon brando. საყვარელი ხილი – ყურძენი. :) მაიკლის საყვარელი ადგილი ქალში – თვალები. მაიკლმა გაყიდა 300 მილიონი ალბომი მთელ მსოფლიოში.

ვინც არ უნდა ყოფილიყო და რამდენად უარყოფითად განწყობილიც არ უნდა ყოფილიყო ჯექსონის მიმართ, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მაიკლის Live კონცერტები თითოეული მათგანი სენსაცია იყო! ადამიანი, რომელსაც შეეძლო თითოეული ადამიანი აეყოლებინა, აეტირებინა, გაეხარებინა, თავი შეეყვარებინა! ნებისმიერ მის კონცერტზე ტევა აღარ იყო და გულწასული ადამიანების გაყვანას ექიმები ვერ აუდიოდნენ. მიზეზი ის იყო, რომ როდესაც მაიკლი მღეროდა ან ცეკვავდა მთელი არსებით გადართული იყო საქმეზე და მისი უსაზღვრო ემოცია მსმენელზე ორჯერ უფრო გაძლიერებულად გადადიოდა. არაერთხელ უტირია მაიკლს სცენაზე, არაერთხელ დაცემულა სიმღერის ეშხში შესვლის დროს და არაერთხელ ავარდნილა სცენაზე გონდაკარგული ფანი, რათა ოდნავ მაინც შეხებოდა მას! არღაფერს ვამბობ შეუდარებელ ცეკვაზე! ახლა უამრავი ადამიანი, დიდი თუ პატარა ცდილობს მას მიბაძოს, მაგრამ კარგად ვიცით შეუძლებელია გაიმეორო ის, რასაც ჯექსონი აკეთებდა სცენაზე!

ახლა კი რამოდენიმე ვიდეო მისი Live კონცერტებიდან:

Man In The Mirror

You are not alone

Beat It

ეს კი youtub-ზე ვნახე, ერთ-ერთი ფანის კომენტარი.. მგონი საინტერესოა:

M-magnificent
i-icon
c-caring
h-hero
a-angel
e-eternal
l-loving
J-joyful
a-amazing
c-creative
k-king(!)
s-smooth
o-original
n-natural

რომ არა უეცარი სიკვდილი მაიკლი აპირებდა მსოფლიო ტურნეს მოწყობას, სახელწოდებით “This is it” – ყველაფერი მორჩა.

ტურნესთვის მზადება უკვე დაწყებული იყო, ამავე სახელწოდებით სიმღერაც ჩაწერილი, მაგრამ 2009 წლის 25 ივნიის მაიკლის გული სამუდამოდ გაჩერდა. ეს უდიდესი შოკი იყო ყველა მისი ახლობელისა თუ ფანისთვის. ბევრი შეეწირა კიდეც ამ ამბავს, რამოდენიმემ თავიც მოიკლა. :cry: მაგრამ მსოფლიო ყურნესთვის მზადება მოხერხდა და გამოიცა ფილმად, იგივე სახელწოდებით – “This is it”. მე ნანახი მაქვს და ყველა მის გულშემატკივარს (და არა მარტო თქვენ) გირჩევთ რომ ნახოთ ეს ფილმი. აქ კარგად ჩანს როგორი სიყვარულით ეკიდება ის საქმეს, რა მონდომებით არჩევს მოცეკვავეებს და რამხელა შრომა ქონდა ჩადებული ამ ტურნეს მოსამზადებლად. სამწუხაროდ არ დასცალდა … :(

ეს კი კადრებია ფიმიდან :

ეს მოკლედ მისი ცხოვრების შესახებ. უამრავი რამის თქმა შეიძლება კიდევ, მაგრამ ამით შემოვიფარგლები. :) აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ჯექსონი და დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას. :yvavili:

დაბოლოს:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close